ავტორი:

"ვივამედიში" გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

"ვივამედიში" გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

კლინიკა "ვივამედიში" გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. ამის შესახებ „ინტეპრსენიუსს“ კლინიკის წარმომადგენელმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, უცნობია მოტივი, რის გამოც თავს დაესხნენ დაცვის თანამშრომელს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, გარდაცვლილი პაციენტის ნათესავებს სამედიცინო პერსონალის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდათ.

„დაცვის თანამშრომელი მძიმედ არის დაჭრილი. საოპერაციოში იმყოფება. შემთხვევა 2 საათის წინ მოხდა. მიზეზი გაურკვეველია, პრეტენზია არ ჰქონდათ სამედიცინო პერსონალის მიმართ, იქ რა მოხდა, არავინ არ იცის, გამოძიება მიმდინარეობს“, - აცხადებენ კლინიკაში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

ვინ არიან ქალები საქართველოდან, რომლებსაც ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებენ

"ვივამედის" დაცვის თანამშრომლის დაჭრის საქმეზე ორი პირი დააკავეს - შსს-ს განცხადება

აფრიკის დასახლებაში დაკავებულ ერთ-ერთ პირს სასამართლომ 10 000 - ლარიანი გირაო შეუფარდა - ადვოკატი