ავტორი:

გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა - "წელს მისი ვარსკვლავის გახსნა უნდა ყოფილიყო…"

გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა - "წელს მისი ვარსკვლავის გახსნა უნდა ყოფილიყო…"

რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მსახიობი გიორგი გასვიანი ავრცელებს:

"გარდაიცვალა გოგი ქავთარაძე. ეპოქაც გაიყოლა…

ნამდვილი ადამიანი! ნამდვილი კაცი და გენიალური არტისტი! ჩემი პედაგოგი თეატრალურ უნივერსიტეტში... ბევრი კარგი როლიც გვათამაშა და ერთადაც გვითამაშია სცენაზე! ბევრი რამ გვასწავლა! ნამდვილი პროფესიონალი! წელს მისი ვარსკვლავის გახსნა უნდა ყოფილიყო! პანდემიის გამო ვერ მოხერხდა…

ვტირით მთელი თქვენი სტუდენტები, ბატონო გოგი, ისე გვიყვარდი, ვერასდროს ვიფიქრებდით რომ ერთ დღეს აღარ გვეყოლებოდი".

"ადრე მეცინებოდა ეგეთ ცოლებზე და კაპასების ერთი გამოვდექი..." - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი ბენთან ურთიერთობის შესახებ

"ოქროს თაობის" მოდელი, სტელა ტენანტი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი წყვილების "პანდემიური" ქორწილები - ვინ დაოჯახდა საქართველოში 2020 წელს