ავტორი:

Global Benefits წარმოგიდგენთ: მცირერიცხოვანი ორგანიზაციების, უგამონაკლისო და COVID-19-ის რისკებთან დაკავშირებული სადაზღვეო შეთავაზებას

Global Benefits წარმოგიდგენთ: მცირერიცხოვანი ორგანიზაციების, უგამონაკლისო და COVID-19-ის რისკებთან დაკავშირებული სადაზღვეო შეთავაზებას

ქართულ ბაზარზე დაზღვევის მრავალი შეთავაზებაა ხელმისაწვდომი: ჯანმრთელობის დაზღვევა, უძრავი და მოძრავი ქონების დაზღვევა, მოგზაურობის და ავტოდაზღვევა. თუმცა მათი უმრავლესობა, გამონაკლისები შემთხვევების გრძელ ნუსხას სთავაზობს მომხმარებელს. რის გამოც, ხშირად არ ანაზღაურდება კონკრეტული დანახარჯები. ასევე, არ არსებობს კორპორატიული დაზღვევის შესაძლებლობა მცირერიცხოვანი ორგანიზაციებისთვის. თუმცა, Global Benefits მომხმარებელს ჯანმრთელობის დაზღვევის სრულიად განახლებულ კონცეფციას სთავაზობს.

Global Benefits-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ უგამონაკლისო დაზღვევა და ნებისმიერ სიტუაციაში, მაქსიმალურად დაიცვან საკუთარი უფლებები: ორსულობა თუ დენტალური იმპლანტაცია, ორთოპედიული და ორთოდონტული სტომატოლოგიური მომსახურება; გრიპის ვაქცინაცია და ფიზიოთერაპია - ეს ახალი სამყაროა, სადაც სრულიად იცვლება ჯანმრთელობის დაზღვევის შეთავაზებები.

რაც შეეხება მცირერიცხოვან ორგანიზაციებს, აქამდე შეუძლებელი იყო ექვსი ან ნაკლები ადამიანის დაზღვევა, თუმცა Global Benefits-ის განახლებული სადაზღვეო შეთავაზება, კორპორატიულ დაზღვევის მიდგომებს სრულიად ცვლის.

მაშინ, როდესაც მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დგას, სადაც უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, Global Benefits პრობლემების გადაჭრის მარტივ, მოთხოვნად და რაც მთავარია, რეალობაზე მორგებულ პირობებს სთავაზობს მომხმარებელს - COVID 19-ით და მისი გართულებებით გამოწვეული ნაწილობრივ ან მუდმივი შრომისუუნარობით გამოწვეული სამსახურის დაკარგვის უზრუნველყოფასაც სთავაზობს. ანაზღაურებას ექვემდებარება დაკარგული სამსახურით მიუღებელი შემოსავალის 80%, ყოველთვიურად 6 თვის პერიოდით, მაქსიმუმ ანაზღაურებადი ლიმიტის ფარგლებში.

Global Benefits-ში ამბობენ, რომ ადამიანების ცხოვრება უკვე შეიცვალა, ახლა კი დროა, შეთავაზებებიც შეიცვალოს და მათზე მორგებული გახდეს.

R

წელს საჩუქრებს Wolt მოგიტანთ!

სისტემური ცვლილება: სილქნეტი ფიქსირებული ქსელის  არსებულ საბილინგო პლატფორმას უახლესი საბილინგო სისტემით ჩაანაცვლებს

8 რამ ჰუდებზე, რაც აქამდე არ იცოდით