სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"კარგია, რომ სავაჭრო ობიექტებში წესები დაცული იყო, შემთხვევების მნიშვნელოვან მატებას არ ვვარაუდობთ" - რას ამბობს თამარ გაბუნია განახლებულ შეზღუდვებზე
"კარგია, რომ სავაჭრო ობიექტებში წესები დაცული იყო, შემთხვევების მნიშვნელოვან მატებას არ ვვარაუდობთ" - რას ამბობს თამარ გაბუნია განახლებულ შეზღუდვებზე

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის დიდ ნა­წილ­ში წე­სე­ბი და­ცუ­ლი იყო, რის გა­მოც, ამ პე­რი­ოდ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვის ზრდა არ უნდა იყოს.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღ­ნიშ­ნა, დღე­ი­დან 15 იან­ვრის ჩათ­ვლით და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის მი­ზა­ნი ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბაა.

„დღე­ი­დან შე­ზღუდ­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სით იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბას და­ვუბ­რუნ­დით, რაც 24 დე­კემ­ბრამ­დე გვქონ­და, ეს 15 იან­ვრის ჩათ­ვლით გას­ტანს. რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ისევ იმის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი, რომ სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას მი­ვაღ­წი­ოთ და შემ­თხვე­ვე­ბის კლე­ბა მი­ვი­ღოთ, რაც თვალ­სა­ჩი­ნოდ გა­მოვ­ლინ­და, რომ შე­ზღუდ­ვე­ბის და მო­ბი­ლო­ბის ფონ­ზე, საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეფექ­ტი ჰქონ­და. ახლა ამ ეფექ­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა 24-დან გუ­შინ­დე­ლის ჩათ­ვლით შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას, კარ­გია, რომ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, წე­სე­ბი და­ცუ­ლი იყო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ლო­დი­ნი გვაქვს, რომ შემ­თხვე­ვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა არ უნდა მოყ­ვეს“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

ცნო­ბის­თვის, დღე­ი­დან 15 იან­ვრის ჩათ­ვლით უქმე დღე­ე­ბი ცხად­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლეილა
0

კარგია რომ მაქსიმალურად იცავენ წესებს 

ლიკა
0

ეს ძალიან მნიშვნელოვანია 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"კარგია, რომ სავაჭრო ობიექტებში წესები დაცული იყო, შემთხვევების მნიშვნელოვან მატებას არ ვვარაუდობთ" - რას ამბობს თამარ გაბუნია განახლებულ შეზღუდვებზე

"კარგია, რომ სავაჭრო ობიექტებში წესები დაცული იყო, შემთხვევების მნიშვნელოვან მატებას არ ვვარაუდობთ" - რას ამბობს თამარ გაბუნია განახლებულ შეზღუდვებზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში სავაჭრო ობიექტების დიდ ნაწილში წესები დაცული იყო, რის გამოც, ამ პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა არ უნდა იყოს.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, დღეიდან 15 იანვრის ჩათვლით დაწესებული შეზღუდვების მიზანი ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებაა.

„დღეიდან შეზღუდვების თვალსაზრისით იგივე მდგომარეობას დავუბრუნდით, რაც 24 დეკემბრამდე გვქონდა, ეს 15 იანვრის ჩათვლით გასტანს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ისევ იმისკენაა მიმართული, რომ სტაბილიზაციას მივაღწიოთ და შემთხვევების კლება მივიღოთ, რაც თვალსაჩინოდ გამოვლინდა, რომ შეზღუდვების და მობილობის ფონზე, საკმაოდ მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდა. ახლა ამ ეფექტის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება 24-დან გუშინდელის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქებას, კარგია, რომ სავაჭრო ობიექტებში ხშირ შემთხვევაში, წესები დაცული იყო. აქედან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება არ უნდა მოყვეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, დღეიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები ცხადდება.

"ამაში თავზარდამცემი არაფერია" - რას წარმოადგენს კორონავირუსის ახალი შტამი, რომლის პირველი შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა - როგორია ინფიცირებულის მდგომარეობა

"კორონას" პირველსა და მეორე ტალღებს შორის მოვასწარით და ჯვარი დავიწერეთ" - რატომ დაქორწინდა საიდუმლოდ ანა დოლიძე და რას ყვება მეუღლეზე