ავტორი:

"ბავშვს და-ძმა ჰყავს, იმედია, რომელიმე დონორად გამოდგება" - 5 წლის ბიჭუნას საზოგადოების დახმარება სჭირდება

"ბავშვს და-ძმა ჰყავს, იმედია, რომელიმე დონორად გამოდგება" - 5 წლის ბიჭუნას საზოგადოების დახმარება სჭირდება

5 წლის სანდრო ალაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. როგორც ბავშვის ახლობელი გვიყვება, სანდროს წლების განმავლობაში ჰქონდა სუსტი იმუნიტეტი და პრობლემები, რომელიც ძირითადად სიცხის სახით ვლინდებოდა.

კვირების განმავლობაში მაღალი სიცხით მყოფ პატარას უამრავ კვლევას უტარებდნენ, მაგრამ საქართველოში პრობლემა ვერ იპოვეს. დეკემბერში სიცხეები იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ ოჯახი იძულებული გახდა ბავშვი ქუთაისიდან-თბილისში გადმოეყვანა.

მარიამ ჭოხონელიძე (ოჯახის ახლობელი):

- თბილისში კატე გადაუღეს და არაფერი გამოჩნდა. შემდეგ იაშვილში გადაიყვანეს და უფრო დამძიმდა. ვერ იგებდნენ პრობლემა რა იყო. გერმანიაშიც გაგზავნეს ანალიზები და ვერც იქ გაარკვიეს. დიაგნოზი საბოლოოდ თურქეთში დაუსვეს და აღმოჩნდა დიფუზური მსხვილი უჯრედული ლიმფომა. დღეს უნდა დაიწყონ ქიმიოთერაპია.

ახლა სანდროს ქიმიოთერაპიის ექვსთვიანი კურსი უნდა ჩაუტარდეს. შემდეგ ძვლის ტვინის გადაუნერგავენ. ბავშვს ორი და-ძმა ჰყავს და თუ რომელიმე დონორად გამოდგება, ნაკლები პრობლემა იქნება, ძალიან იმედით ვართ. ამ შემთხვევაშიც კი თუ დონორი აღმოჩნდა დედმამიშვილი, ოპერაცია 70 ათას დოლარამდე ჯდება, თუ არადა შემდეგ დონორი უნდა მოვძებნოთ.

სანდრო მხიარული ბიჭი იყო, ახლა კი სევდიანი გახდა. ყველაზე გაბრაზებულია, დედიკოზე, მამიკოზე, ჩვენზე ყველაზე... ვერ იგებს ამდენ ნემსს რატომ უკეთებენ, რატომ ტოვებენ რეანიმაციაში მარტოს მშობლები, ბრაზდება და ჩხუბობს. ვერ გაიგო, რატომ და რისთვის ...

სანდროს დასახმარებლად შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ ანგარიშის ნომრებზე:

თიბისი ბანკი.

მიმღები მამა დათო ალაშვილი

GE22TB7894636010300037

პ/ნ: 53001004306

ლიბერთი ბანკი:

მიმღები დედა Natia Chabukiani ნათია ჭაბუკიანი

პ/ნ 60001025901

GE05LB0711121921256000

პროკრედიტ ბანკი:

მიმღები მამა დათო ალაშვილი

პ/ნ: 53001004306

GE69PC0013600100024872

"გუშინ მოხდა ტერორისტული აქტი, შემთხვევით გადავრჩით სიკვდილს..." - რა მოთხოვნები აქვთ თელავში გამართული აქციის მონაწილეებს?

"მჭირდებოდა საკუთარი ბინა, სადღაც ქირა რომ არ მეხადა... ვიყიდე შავი კარკასი" - გიორგი სუხიტაშვილის "მუქი სახლი", რომელიც მომღერლის გემოვნებით მოეწყო

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში?