სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"იყო უეცარი სიკვდილის შემთხვევა... რამ გამოიწვია ეს, ძალიან რთულია ამაზე საუბარი" - თამარ გაბუნია ახალგაზრდა ექიმის გარდაცვალებაზე
"იყო უეცარი სიკვდილის შემთხვევა... რამ გამოიწვია ეს, ძალიან რთულია ამაზე საუბარი" - თამარ გაბუნია ახალგაზრდა ექიმის გარდაცვალებაზე

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ამ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის დროს, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის კლი­ნი­კუ­რი პრო­ტო­კო­ლი­დან მკვეთ­რი გა­დაც­დო­მის შემ­თხვე­ვე­ბი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა.

რო­გორც მან „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვის ანა­ლი­ზი ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„წი­ნას­წა­რი ანა­ლი­ზით მკვეთ­რი გა­დაც­დო­მა კლი­ნი­კუ­რი პრაქ­ტი­კი­დან და იმ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­დან, რო­მე­ლიც ჩვენ გვაქვს აღ­წე­რი­ლი გა­იდ­ლა­ი­ნებ­ში, ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი არ არის, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემ­თვის ამ ეტაპ­ზე წი­ნას­წა­რი დას­კვნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ცნო­ბი­ლი. რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვის ანა­ლი­ზი კი­დევ გრძელ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ისეთ შემ­თხვე­ვებს, რო­დე­საც სა­უ­ბა­რია არა კლი­ნი­კურ გა­დაც­დო­მა­ზე, არა­მედ სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ და­უ­დევ­რო­ბა­ზე, კი­დევ უფრო მეტი კვლე­ვა სჭირ­დე­ბა და ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ ჯერ არ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლა.

„ასეთ შემ­თხვე­ვებს, რო­დე­საც არის სა­უ­ბა­რი არა კლი­ნი­კურ გა­დაც­დო­მებ­ზე, არა­მედ სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ და­უ­დევ­რო­ბა­ზე, კი­დევ მეტი ანა­ლი­ზი სჭირ­დე­ბა და ასე­თი დას­კვნე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ არ გვაქვს. რო­გორც კი იქ­ნე­ბა, ამას გა­ივ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭო და ესეც გახ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მან ახალ­გაზ­რდებ­ში ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვებ­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლია ვთქვათ, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რა იყო გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი.

„ძა­ლი­ან ბევ­რი ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვა იყო, თუნ­დაც ჩვე­ნი კო­ლე­გა გარ­და­იც­ვა­ლა რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ესეც იყო უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვა. რამ გა­მო­იწ­ვია ეს უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლი, ძა­ლი­ან რთუ­ლია ამა­ზე სა­უ­ბა­რი. თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბა ამ და­ა­ვა­დე­ბას ახა­სი­ა­თებს და ახა­სი­ა­თებს მთე­ლი რიგი სხვა გარ­თუ­ლე­ბე­ბიც, თუმ­ცა ასე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი და უე­ცა­რი დამ­ძი­მე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბის რა­ტომ ხდე­ბა, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებ­ში, რა თქმა უნდა, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია და ყვე­ლა­ზე რთუ­ლია ის, რომ მისი პრე­ვენ­ცი­ის გზე­ბი მე­დი­ცი­ნის­თვის ცნო­ბი­ლი არ არის. ამ­დე­ნად ეს არის ის, რაც ხდე­ბა და ყველ­გან მოხ­დე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მარ­ნე­ულ­ში, "ავერ­სის" კლი­ნი­კა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს ახალ­გაზ­რდა ექი­მი გი­ორ­გი ბუ­ა­ძე, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გა­ნი­კურ­ნა და სა­მუ­შა­ოს და­უბ­რუნ­და. ის მხოლ­დო 24 წლის იყო. ახალ­გაზ­რდა კაცი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

