სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
იწვევს თუ არა "მოდერნას" ვაქცინა ალერგიას ადამიანებში, ვისაც ფილერი აქვს გაკეთებული? - რას ამბობს კულუმბეგოვი გავრცელებულ ინფორმაციაზე
იწვევს თუ არა "მოდერნას" ვაქცინა ალერგიას ადამიანებში, ვისაც ფილერი აქვს გაკეთებული? - რას ამბობს კულუმბეგოვი გავრცელებულ ინფორმაციაზე

Covid-19 -ის ვაქ­ცი­ნე­ბის შექ­მნას მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბა სი­ხა­რუ­ლი­თა და იმე­დით შეხ­ვდა, თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში, სულ უფრო ხში­რად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია ვაქ­ცი­ნე­ბის ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ.

ერთ-ერთი უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადა­მი­ა­ნებ­ში, ვი­საც ფი­ლე­რი აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი, "მო­დერ­ნას" ვაქ­ცი­ნამ შე­საძ­ლოა, მწვა­ვე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს. ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "Foxnews"-ი ავ­რცე­ლებს.

დოქ­ტო­რი შირ­ლი ჩიმი აცხა­დებს, რომ იმუ­ნუ­რი რე­აქ­ცია, რო­მელ­საც ვაქ­ცი­ნა იწ­ვევს, უფრო ძლი­ე­რია იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ორ­გა­ნიზ­მში არა­ბუ­ნებ­რი­ვი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბია.

"ასე რომ, ლო­გი­კუ­რია, რომ იმუ­ნურ პა­სუხს ნა­ხავ­დით გარ­კვე­ულ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ისი­ნი ხე­და­ვენ რა­ი­მე ნივ­თი­ე­რე­ბას, რო­მე­ლიც არ არის თქვენს სხე­ულ­ში ბუ­ნებ­რი­ვი" – აცხა­დებს ექი­მი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, პა­ცი­ენ­ტებს ჰქონ­დათ შე­შუ­პე­ბა და ან­თე­ბა იმ მი­და­მო­ებ­ში, სა­დაც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო ფი­ლე­რი.

ვაქ­ცი­ნე­ბის გვერ­დი­თი, ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რის­თვის ალერ­გო­ლოგ ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვს მივ­მარ­თეთ. AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ექი­მი ამ­ბობს, რომ ამ ეტაპ­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლია ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, თუმ­ცა ეს გან­გა­შის სა­ფუძ­ველს არ იძ­ლე­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა, ფი­ლე­რი­სა და "მო­დერ­ნას" ვაქ­ცი­ნის ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბას, ალერ­გო­ლო­გი მი­იჩ­ნევს, რომ ამ ეტაპ­ზე ამა­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია.

"ასე­თი ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და "ფი­ზე­რის" და "მო­დერ­ნას" ვაქ­ცი­ნე­ბის შემ­თხვე­ვებ­ში. სა­გან­გა­შო არ­ცერ­თი ყო­ფი­ლა, რა­ი­მე ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა, გარ­დაც­ვა­ლე­ბა რომ გა­მო­ეწ­ვი­ოს ან მსგავ­სი, არ მომ­ხდა­რა. ალერ­გი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მეტი სიფრ­თხი­ლით აიც­რე­ბი­ან, და­აკ­ვირ­დე­ბი­ან მათ, და­ტო­ვე­ბენ კა­ბი­ნეტ­ში ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბი­დან გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი და რის­კე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნე­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ლე­რი­სა და მო­დერ­ნას ვაქ­ცი­ნის ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბას, ამას მეც­ნი­ე­რუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი არ გა­აჩ­ნია. ეს იყო ამე­რი­კულ მე­დი­ა­ში გავ­რე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა ზუს­ტი ექ­სპერ­ტუ­ლი და­სა­ბუ­თე­ბა. ამი­ტომ და­ვე­ლო­დოთ, ამ ეტაპ­ზე ამა­ზე რა­ი­მე კონ­კრე­ტულ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ" - ამ­ბობს ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წმინდა გაგა
10

ეგ არაფერი ჩვენი ცნობადები თავად შექმნიან თავიანთ ვაქცინას.

