სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"დაჭრილი მიშო რომ მიჰყავდათ, გიორგის მამისთვის ბანკის ბარათები მიუცია: ფული გამოიყენე, ძმა გადამირჩინეო" - რას ყვებიან ძმის მკვლელობაში ბრალდებულზე ადვოკატი და ნათესავი
"დაჭრილი მიშო რომ მიჰყავდათ, გიორგის მამისთვის ბანკის ბარათები მიუცია: ფული გამოიყენე, ძმა გადამირჩინეო" - რას ყვებიან ძმის მკვლელობაში ბრალდებულზე ადვოკატი და ნათესავი

"მე ჩემი ძმის არც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, არც გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბა არ მინ­დო­და, შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა დანა. მე მისი მოკ­ვლა არ მდო­მე­ბია", - მხო­ლოდ ეს სი­ტყვე­ბი თქვა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე 21 წლის გი­ორ­გი ახ­ლო­ურ­მა, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ძმის, 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, მიშო ახ­ლო­უ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რა მის­თვის პა­ტიმ­რო­ბას ითხოვ­და და აცხა­დებ­და, რომ ეს იყო გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი თა­მარ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე კი შემ­თხვე­ვი­თო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობს. მან მო­სა­მარ­თლეს 5000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ ბრალ­დე­ბუ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სთხო­ვა, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლემ გი­ორ­გი ახ­ლო­ურს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ის ახლა უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბით გლ­და­ნის ცი­ხე­შია და გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას იქ და­ე­ლო­დე­ბა.

თა­მარ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ად­ვო­კა­ტი:

"გი­ორ­გი ძმის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს. ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ მისი ემო­ცი­უ­რი და სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა, ამი­ტომ ბრალ­დე­ბუ­ლი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. ეს იყო უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა, დიდი ტრა­გე­დია და არა - და­ნა­შა­უ­ლი. ძმის­თვის სას­წრა­ფო გი­ორ­გიმ გა­მო­ი­ძა­ხა. 4-ჯერ და­რე­კა, რად­გან "სას­წრა­ფო" მოს­ვლას აგ­ვი­ა­ნებ­და, თან ოპე­რა­ტორს ეკი­თხე­ბო­და, მას­წავ­ლეთ, რით შე­იძ­ლე­ბა ჩემს დაჭ­რილ ძმას და­ვეხ­მა­რო მათ მოს­ვლამ­დეო. ის ძმის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და და ვფიქ­რობ, დრო­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა რომ აღ­მო­ე­ჩი­ნათ, შე­იძ­ლე­ბა ბიჭი გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. "სას­წრა­ფომ" და­აგ­ვი­ა­ნა და ეტყო­ბა, სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა.

ბრალ­დე­ბულს ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო სა­უ­ბა­რიც კი უჭირს. გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო. თვი­თონ ბრალ­დე­ბუ­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდაა, სკო­ლა გერ­მა­ნი­ა­ში აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ბოლო სამი წელი გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლობ­და. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად იცის ენე­ბი. ამ­ჟა­მად გა­ყიდ­ვე­ბის აგენ­ტად მუ­შა­ობს. არა­ნა­ი­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი არ აქვს. ძმებს შო­რის სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ფლიქ­ტი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. ეს არის ოჯა­ხის დიდი ტრა­გე­დია.

მა­რი­ამ ჩი­ტიშ­ვი­ლი, ბი­ძაშ­ვი­ლი:

"ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ასე აშუ­ქე­ბენ მომ­ხდარს. თით­ქოს ჩვე­ნი ტრა­გე­დია და უბე­დუ­რე­ბა არ გვყოფ­ნის და ახლა ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბიც ვრცელ­დე­ბა. რაც მოხ­და, შემ­თხვე­ვი­თო­ბა იყო. ძმე­ბი არა­სო­დეს ჩხუ­ბობ­დნენ. ბი­ჭე­ბის მამა ტაქ­სის მძღო­ლია, დი­ლის 5 სა­ათ­ზე დგე­ბა, რომ იმუ­შა­ოს. ადრე ბიზ­ნე­სი ჰქონ­და, მაგ­რამ ასე­თია ცხოვ­რე­ბა - ახლა ტაქ­სის მძღო­ლად მუ­შა­ობს. იმ ღა­მით სახ­ლში დაღ­ლი­ლი მი­ვი­და, მი­შომ ჩაი მო­უმ­ზა­და. ამის შემ­დეგ მა­რა­დი და­სა­ძი­ნებ­ლად გა­ვი­და და ჩა­ე­ძი­ნა. ძმებს ცხოვ­რე­ბა­ში ჩხუ­ბი არ მოს­ვლი­ათ, იმ ღა­მით რომ ეჩხუ­ბათ, მა­მას გა­ეღ­ვი­ძე­ბო­და, რად­გან პა­ტა­რა ბინა აქვთ.

