სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ჩემი ჭიშკრიდან მისდევდა სროლით... ტყუილია, რომ მფარველები არ ჰყავდა" - რა დეტალებს იხსენებს დედა ზურაბ ტარყაშვილზე, რომლის მკვლელობაში ბრალდებულიც წლების შემდეგ დააკავეს
"ჩემი ჭიშკრიდან მისდევდა სროლით... ტყუილია, რომ მფარველები არ ჰყავდა" - რა დეტალებს იხსენებს დედა ზურაბ ტარყაშვილზე, რომლის მკვლელობაში ბრალდებულიც წლების შემდეგ დააკავეს

21 დე­კემ­ბერს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 2011 წლი­დან ძებ­ნი­ლი, 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ირაკ­ლი აგ­ლა­ძე და­ა­კა­ვეს. მას და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში ედე­ბა ბრა­ლი.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დად­გე­ნი­ლია, რომ ირაკ­ლი აგ­ლა­ძემ და მის­მა თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­მა 2011 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, შუ­რის­ძი­ე­ბის გამო, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან მრავ­ლო­ბი­თი გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რეს 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზურა ტარ­ყაშ­ვი­ლი და მი­ი­მალ­ნენ. დაჭ­რი­ლი ზურა ტარ­ყაშ­ვი­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა, ირაკ­ლი აგ­ლა­ძე კი 2011 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­უს­წრებ­ლად მის­ცეს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ აგ­ლა­ძე და­ა­კა­ვეს და ახლა იგი პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი 2011 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს რუს­თა­ველ­ზე მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი. იმ დღეს 23 წლის ზურა ტარ­ყაშ­ვი­ლი რუს­თა­ველ­ზე ხალ­ხის თვალ­წინ ჩა­ცხრი­ლეს. მას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის 11 ტყვია მოხ­ვდა, მათ შო­რის - სა­კონ­ტრო­ლოდ ნას­რო­ლიც. ამ შემ­ზა­რავ და­ნა­შა­ულს კი­დევ ერთი მძი­მე მკვლე­ლო­ბა უძღო­და წინ. 2010 წლის მარ­ტში გრი­ბო­ე­დო­ვის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე "არტ კა­ფე­ში" 21 წლის სან­დრო გოგ­ბე­რაშ­ვი­ლი მოკ­ლეს, მა­შინ, ასე­ვე, და­იჭ­რა სამი ახალ­გაზ­რდა, მათ შო­რის - ზურა ტარ­ყაშ­ვი­ლი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ტარ­ყაშ­ვი­ლი და მისი მე­გობ­რე­ბი - ძმე­ბი ჩი­ჩუ­ე­ბი ხუ­ლიგ­ნო­ბის ბრალ­დე­ბით გა­ა­სა­მარ­თლეს, ხოლო სან­დრო გოგ­ბე­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მისი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, თორ­ნი­კე კა­ჭა­რა­ვა ამ­ხი­ლეს. კა­ჭა­რა­ვა იძებ­ნე­ბო­და, სა­სა­მარ­თლომ იგი და­უს­წრებ­ლად გა­ა­სა­მარ­თლა და 21 წელი მი­უ­სა­ჯა. თუმ­ცა სა­ყუ­რა­დღე­ბო იყო ერთი დე­ტა­ლი, მოკ­ლუ­ლი სან­დროს ოჯა­ხი პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან აცხა­დებ­და, რომ მათი შვი­ლი მე­გო­ბარ კა­ჭა­რა­ვას არ მო­უკ­ლავს, პი­რი­ქით - ბრალ­დე­ბუ­ლის დამ­ცვე­ლად გა­მო­დი­ო­და და მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის შე­წყვე­ტას ითხოვ­და კი­დეც. ამ მო­ტი­ვით გა­ნა­ჩე­ნი სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­შიც კი გა­სა­ჩივ­რდა.