Don
8

Fileri raaris esec daweret ra

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

იწვევს თუ არა "მოდერნას" ვაქცინა ალერგიას ადამიანებში, ვისაც ფილერი აქვს გაკეთებული? - რას ამბობს კულუმბეგოვი გავრცელებულ ინფორმაციაზე

იწვევს თუ არა "მოდერნას" ვაქცინა ალერგიას ადამიანებში, ვისაც ფილერი აქვს გაკეთებული? - რას ამბობს კულუმბეგოვი გავრცელებულ ინფორმაციაზე

Covid-19 -ის ვაქცინების შექმნას მსოფლიოს მოსახლეობა სიხარულითა და იმედით შეხვდა, თუმცა ბოლო პერიოდში, სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ვაქცინების ალერგიული რეაქციების შესახებ.

ერთ-ერთი უახლესი ინფორმაციით, ადამიანებში, ვისაც ფილერი აქვთ გაკეთებული, "მოდერნას" ვაქცინამ შესაძლოა, მწვავე ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ვაქცინის პირველი გვერდითი მოვლენის შესახებ ინფორმაციას "Foxnews"-ი ავრცელებს.

დოქტორი შირლი ჩიმი აცხადებს, რომ იმუნური რეაქცია, რომელსაც ვაქცინა იწვევს, უფრო ძლიერია იმ ადგილებში, სადაც ორგანიზმში არაბუნებრივი ნივთიერებებია.

"ასე რომ, ლოგიკურია, რომ იმუნურ პასუხს ნახავდით გარკვეულ ადგილებში, სადაც ისინი ხედავენ რაიმე ნივთიერებას, რომელიც არ არის თქვენს სხეულში ბუნებრივი" – აცხადებს ექიმი.

მისივე განმარტებით, პაციენტებს ჰქონდათ შეშუპება და ანთება იმ მიდამოებში, სადაც გამოყენებული იყო ფილერი.

ვაქცინების გვერდითი, ალერგიული რეაქციების შესახებ კომენტარისთვის ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს მივმართეთ. AMBEBI.GE-სთან საუბარში ექიმი ამბობს, რომ ამ ეტაპზე გამოვლენილია ალერგიული რეაქციების შემთხვევები, თუმცა ეს განგაშის საფუძველს არ იძლევა.

რაც შეეხება, ფილერისა და "მოდერნას" ვაქცინის ურთიერთმიმართებას, ალერგოლოგი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ნაადრევია.

"ასეთი ერთეული შემთხვევები გამოვლინდა "ფიზერის" და "მოდერნას" ვაქცინების შემთხვევებში. საგანგაშო არცერთი ყოფილა, რაიმე ტრაგიკული შემთხვევა, გარდაცვალება რომ გამოეწვიოს ან მსგავსი, არ მომხდარა. ალერგიული ადამიანები მეტი სიფრთხილით აიცრებიან, დააკვირდებიან მათ, დატოვებენ კაბინეტში ვაქცინის გაკეთებიდან გარკვეული პერიოდი და რისკები მინიმუმამდე იქნება შემცირებული.

რაც შეეხება ფილერისა და მოდერნას ვაქცინის ურთიერთმიმართებას, ამას მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია. ეს იყო ამერიკულ მედიაში გავრელებული ცნობები, რომელსაც სჭირდება ზუსტი ექსპერტული დასაბუთება. ამიტომ დაველოდოთ, ამ ეტაპზე ამაზე რაიმე კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებ" - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

"ის არ არის "ხელწამოსაკრავი", მაგრამ მე არ გამიცია რეკომენდაცია მის შემოტანაზე" - რას წერს თენგიზ ცერცვაძე ჩინურ ვაქცინაზე

"4000-ზე მეტი ტაქსის მძღოლი და აგრარული ბაზრის 4000-მდე მოვაჭრეა კორონავირუსზე გატესტილი" - როგორია შედეგები, რას ამბობს პაატა იმნაძე

"ეს საოცარი ისტორიაა და თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითო ფაქტი" - ერთმა სასულიერო პირმა მეორეს საკუთარი თირკმელი დაუთმო