სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ახლოურს პატიმრობა შეეფარდა
19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ახლოურს პატიმრობა შეეფარდა

19 წლის ძმის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ 21 წლის გი­ორ­გი ახ­ლო­ურს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ლაშა კლდი­აშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე, რო­მე­ლიც დის­ტან­ცი­უ­რად გა­ი­მარ­თა, ბრალ­დე­ბის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღონ­სი­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, დაც­ვის მხა­რე კი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხოვ­და.

ცნო­ბის­თვის, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი ახ­ლო­ურ­მა 19 წლის ძმას, მიშა ახ­ლო­ურს ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­ულ­ზე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. გი­ორ­გი ახ­ლო­ურს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა,109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ვ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნეს, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ მე­ო­რე წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კევ­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მარინა
0

ცუდი რეალობაა ძალიან :( 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ახლოურს პატიმრობა შეეფარდა

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ახლოურს პატიმრობა შეეფარდა

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი ახლოურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელიც დისტანციურად გაიმართა, ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონსიძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

ცნობისთვის, საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გიორგი ახლოურმა 19 წლის ძმას, მიშა ახლოურს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გიორგი ახლოურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკევთას ითვალისწინებს.

"უცებ ხმით მაღვიძებს მიშიკო და დგას, მამა, მიშველე, დამჭრაო.." - ძმის მიერ მოკლული 19 წლის ფეხბურთელის მამა ტრაგიკული შემთხვევის ღამეს იხსენებს

"არც მეგონა, რომ დანა მას მოხვდაო..." - ადვოკატი ყვება, რა თქვა დღეს სასამართლოზე 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა

"დავაკავეთ პირი, რომელმაც ნაცნობი ქალის ჯგუფური დაყაჩაღება დაგეგმა" - შსს