სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"კობას რომ დაუნახავს, მამა მოვკალიო, თვითონაც დაურტყამს დანა და თვითმკვლელობა უცდია" - ჩხოროწყუში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
"კობას რომ დაუნახავს, მამა მოვკალიო, თვითონაც დაურტყამს დანა და თვითმკვლელობა უცდია" - ჩხოროწყუში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ჩხო­რო­წყუს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლე­წურ­წუ­მე­ში 8 იან­ვარს, ღა­მით, მკვლე­ლო­ბა მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 35 წლის კობა წურ­წუ­მი­ამ სა­კუ­თარ მა­მას, 62 წლის ნი­კო­ლოზ წურ­წუ­მი­ას და­ნით ჭრი­ლო­ბა გულ­მკერ­დის არე­ში მი­ა­ყე­ნა.

მა­მა­კა­ცი სამ­წუ­ხა­როდ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, შვილ­მა მას შემ­დეგ რაც მამა გარ­დაც­ვლი­ლი ნახა, მე­ზობ­ლე­ბის თვალ­წინ სხე­ულ­ზე თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ყე­ნა. დაჭ­რი­ლი ამ­ჟა­მად ქუ­თა­ის­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, მას ოპე­რა­ცია უკვე ჩა­უ­ტარ­და. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მკვლე­ლო­ბა მამა-შვილს შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბას მოჰ­ყვა. თუმ­ცა მე­ზობ­ლე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ სა­უბ­რო­ბენ კონ­კრე­ტუ­ლად რაზე იკა­მა­თა მამა-შვილ­მა.

მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არ­კვე­ვენ, ამო­ღე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო.

ელ­დარ ვე­კუა, ოჯა­ხის ნა­თე­სა­ვი:

- ყვე­ლა­ნი შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი და შეძ­რუ­ლე­ბი ვართ მომ­ხდა­რით. ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან, ცოტა მო­შო­რე­ბით ვცხოვ­რობ, რო­გორც კი გა­ვი­გე ეს ამ­ბა­ვი, მა­ში­ნათ­ვე მო­ვე­დი. ფაქ­ტის შემ­დეგ გვერ­დით მე­ზო­ბელ­თან მი­სუ­ლა კობა და უთ­ქვამს, მიშ­ვე­ლეო, და­მეხ­მა­რე­თო. სამი მე­ზო­ბე­ლი მა­ში­ნათ­ვე შე­სუ­ლა სახ­ლში და ნა­ხეს, ად­გილ­ზე რომ იყო გარ­დაც­ვლი­ლი ნი­კო­ლო­ზი. შვი­ლი რომ დარ­წმუნ­და მა­მის სიკ­ვდილ­ში, ამის შემ­დეგ აიღო დანა და თა­ვი­სი ხე­ლით და­ირ­ტყა, ფილ­ტვე­ბი აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს ქუ­თა­ის­ში.

არ ვი­ცით რა მოხ­და, რა­ტომ დატ­რი­ალ­და ეს უბე­დუ­რე­ბა, ყვე­ლა გა­გი­ჟე­ბუ­ლია. მე არა­სო­დეს გა­მი­გია, რომ მათ შო­რის ჩხუ­ბი ყო­ფი­ლი­ყო. ნას­ვა­მე­ბი ყო­ფი­ლან, მამა უფრო მთვრა­ლი იყოო. კობა პი­რა­დად არ მი­ნა­ხავს, მე რომ მი­ვე­დი სას­წრა­ფო­ში სვამ­დნენ დაჭ­რილს. სას­წრა­ფო მა­მის გამო ჰყავ­დათ გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი და იმან მო­უს­წრო კო­ბას, თო­რემ ვერც ის გა­დარ­ჩე­ბო­და. ერთი ძმა ჰყავს, თბი­ლის­ში ცხოვ­რობს და იქ გა­ი­გო ეს ამ­ბა­ვი. მოკ­ლუ­ლი ისე­თი კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, ჭი­ან­ჭვე­ლას ფეხს რომ არ და­ად­გამ­და ისე­თი კაცი. მე­ზობ­ლებს ხმა­უ­რი და ჩხუ­ბი არ გა­უ­გი­ათ, აქ მჭიდ­რო და­სახ­ლე­ბაა და ჩხუ­ბი რომ ყო­ფი­ლი­ყო, გა­ი­გებ­დნენ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათა თუთაშხია
23