მოკ­ლუ­ლი სან­დროს მამა, ივე­რი გოგ­ბე­რაშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ რე­ა­ლურ დამ­ნა­შა­ვეს მა­შინ ხელი ძა­ლოვ­ნებ­მა და­ა­ფა­რეს. იგი თა­ვი­სი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ზურა ტარ­ყაშ­ვილს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და და რად­გან იგი ამ ბრალ­დე­ბით არ გა­ა­სა­მარ­თლეს, მოკ­ლუ­ლი გოგ­ბე­რაშ­ვი­ლის მა­მამ და მე­გობ­რებ­მა მას­ზე შუ­რის­ძი­ე­ბა გა­ნიზ­რა­ხეს. თა­ვად ტარ­ყაშ­ვი­ლი გოგ­ბე­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან კავ­შირს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და. 23 წლის ზურა ტარ­ყაშ­ვი­ლი სა­პა­ტიმ­რო­დან ერთი კვი­რის გა­მო­სუ­ლი იყო, როცა იგი ქუ­ჩა­ში სა­დის­ტუ­რად ჩა­ცხრი­ლეს. გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, ივე­რი გოგ­ბე­რაშ­ვი­ლი მისი შვი­ლის მე­გობ­რებს, 19 წლის დათო რუ­სიშ­ვილს და 23 წლის ირაკ­ლი აგ­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და და ზურა ტარ­ყაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა მათ ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. სწო­რედ ამ სამ პირს წა­უ­ყე­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი 2011 წელს ოფი­ცი­ა­ლუ­რად და ახლა სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი ცი­ხე­შია გა­მო­კე­ტი­ლი. ყვე­ლა მათ­გა­ნი ცალ-ცალ­კე გა­სა­მარ­თლდა.

პირ­ვე­ლად მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე და­ვით რუ­სი­აშ­ვი­ლი წარ­დგა. მა­შინ საქ­მე ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ გა­ნი­ხი­ლა და მსა­ჯუ­ლებ­მა რუ­სიშ­ვი­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ სცნეს, მას 21-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა. ამის შემ­დეგ ირაკ­ლი აგ­ლა­ძის საქ­მე გა­ნი­ხი­ლა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ. მას მა­შინ 30-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად მი­ე­სა­ჯა, რად­გან იგი იძებ­ნე­ბო­და. აგ­ლა­ძის ად­ვო­კა­ტე­ბი კი გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩენს აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ, ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ აგ­ლა­ძე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა და რომ ის უკა­ნო­ნოდ და­ი­სა­ჯა.

მარ­თა­ლია, ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ბრალს არ ეთან­ხმე­ბო­და, მაგ­რამ სა­ხე­ზეა გა­მო­ტა­ნი­ლი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი, საკ­მა­ოდ მძი­მე ვერ­დიქ­ტი. შე­იც­ვლე­ბა თუ არა სას­ჯე­ლის ნა­წილ­ში რამე, ესეც, ალ­ბათ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. აქვე იმა­საც შე­გახ­სე­ნებთ, რომ წლე­ბია, პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა ივე­რი გოგ­ბე­რაშ­ვი­ლი, იგი უკ­რა­ი­ნა­ში და­ა­კა­ვეს და მისი სა­სა­მარ­თლო სხდო­მე­ბი საკ­მა­ოდ ხმა­უ­რით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ივე­რი გოგ­ბე­რაშ­ვილს მა­შინ სა­სა­მარ­თლომ 24 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

რაც შე­ე­ხე­ბა ზურა ტარ­ყაშ­ვი­ლის ოჯახს, ისი­ნი გა­მო­ძი­ე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი არი­ან და წლე­ბია, ინ­სტან­ცი­ი­დან ინ­სტან­ცი­ა­ში და­დი­ან და საქ­მის ბო­ლომ­დე გა­მო­ძი­ე­ბას და ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვის დას­ჯას ითხო­ვენ. ზუ­რას დედა, თა­მი­ლა კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის სხვა მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტე­ბი ამ დრომ­დე თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან და დღემ­დე და­უს­ჯე­ლე­ბი და­დი­ან.

თა­მი­ლა კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლი, ზუ­რაბ ტარ­ყაშ­ვი­ლის დედა:

- ირაკ­ლი აგ­ლა­ძის და­კა­ვე­ბის ამ­ბა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან შე­ვი­ტყვე. ის იყო ამ მკვლე­ლო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტი, მთა­ვა­რი როლი ეკა­ვა. ჩემი ჭიშ­კრი­დან მის­დევ­და სრო­ლით ზუ­რას და მან ეს­რო­ლა ჩემს შვილს. ეს ყვე­ლამ იცის, მისი ამოც­ნო­ბა არ გას­ჭირ­ვე­ბია არა­ვის, მისი სპე­ცი­ფი­კუ­რი აღ­ნა­გო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. თა­ვი­დან ჩვენ ოჯახს ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია გვქონ­და, რომ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს ირაკ­ლი აგ­ლა­ძე და­ი­ჭი­რეს, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს­ვე გა­უშ­ვეს ის ქვეყ­ნი­დან.

ტყუ­ი­ლია, რომ მას მფარ­ვე­ლე­ბი არ ჰყავ­და, მა­შინ ასე არ გა­ყალბ­დე­ბო­და ეს საქ­მე, მას მფარ­ვე­ლე­ბი რომ არ ჰყო­ლო­და, ამ­დე­ნი წელი და­ა­კა­ვებ­დნენ და ასე თა­ვი­სუფ­ლად არ იქ­ნე­ბო­და. როცა მთავ­რო­ბა შე­იც­ვა­ლა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მო­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ჩემს მე­უღ­ლეს და ჩვენს ოჯახს იმე­დი გაგ­ვიჩ­ნდა, რომ და­ის­ჯე­ბო­და ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პირი. სა­მარ­თა­ლი რომ გვე­პო­ვა, ჩემი მე­უღ­ლე დად­გა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხა­რეს, მაგ­რამ მას მერე სა­დაც მი­ვი­დო­დით, ვერ­სად ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წი­ეთ. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში უფრი მეტი მფარ­ვე­ლე­ბი აღ­მო­აჩ­ნდათ დამ­ნა­შა­ვე­ებს. ჩვენ ისიც ვი­ცო­დით, რომ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ირაკ­ლი აგ­ლა­ძე პე­რი­ო­დუ­ლად შე­მო­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და მერე ისევ გა­დი­ო­და, ვაწ­ვდი­დით ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, მაგ­რამ მას არა­ვინ აკა­ვებ­და.

ისიც გა­ვი­გეთ, რომ ცო­ლიც მო­იყ­ვა­ნა, შვი­ლიც ჰყავს. ინ­ფორ­მა­ცია არა­ერ­თხელ მი­ვა­წო­დეთ შს სა­მი­ნის­ტროს, მაგ­რამ ცალ­სა­ხაა, ის ამ დრომ­დე არა­ვის და­უ­კა­ვე­ბია და ახლა რო­გორ და­ა­კა­ვეს, ჩემ­თვის უც­ნო­ბია. ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვინ მფარ­ვე­ლობ­და შს სა­მი­ნის­ტრო­ში მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ აგ­ლა­ძეს, ამას ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ ფაქ­ტია, მას მფარ­ვე­ლე­ბი ჰყავ­და. რო­გორც ვიცი, მა­მა­მი­სი იუ­რის­ტია და, სა­ვა­რა­უ­დოდ, შვი­ლის დაც­ვას თა­ვი­სი კავ­ში­რე­ბით ახერ­ხებ­და...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დმინიტრი გიქანავა
10

გნაცებს და მათ მიმდევრებს რომ კითხო, კრიმინალური რეჟმის მმართველობის დროს დანაშაული არ ხდებოდა საქართველოში. 

რატომ არ გახსნა ეგ დანაშაული და არ დაიჭირა თქვენმა ბლუკუნა მინისტრმა ეგ დამნაშავე თავის დროზე.

გიო
18

არ ვამართლებ ნაცებს მაგრამ იმათ ორი წელი ქონდათ და ამათმა რვა წელში რატომ არ დაიჭირეს? ამას ქვია ორმაგი სტანდარტი ანუ სხვის თვალში ხიჭვს რომ ხედავ და საკუთარი კი მორს ვერა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ჩემი ჭიშკრიდან მისდევდა სროლით... ტყუილია, რომ მფარველები არ ჰყავდა" - რა დეტალებს იხსენებს დედა ზურაბ ტარყაშვილზე, რომლის მკვლელობაში ბრალდებულიც წლების შემდეგ დააკავეს

"ჩემი ჭიშკრიდან მისდევდა სროლით... ტყუილია, რომ მფარველები არ ჰყავდა" - რა დეტალებს იხსენებს დედა ზურაბ ტარყაშვილზე, რომლის მკვლელობაში ბრალდებულიც წლების შემდეგ დააკავეს

21 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2011 წლიდან ძებნილი, 1988 წელს დაბადებული ირაკლი აგლაძე დააკავეს. მას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი.

