ყველაზე უჩვეულო, დრამატული, სენტიმენტალური და ემოციებით სავსე პერიოდი - ფოტოებზე აღბეჭდილი 2020 წლის ყველა მნიშვნელოვანი მომენტი
2020 წელი თანამედროვე ისტორიაში ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე რთული პერიოდი იყო - დრო, რომელმაც თითქმის ყველა ადამიანზე, ყველა სფეროზე, ყველა პროფესიაზე და ყველა სოციალურ ფენაზე მოახდინა გავლენა.
პანდემიამ შეცვალა ჩვენი ცხოვრების წესი და რიტმი, შეგვაჩვია აკრძალვებისა და შეზღუდვების პირობებში ცხოვრებას.
ვნახოთ ფოტოებზე აღბეჭდილი 1 წელი - 2020 და მსოფლიო:
1 იანვარი, ნიუ-იორკი - The New York Times8 იანვარი - ირანში, თეირანთან ახლოს უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას მაშველთა ჯგუფი მუშაობს/AP16 იანვარი - სექსუალრ ძალადობასა და გაუპატიურებაში ბრალდებული ჰარვი ვაინშტაინი მაჰეტენის სასამართლო დარბაზის დატოვებისას/AP15 იანვარი, სირია - სირიელი ბიჭუნა ქალაქ არიჰას ევაკუაციისას, რომელზეც საჰაერო თავდასხმა განხორციელდა22 მარტი, ესპანეთი - პოლიციელის დეზინფექცია28 მარტი, პარიზი - მეზობლები აივნებიდან ესაუბრებიან ერთმანეთს, საფრანგეთში კი ამ დროს უკვე კარანტინის მკაცრი რეჟიმი მოქმედებს
28 მარტი, სამხრეთ აფრიკა, იოჰანესბურგი - პოლიცია მოითხოვს, რომ ადამიანებმა გადმოიხედონ აივნებიდან, რათა დარწმუნდნე, რომ ისინი კარანტინის წესებს არ არღვევენ16 აპილი - პალესტინელი ქალი შვილებს კომბოსტოს ფოთლების პირბადეს უკეთებს, რათა ისინი კორონავირუსისგან დაიცვას30 აპრილი, ირანი - ირანელი ქალები კორონავირუსისგან დამცავი აღჭურვილობით დაკრძალვაზე10 მაისი და უჩვეულოდ ცარიელი პარიზი31 მაისი, მინეაპოლისი - სამართალდამცველები და ადამიანები, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებდნენ22 ივნისი, ესპანეთი, მოხუცთა თავშესაფარი - 81 წლის აგუსტინა და 84 წლის პასკუალი კორონავირუსისგან თავდასაცავად ასე ეფერებიან ერთმანეთს. ეს ფოტო 2020 წლის სიმბოლოდ იქცა.30 ივნისი, ჩეხეთი, პრაღა - მოქალაქეებმა 500-მეტრიანი მაგიდა გაშალეს და ასე აღნიშნეს კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა12 ივნისი, გერმანია, დიუზელდორფი - სოციალური დისტანცია16 ივლისი, აშშ, ლას ვეგასი - კომეტა Neowise, რომლის დახნაც შეუარაღებელი თვალითაც კი შესაძლებელი იყო17 ივლისი, ბრიუსელი - გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბულგარეთის პრემიმერ-მინისტრს მიანიშნებს, რომ პირბადე ცხვირს არ უფარავს29 ივლისი, მექა - მუსლიმი პილიგრიმები ქააბას გარშემო დადიან სოციალური დისტანციის დაცვით1-ლი აგვისტო, აშშ, კალიფორმანი - თაგვი, რომელიც ხანძარს გაურბის18 აგვისტო, შვეიცარია - ძროხა, რომელმაც ფეხი დაიზიანა მთიდან ბარში სამკურნალოდ ასეთი ფორმით გადაჰყავთ7 ოქტომბერი, იემენი - იემენელი მოსწავლეები სკოლაში აკადემიური წლის პირველ დღეს. სკოლის შენობა ომის შედეგად დაინგრა და სწავლის პროცესი ნანგრევებში მიმდინარეობს.3 ნოემბერი და ფოტო, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების სიმბოლოდ იქცა
26 ოქტომბერი, პოლონეთი ვარშავა - მოქალაქეები აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას აბორტის აკრძალვის შესახებ14 ნომბერი - სოფელი მთიანი ყარაბაღიდან18 ნოემბერი - ასე მიაქვს პატარა სახლი მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში ერთ-ერთ მოქალაქეს მას შემდეგ, რაც ტერიტორია აზერბაიჯანს გადაეცა15 ნოემბერი, მოლდოვა - საპრეზიდენტო არჩევნების დროს გადასატანი ყუთი კორონავირუსისგან თავის დასაცავი აღჭურვილობით შემოსილ ადამიანებს დაჰქონდათ24 ნოემბერი, გერმანია, ფრანკფურტი - რესტორანი ლუდითა და სათამაშო პანდებით გააფორმეს14 დეკემბერი - მზის დაბნელება და ფოტო არგენტინიდან