ეს სამეგრელო სულ გადაირია....ყველაფერი უბედურება აქ ხდება....ონჯღორეა

13
1

ადამიანთა უმეტესი ნაწილი ფსიქოლოგიურად არის შერყეული. ქვეყანაში მომხდარი ამბები მოქმედებს რა თქმა უნდა ფსიქიკაზე. ამ დროს ფსიქოლოგის კონსულტაცია მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ ვართ ერი, რომელსაც, ან საშუალება არ გვაქ, ან არ ვთვლით საჭიროდ, ან უბრალოდ ფსიქოლოგია ჩვენთან ნაკლებად ხელმისაწვდომია. ყველაზე მართალი ნათქვამი კი ის იქნება რომ სამივეს ერთად აქვს თავი მოყრილი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"კობას რომ დაუნახავს, მამა მოვკალიო, თვითონაც დაურტყამს დანა და თვითმკვლელობა უცდია" - ჩხოროწყუში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

"კობას რომ დაუნახავს, მამა მოვკალიო, თვითონაც დაურტყამს დანა და თვითმკვლელობა უცდია" - ჩხოროწყუში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში 8 იანვარს, ღამით, მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 35 წლის კობა წურწუმიამ საკუთარ მამას, 62 წლის ნიკოლოზ წურწუმიას დანით ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენა.

მამაკაცი სამწუხაროდ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, შვილმა მას შემდეგ რაც მამა გარდაცვლილი ნახა, მეზობლების თვალწინ სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. დაჭრილი ამჟამად ქუთაისში საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა მამა-შვილს შორის შელაპარაკებას მოჰყვა. თუმცა მეზობლები და ახლობლები ჯერჯერობით არ საუბრობენ კონკრეტულად რაზე იკამათა მამა-შვილმა.

მომხდარის დეტალებს სამართალდამცავები არკვევენ, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ელდარ ვეკუა, ოჯახის ნათესავი:

- ყველანი შეწუხებულები და შეძრულები ვართ მომხდარით. ჩემი ნათესავები არიან, ცოტა მოშორებით ვცხოვრობ, როგორც კი გავიგე ეს ამბავი, მაშინათვე მოვედი. ფაქტის შემდეგ გვერდით მეზობელთან მისულა კობა და უთქვამს, მიშველეო, დამეხმარეთო. სამი მეზობელი მაშინათვე შესულა სახლში და ნახეს, ადგილზე რომ იყო გარდაცვლილი ნიკოლოზი. შვილი რომ დარწმუნდა მამის სიკვდილში, ამის შემდეგ აიღო დანა და თავისი ხელით დაირტყა, ფილტვები აქვს დაზიანებული, ოპერაცია გაუკეთეს ქუთაისში.

არ ვიცით რა მოხდა, რატომ დატრიალდა ეს უბედურება, ყველა გაგიჟებულია. მე არასოდეს გამიგია, რომ მათ შორის ჩხუბი ყოფილიყო. ნასვამები ყოფილან, მამა უფრო მთვრალი იყოო. კობა პირადად არ მინახავს, მე რომ მივედი სასწრაფოში სვამდნენ დაჭრილს. სასწრაფო მამის გამო ჰყავდათ გამოძახებული და იმან მოუსწრო კობას, თორემ ვერც ის გადარჩებოდა. ერთი ძმა ჰყავს, თბილისში ცხოვრობს და იქ გაიგო ეს ამბავი. მოკლული ისეთი კარგი ადამიანი იყო, ჭიანჭველას ფეხს რომ არ დაადგამდა ისეთი კაცი. მეზობლებს ხმაური და ჩხუბი არ გაუგიათ, აქ მჭიდრო დასახლებაა და ჩხუბი რომ ყოფილიყო, გაიგებდნენ...წაიკითხეთ სრულად

"2020 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 15 625 პირის მიმართ დაიწყო" - ირაკლი შოთაძე განმარტავს, რომელმა დანაშაულმა იმატა ბოლო 1 წლის განმავლობაში

"დედასთან და ბიცოლასთან ერთად შეიჭრა 15 წლის გოგოს სახლში, ძალით წამოიყვანა და 1 საათი გამოკეტილი ყავდა..." - პროკურატურა გარდაბანში მომხდარი გატაცების დეტალებზე

"ექსპერტიზა გამორიცხავს, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები სიმაღლიდან ვარდნის შედეგი იყოს, ე.ი დაზიანებები მიიღო იქამდე, ვიდრე წყალში მოხვდებოდა" - ალექსანდრე გეჯაძე