უწყების ინფორმაციით, დადგენილია, რომ ირაკლი აგლაძემ და მისმა თანამზრახველებმა 2011 წლის 17 ოქტომბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, შურისძიების გამო, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლით სასიკვდილოდ დაჭრეს 1988 წელს დაბადებული ზურა ტარყაშვილი და მიიმალნენ. დაჭრილი ზურა ტარყაშვილი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ირაკლი აგლაძე კი 2011 წლის 25 ოქტომბერს ჩადენილი დანაშაულისთვის დაუსწრებლად მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ამდენი წლის შემდეგ აგლაძე დააკავეს და ახლა იგი პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი 2011 წლის 17 ოქტომბერს რუსთაველზე მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები. იმ დღეს 23 წლის ზურა ტარყაშვილი რუსთაველზე ხალხის თვალწინ ჩაცხრილეს. მას ცეცხლსასროლი იარაღის 11 ტყვია მოხვდა, მათ შორის - საკონტროლოდ ნასროლიც. ამ შემზარავ დანაშაულს კიდევ ერთი მძიმე მკვლელობა უძღოდა წინ. 2010 წლის მარტში გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე "არტ კაფეში" 21 წლის სანდრო გოგბერაშვილი მოკლეს, მაშინ, ასევე, დაიჭრა სამი ახალგაზრდა, მათ შორის - ზურა ტარყაშვილი.

მოგვიანებით კი ტარყაშვილი და მისი მეგობრები - ძმები ჩიჩუები ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლეს, ხოლო სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობაში მისი უახლოესი მეგობარი, თორნიკე კაჭარავა ამხილეს. კაჭარავა იძებნებოდა, სასამართლომ იგი დაუსწრებლად გაასამართლა და 21 წელი მიუსაჯა. თუმცა საყურადღებო იყო ერთი დეტალი, მოკლული სანდროს ოჯახი პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ მათი შვილი მეგობარ კაჭარავას არ მოუკლავს, პირიქით - ბრალდებულის დამცველად გამოდიოდა და მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას ითხოვდა კიდეც. ამ მოტივით განაჩენი სააპელაციო სასამართლოშიც კი გასაჩივრდა.

მოკლული სანდროს მამა, ივერი გოგბერაშვილი აცხადებდა, რომ რეალურ დამნაშავეს მაშინ ხელი ძალოვნებმა დააფარეს. იგი თავისი შვილის მკვლელობაში ზურა ტარყაშვილს ადანაშაულებდა და რადგან იგი ამ ბრალდებით არ გაასამართლეს, მოკლული გოგბერაშვილის მამამ და მეგობრებმა მასზე შურისძიება განიზრახეს. თავად ტარყაშვილი გოგბერაშვილის მკვლელობასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფდა. 23 წლის ზურა ტარყაშვილი საპატიმროდან ერთი კვირის გამოსული იყო, როცა იგი ქუჩაში სადისტურად ჩაცხრილეს. გამოძიების მტკიცებით, ივერი გოგბერაშვილი მისი შვილის მეგობრებს, 19 წლის დათო რუსიშვილს და 23 წლის ირაკლი აგლაძეს დაუკავშირდა და ზურა ტარყაშვილის მკვლელობა მათ ერთად განახორციელეს. სწორედ ამ სამ პირს წაუყენა პროკურატურამ ბრალი 2011 წელს ოფიციალურად და ახლა სამივე ბრალდებული ციხეშია გამოკეტილი. ყველა მათგანი ცალ-ცალკე გასამართლდა.

პირველად მართლმსაჯულების წინაშე დავით რუსიაშვილი წარდგა. მაშინ საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა და მსაჯულებმა რუსიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნეს, მას 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შემდეგ ირაკლი აგლაძის საქმე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ. მას მაშინ 30-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა, რადგან იგი იძებნებოდა. აგლაძის ადვოკატები კი გამოტანილ განაჩენს აპროტესტებდნენ, ირწმუნებოდნენ, რომ აგლაძე შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა და რომ ის უკანონოდ დაისაჯა.