ნიკოლოზი
1

უნდა გამოიკვლიოთ სხეულის რა ნაწილში ჩამოყალიბდა თრომბი და თუ სხვა შემთხვევებშიც იგივეს მდებარეობებს დაემთხვა, ახალგაზრდებს ვგულისხმობ, შეიძლება რაიმე ხელჩასაჭიდი გამოიკვეთოს სამედიცინო-მეცნიერული კუთხით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"იყო უეცარი სიკვდილის შემთხვევა... რამ გამოიწვია ეს, ძალიან რთულია ამაზე საუბარი" - თამარ გაბუნია ახალგაზრდა ექიმის გარდაცვალებაზე

"იყო უეცარი სიკვდილის შემთხვევა... რამ გამოიწვია ეს, ძალიან რთულია ამაზე საუბარი" - თამარ გაბუნია ახალგაზრდა ექიმის გარდაცვალებაზე

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა გარდაცვალების შემთხვევების დროს, სამედიცინო პერსონალის კლინიკური პროტოკოლიდან მკვეთრი გადაცდომის შემთხვევები არ გამოვლენილა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რამდენიმე შემთხვევის ანალიზი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„წინასწარი ანალიზით მკვეთრი გადაცდომა კლინიკური პრაქტიკიდან და იმ რეკომენდაციებიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს აღწერილი გაიდლაინებში, ასეთი მაგალითები არ არის, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ამ ეტაპზე წინასწარი დასკვნების საფუძველზე ცნობილი. რამდენიმე შემთხვევის ანალიზი კიდევ გრძელდება“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ისეთ შემთხვევებს, როდესაც საუბარია არა კლინიკურ გადაცდომაზე, არამედ სამსახურეობრივ დაუდევრობაზე, კიდევ უფრო მეტი კვლევა სჭირდება და ასეთი შემთხვევები რეგულირების სააგენტოს მიერ ჯერ არ გასაჯაროებულა.

„ასეთ შემთხვევებს, როდესაც არის საუბარი არა კლინიკურ გადაცდომებზე, არამედ სამსახურეობრივ დაუდევრობაზე, კიდევ მეტი ანალიზი სჭირდება და ასეთი დასკვნები ჯერჯერობით გასაჯაროებული რეგულირების სააგენტოს მიერ არ გვაქვს. როგორც კი იქნება, ამას გაივლის პროფესიული განვითარების საბჭო და ესეც გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი“, - განაცხადა გაბუნიამ.

მან ახალგაზრდებში ვირუსით გარდაცვალების შემთხვევებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ძალიან რთულია ვთქვათ, თუ კონკრეტულად რა იყო გარდაცვალების მიზეზი.

„ძალიან ბევრი ძალიან სამწუხარო შემთხვევა იყო, თუნდაც ჩვენი კოლეგა გარდაიცვალა რამდენიმე დღის წინ, ესეც იყო უეცარი სიკვდილის შემთხვევა. რამ გამოიწვია ეს უეცარი სიკვდილი, ძალიან რთულია ამაზე საუბარი. თრომბოემბოლიური გართულება ამ დაავადებას ახასიათებს და ახასიათებს მთელი რიგი სხვა გართულებებიც, თუმცა ასეთი მოულოდნელი და უეცარი დამძიმება მდგომარეობის რატომ ხდება, ამ კონკრეტულ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, რთული სათქმელია და ყველაზე რთულია ის, რომ მისი პრევენციის გზები მედიცინისთვის ცნობილი არ არის. ამდენად ეს არის ის, რაც ხდება და ყველგან მოხდებოდა“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მარნეულში, "ავერსის" კლინიკაში გარდაცვლილი იპოვეს ახალგაზრდა ექიმი გიორგი ბუაძე, რომელიც მანამდე კორონავირუსისგან განიკურნა და სამუშაოს დაუბრუნდა. ის მხოლდო 24 წლის იყო. ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, თრომბოემბოლიური გართულებით გარდაიცვალა.

"ჩემი შემთხვევა განსხვავებული შემთხვევა იყო..." - ლევან რატიანი ამბობს, რომ კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა

"ჩემს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება... ყველამ იცით, რაც არის აფხაზეთი ჩემთვის" - რას წერს ხოფერია მინისტრად დანიშვნის შემდეგ?

"ვამბობთ, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს, თან აპროტესტებენ, რატომ ძვირდება ტარიფი, ასე არ გამოვა" - დავით ნარმანია