ტე­ლე­ვი­ზო­რის ხმის აწე­ვა-და­წე­ვის გამო მოხ­და კა­მა­თი. გი­ორ­გიმ მი­შოს სთხო­ვა, ტე­ლე­ვი­ზორს და­უ­წიე, უნდა და­ვი­ძი­ნო, დი­ლით ადრე უნდა ავ­დგე და სამ­სა­ხურ­ში წა­ვი­დეო. გი­ორ­გი გერ­მა­ნულ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და, ყო­ველ­თვე აწი­ნა­უ­რებ­დნენ. ეს ბი­ჭე­ბი არც სვამ­დნენ, არც სი­გა­რეტს ეწე­ოდ­ნენ. სპორ­ტს მის­დევ­დნენ და წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბიც იყ­ვნენ, არა­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ში­ნე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი იწე­რე­ბა.

მი­შოს ჰყავ­და ძაღ­ლი ლუსი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, რამ­დენ­ჯერ­მე რომ სთხო­ვა გი­ორ­გიმ, ტე­ლე­ვი­ზო­რის­თვის და­ე­წია და არ და­უ­წია, დანა აუ­ღია და კა­ბე­ლი გა­და­უჭ­რია, ძმე­ბი წა­კა­მათ­დნენ. ძაღ­ლმა ეს რომ და­ი­ნა­ხა, გი­ორ­გის ყეფა და­უ­წყო. ნახე ახლა შენს ძაღლს რა ვუქ­ნაო, უთ­ქვამს და ძაღლს მო­უქ­ნია თურ­მე დანა, მაგ­რამ შემ­თხვე­ვით მი­შოს მოხ­ვდა. ორი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი და­კარ­გეს მშობ­ლებ­მა...

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად "კვი­რის პა­ლიტ­რა­ზე"

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სანათა
7

ეს რაა, გული უნდა აგვიჩუყონ? რა კეთილი ბიჭი ყოფილა! (((

მაცი ხვიტია
6

მძიმე დრო დადგა. ძმა, ძმას აღარ ინდობს :(

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"დაჭრილი მიშო რომ მიჰყავდათ, გიორგის მამისთვის ბანკის ბარათები მიუცია: ფული გამოიყენე, ძმა გადამირჩინეო" - რას ყვებიან ძმის მკვლელობაში ბრალდებულზე ადვოკატი და ნათესავი

"დაჭრილი მიშო რომ მიჰყავდათ, გიორგის მამისთვის ბანკის ბარათები მიუცია: ფული გამოიყენე, ძმა გადამირჩინეო" - რას ყვებიან ძმის მკვლელობაში ბრალდებულზე ადვოკატი და ნათესავი

"მე ჩემი ძმის არც განზრახ მკვლელობა, არც განზრახ დაზიანება არ მინდოდა, შემთხვევით მოხვდა დანა. მე მისი მოკვლა არ მდომებია", - მხოლოდ ეს სიტყვები თქვა სასამართლო პროცესზე 21 წლის გიორგი ახლოურმა, რომელიც საკუთარი ძმის, 19 წლის ფეხბურთელის, მიშო ახლოურის განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული.

პროკურატურა მისთვის პატიმრობას ითხოვდა და აცხადებდა, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა, ბრალდებულის ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე კი შემთხვევითობაზე ლაპარაკობს. მან მოსამართლეს 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულის გათავისუფლება სთხოვა, თუმცა მოსამართლემ გიორგი ახლოურს პატიმრობა შეუფარდა. ის ახლა უმძიმესი ბრალდებით გლდანის ციხეშია და გამოძიების დასრულებას იქ დაელოდება.

თამარ გაჩეჩილაძე, საზოგადოებრივი ადვოკატი:

"გიორგი ძმის განზრახ მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამ ტრაგედიის შემდეგ მისი ემოციური და სულიერი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ამიტომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. ეს იყო უბედური შემთხვევა, დიდი ტრაგედია და არა - დანაშაული. ძმისთვის სასწრაფო გიორგიმ გამოიძახა. 4-ჯერ დარეკა, რადგან "სასწრაფო" მოსვლას აგვიანებდა, თან ოპერატორს ეკითხებოდა, მასწავლეთ, რით შეიძლება ჩემს დაჭრილ ძმას დავეხმარო მათ მოსვლამდეო. ის ძმის გადარჩენას ცდილობდა და ვფიქრობ, დროული სამედიცინო დახმარება რომ აღმოეჩინათ, შეიძლება ბიჭი გადარჩენილიყო. "სასწრაფომ" დააგვიანა და ეტყობა, სისხლისგან დაიცალა.

ბრალდებულს ემოციური მდგომარეობის გამო საუბარიც კი უჭირს. გარდაცვლილი ფეხბურთელი იყო. თვითონ ბრალდებულიც წარმატებული ახალგაზრდაა, სკოლა გერმანიაში აქვს დამთავრებული. ბოლო სამი წელი გერმანიაში სწავლობდა. არაჩვეულებრივად იცის ენები. ამჟამად გაყიდვების აგენტად მუშაობს. არანაირი კრიმინალური წარსული არ აქვს. ძმებს შორის სერიოზული კონფლიქტი არასოდეს ყოფილა. ეს არის ოჯახის დიდი ტრაგედია.

მარიამ ჩიტიშვილი, ბიძაშვილი:

"ძალიან ცუდია, რომ ჟურნალისტები ასე აშუქებენ მომხდარს. თითქოს ჩვენი ტრაგედია და უბედურება არ გვყოფნის და ახლა ცრუ ინფორმაციებიც ვრცელდება. რაც მოხდა, შემთხვევითობა იყო. ძმები არასოდეს ჩხუბობდნენ. ბიჭების მამა ტაქსის მძღოლია, დილის 5 საათზე დგება, რომ იმუშაოს. ადრე ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ ასეთია ცხოვრება - ახლა ტაქსის მძღოლად მუშაობს. იმ ღამით სახლში დაღლილი მივიდა, მიშომ ჩაი მოუმზადა. ამის შემდეგ მარადი დასაძინებლად გავიდა და ჩაეძინა. ძმებს ცხოვრებაში ჩხუბი არ მოსვლიათ, იმ ღამით რომ ეჩხუბათ, მამას გაეღვიძებოდა, რადგან პატარა ბინა აქვთ.

ტელევიზორის ხმის აწევა-დაწევის გამო მოხდა კამათი. გიორგიმ მიშოს სთხოვა, ტელევიზორს დაუწიე, უნდა დავიძინო, დილით ადრე უნდა ავდგე და სამსახურში წავიდეო. გიორგი გერმანულ კომპანიაში მუშაობდა, ყოველთვე აწინაურებდნენ. ეს ბიჭები არც სვამდნენ, არც სიგარეტს ეწეოდნენ. სპორტს მისდევდნენ და წარმატებულებიც იყვნენ, არადა სოციალურ ქსელში საშინელი კომენტარები იწერება.

მიშოს ჰყავდა ძაღლი ლუსი, რომელიც ძალიან უყვარდა, რამდენჯერმე რომ სთხოვა გიორგიმ, ტელევიზორისთვის დაეწია და არ დაუწია, დანა აუღია და კაბელი გადაუჭრია, ძმები წაკამათდნენ. ძაღლმა ეს რომ დაინახა, გიორგის ყეფა დაუწყო. ნახე ახლა შენს ძაღლს რა ვუქნაო, უთქვამს და ძაღლს მოუქნია თურმე დანა, მაგრამ შემთხვევით მიშოს მოხვდა. ორი არაჩვეულებრივი ბიჭი დაკარგეს მშობლებმა...

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრაზე"

კასპში, ორი პირის მძევლად აყვანის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

"მარგოშვილი შინ მიბრუნებულა და ძმისთვის უთქვამს, - იბო მოვკალიო" - სასტიკი მკვლელობა პანკისის ხეობაში, ბრალდებულს ჯერ კიდევ ეძებენ

"დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ ლევანის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვთ" - რას ითხოვს მიკროსაფინანსოზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან ზურაბაშვილი?