მართალია, ბრალდებულის ადვოკატი ბრალს არ ეთანხმებოდა, მაგრამ სახეზეა გამოტანილი გამამტყუნებელი, საკმაოდ მძიმე ვერდიქტი. შეიცვლება თუ არა სასჯელის ნაწილში რამე, ესეც, ალბათ, მოგვიანებით გახდება ცნობილი. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ წლებია, პატიმრობაში იმყოფება ივერი გოგბერაშვილი, იგი უკრაინაში დააკავეს და მისი სასამართლო სხდომები საკმაოდ ხმაურით მიმდინარეობდა. ივერი გოგბერაშვილს მაშინ სასამართლომ 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რაც შეეხება ზურა ტარყაშვილის ოჯახს, ისინი გამოძიებით უკმაყოფილოები არიან და წლებია, ინსტანციიდან ინსტანციაში დადიან და საქმის ბოლომდე გამოძიებას და ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვენ. ზურას დედა, თამილა კოჭლამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმის სხვა მთავარი ფიგურანტები ამ დრომდე თავისუფლად გადაადგილდებიან და დღემდე დაუსჯელები დადიან.

თამილა კოჭლამაზაშვილი, ზურაბ ტარყაშვილის დედა:

- ირაკლი აგლაძის დაკავების ამბავი ჟურნალისტებისგან შევიტყვე. ის იყო ამ მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, მთავარი როლი ეკავა. ჩემი ჭიშკრიდან მისდევდა სროლით ზურას და მან ესროლა ჩემს შვილს. ეს ყველამ იცის, მისი ამოცნობა არ გასჭირვებია არავის, მისი სპეციფიკური აღნაგობიდან გამომდინარე. თავიდან ჩვენ ოჯახს ასეთი ინფორმაცია გვქონდა, რომ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ირაკლი აგლაძე დაიჭირეს, მაგრამ მეორე დღესვე გაუშვეს ის ქვეყნიდან.

ტყუილია, რომ მას მფარველები არ ჰყავდა, მაშინ ასე არ გაყალბდებოდა ეს საქმე, მას მფარველები რომ არ ჰყოლოდა, ამდენი წელი დააკავებდნენ და ასე თავისუფლად არ იქნებოდა. როცა მთავრობა შეიცვალა და "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, ჩემს მეუღლეს და ჩვენს ოჯახს იმედი გაგვიჩნდა, რომ დაისჯებოდა ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი. სამართალი რომ გვეპოვა, ჩემი მეუღლე დადგა "ქართული ოცნების" მხარეს, მაგრამ მას მერე სადაც მივიდოდით, ვერსად ვერაფერს მივაღწიეთ. ამ ხელისუფლებაში უფრი მეტი მფარველები აღმოაჩნდათ დამნაშავეებს. ჩვენ ისიც ვიცოდით, რომ ამ წლების განმავლობაში, ირაკლი აგლაძე პერიოდულად შემოდიოდა საქართველოში და მერე ისევ გადიოდა, ვაწვდიდით ამ ინფორმაციას სამართალდამცავებს, მაგრამ მას არავინ აკავებდა.

ისიც გავიგეთ, რომ ცოლიც მოიყვანა, შვილიც ჰყავს. ინფორმაცია არაერთხელ მივაწოდეთ შს სამინისტროს, მაგრამ ცალსახაა, ის ამ დრომდე არავის დაუკავებია და ახლა როგორ დააკავეს, ჩემთვის უცნობია. ოფიციალურად ვინ მფარველობდა შს სამინისტროში მკვლელობაში ბრალდებულ აგლაძეს, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, მას მფარველები ჰყავდა. როგორც ვიცი, მამამისი იურისტია და, სავარაუდოდ, შვილის დაცვას თავისი კავშირებით ახერხებდა...განაგრძეთ კითხვა

ტრაგედია კახეთში - თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს, ბრალდებული პოლიციის უფროსის მოადგილეა

პოლიციამ თბილისში დააჯარიმა 2 კოვიდინფიცირებული, რომელიც ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებოდა

ცოლად შერთვის მიზნით, 16 წლის გოგონას გატაცების ფაქტზე 3 პირი დააკავეს