სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
25-დან 31 დეკემბრამდე კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა "ბასლაინებში" დაშვებულია - თბილისის მერიის გადაწყვეტილება
25-დან 31 დეკემბრამდე კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა "ბასლაინებში" დაშვებულია - თბილისის მერიის გადაწყვეტილება

თბი­ლი­სის ვიცე-მე­რის ირაკ­ლი ხმა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის მე­რი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, დრო­ე­ბით, 25 დე­კემ­ბრი­დან 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით, და­უშ­ვას კერ­ძო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოძ­რა­ო­ბა დე­და­ქა­ლაქ­ში არ­სე­ბულ ავ­ტო­ბუ­სე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ ხა­ზებ­ში.

რო­გორც მან თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გან­მარ­ტა, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქმი არ გა­მო­ი­წე­რე­ბა.

„კერ­ძო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 20%-ით გა­ი­ზარ­და, რაც კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს ჩვენს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორტზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, ვერ მო­ხერ­ხდა 24 დე­კემ­ბრი­დან, ანუ დღე­ი­დან მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის ამოქ­მე­დე­ბა. ვი­ნა­ი­დან, მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლია ახა­ლი წელი და მო­სახ­ლე­ო­ბას სხვა­დას­ხვა მიზ­ნე­ბის­თვის გა­და­ად­გი­ლე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა, თბი­ლი­სის მე­რი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, დრო­ე­ბით, 25 დე­კემ­ბრი­დან 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით, და­უშ­ვას კერ­ძო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოძ­რა­ო­ბა დე­და­ქა­ლაქ­ში არ­სე­ბულ ავ­ტო­ბუ­სე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ ხა­ზებ­ში, ე.წ. ბას­ლა­ი­ნებ­ში, რა­ზეც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქმი არ გა­მო­ი­წე­რე­ბა და აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად ტრან­სპორ­ტის მო­მა­ტე­ბულ ნა­კა­დებს თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს“ , - გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
1

აქმდეც უნდა გაეშვათ,ტყუილად ცდებაოდა ეგ ზოლი.

Nini
16

Didi problema gadachres 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

25-დან 31 დეკემბრამდე კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა "ბასლაინებში" დაშვებულია - თბილისის მერიის გადაწყვეტილება

25-დან 31 დეკემბრამდე კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა "ბასლაინებში" დაშვებულია - თბილისის მერიის გადაწყვეტილება

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დაუშვას კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დედაქალაქში არსებულ ავტობუსებისთვის განკუთვნილ ხაზებში.

როგორც მან თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება.

„კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მიერ შემუშავებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებული სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების აუცილებლობას.

მოგეხსენებათ, პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი ვითარების გამო, ვერ მოხერხდა 24 დეკემბრიდან, ანუ დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედება. ვინაიდან, მოახლოებულია ახალი წელი და მოსახლეობას სხვადასხვა მიზნებისთვის გადაადგილება ესაჭიროება, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დაუშვას კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დედაქალაქში არსებულ ავტობუსებისთვის განკუთვნილ ხაზებში, ე.წ. ბასლაინებში, რაზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება და აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად ტრანსპორტის მომატებულ ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს“ , - განაცხადა ხმალაძემ.

"ხშირად გადმოსცემენ პრესითა და ტელევიზიით, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა გარდაუვალია - უნდა გავაძლიეროთ ლოცვა" - პატრიარქის ქადაგება

რატომ დარჩა გლდანში 5 000 აბონენტი გაზის გარეშე?

"განვიცდით და საგანგაშოდ მიგვაჩნია ეს მორალური და ფსიქოლოგიური ტერორი" - ჩოგბურთელთა ნაკრები ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს