სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართეს
ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართეს

“ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა პარ­ლა­მენტს სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თეს.

რო­გორც, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” ერთ-ერ­თმა წევ­რმა ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და, დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გარ­და ოპო­ზი­ცი­ას სხვა გზა აღარ ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი.

“სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმა არის ჩემ­თვის ის მდგო­მა­რე­ო­ბა, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც ჩა­აგ­დო “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” სა­ქარ­თვე­ლო. მა­შინ როცა გარ­თმე­ვენ არ­ჩე­ვანს, მა­შინ როცა სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ არის, რომ ამ ქვე­ყა­ნამ გან­ვი­თა­რე­ბა ჰპო­ვოს არ­ჩევ­ნე­ბის სა­ხით, ამ დროს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გარ­და სხვა გზა აღარ გრჩე­ბა ადა­მი­ანს. ეს არის ჭეშ­მა­რი­ტი, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ი­სა, ამი­ტომ მე ვერ ვი­ტყვი, რომ ბედ­ნი­ე­რი ვარ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით იმი­ტომ, რომ მე მინ­და, რომ ეს ქვე­ყა­ნა გან­ვი­თარ­დეს და ეს ქვე­ყა­ნა წა­ვი­დეს წინ, მაგ­რამ “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” სამ­წუ­ხა­როდ, ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ჩა­აგ­დო ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში”, - გა­ნა­ცხა­და ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძემ.

ამას­თან, “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” კი­დევ ერ­თმა წევ­რმა არ­მაზ ახვლე­დი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი კა­ცის, ერ­თპარ­ტი­უ­ლი დიქ­ტა­ტუ­რა არ უნდა გა­ფორმ­დეს.

“კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა მკარ­ნა­ხობს, რომ ახლა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არის ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტი როცა ჩვენ ან უნდა და­ვა­დას­ტუ­როთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აქვს სა­მარ­თლი­ა­ნი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა ან ხელი უნდა მო­ვა­წე­როთ მის და­სა­მა­რე­ბას. მო­ვუ­წო­დებ “ქარ­თულ ოც­ნე­ბას”, მერე რა რომ თქვენ შეხ­ვე­დით პარ­ლა­მენ­ტში, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ახლა თუნ­დაც დღეს ან ხვალ და­ი­კა­ვოთ სწო­რი პო­ზი­ცია და მხა­რი და­უ­ჭი­როთ იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი იყოს წელ­გა­მარ­თუ­ლი, რა­საც გა­ნა­პი­რო­ბებს სი­მარ­თლე. სი­მარ­თლე კი ის არის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი კა­ცის, ერ­თპარ­ტი­უ­ლი დიქ­ტა­ტუ­რა არ უნდა გა­ფორმ­დეს”, - გა­ნა­ცხა­და არ­მაზ ახვლე­დი­ან­მა.

პარ­ლა­მენტს სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის გან­ცხა­დე­ბით ასე­ვე მი­მარ­თეს "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა.

რო­გორც „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ერთ-ერ­თმა წევ­რმა პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, იმ რე­ა­ლო­ბა­ში, რაც „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ შექ­მნა, სხვა არ­ჩე­ვა­ნი უბ­რა­ლოდ არ ჰქონ­დათ.

„ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ სამ­წუ­ხა­როდ, პარ­ლა­მენ­ტში პო­ლი­ტი­კის კე­თე­ბის­თვის სივ­რცე არ და­ტო­ვა, ჩვენ იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, ეს ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგათ იმის იმე­დით, რომ იქ­ნებ ვი­ღა­ცას გო­ნე­ბა გა­უ­ნათ­დეს და ერთი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის არ­ჩე­ვა­ნი ჰა­ერ­ში არ და­ტო­ვოს. თუ შე­თან­ხმე­ბა შედ­გე­ბა, ჩვენ მზად ვართ ყვე­ლაფ­რის­თვის, პარ­ლა­მენ­ტში დაბ­რუ­ნე­ბა არ არის თვით­მი­ზა­ნი, მთა­ვა­რია, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა. ჩვენ ვიბ­რძო­დით უკე­თე­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და დღეს, იმ რე­ა­ლო­ბა­ში, რაც „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბა“ შექ­მნა, სხვა არ­ჩე­ვა­ნი უბ­რა­ლოდ არ გვქონ­და. რა თქმა უნდა, ბრძო­ლას გა­ვაგ­რძე­ლებთ, ჩვენ მან­და­ტე­ბის­თვის არ ვიბ­რძო­დით, ჩვენ ვიბ­რძო­დით უკე­თე­სი სა­ქარ­თვე­ლოს იდე­ის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და მან­ჯგა­ლა­ძემ.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ ინი­ცი­რე­ბულ კა­ნონპ­რო­ექტს და აღ­ნიშ­ნა რომ მათი გუნ­დი ჰუ­მა­ნურ აქ­ტებს ემ­ხრო­ბა.

„სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლი­დან“ გა­მომ­დი­ნა­რე შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო, ჩვენ ჰუ­მა­ნუ­რი აქ­ტე­ბის მომ­ხრე ნამ­დვი­ლად ვართ, მაგ­რამ არა ვაჭ­რო­ბის ხარ­ჯზე, ყვე­ლას­თვის მიდ­გო­მა სა­მარ­თლი­ა­ნი უნდა იყოს, თა­ნას­წო­რი და არა შერ­ჩე­ვი­თი“, - გა­ნა­ცხა­და მან­ჯგა­ლა­ძემ.

პარ­ლა­მენტს სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თეს „ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც.

პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რის, ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, იქ­ნე­ბა თუ არა „ლელო“ პარ­ლა­მენ­ტში, პარ­ტია მა­ინც გა­აგ­რძე­ლებს და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის­კენ სვლას.

„ლელო“ არ შექ­მნი­ლა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში იმი­ტომ, რომ გამ­ხდა­რი­ყო და­ნა­მა­ტი არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი­სა. ჩვენ თა­ვი­დან­ვე გან­ვა­ცხა­დეთ, რომ გვაქვს მი­ზა­ნი, ვთქვათ ახა­ლი სი­ტყვა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში და გა­ვარ­ღვი­ოთ ის არა­ჯან­სა­ღი, არას­წო­რი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ვე­ლის, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას 30 წე­ლია ერ­თსა და იმა­ვე წრე­ზე ატ­რი­ა­ლებს. ამის­თვის შე­იქ­მნა „ლელო“ და გა­ვერ­თი­ან­დით ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ვართ პარ­ტი­ა­ში. ბევ­რს გვქონ­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, მაგ­რამ ვთქვით, რომ სა­ჭი­როა პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლა, რად­გან ცალ-ცალ­კე ჩვენს პრო­ფე­სი­ებ­ში ძა­ლი­ან შემ­ცირ­და სივ­რცე იმი­სა, რომ რა­ღაც სა­სი­კე­თო გვე­კე­თე­ბი­ნა ქვეყ­ნის­თვის. ჩვენ ვა­პი­რებთ ამ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის გაგ­რძე­ლე­ბას, ჩვენ პარ­ლა­მენ­ტში ვიქ­ნე­ბით თუ მის გა­რეთ, ამ მიზ­ნის­კენ სვლა არა თუ შე­ნელ­დე­ბა, პი­რი­ქით გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი ენერ­გი­ით გაგ­რძელ­დე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ „ლელო“და ახა­ლი თა­ო­ბის პო­ლი­ტი­კა ნამ­დვი­ლად შეძ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო გა­და­იყ­ვა­ნოს გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე. რთუ­ლი გზა იქ­ნე­ბა და შე­იძ­ლე­ბა არ იყოს ძა­ლი­ან სწრა­ფად ცვლი­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თეს ასე­ვე "ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" და "რეს­პუბ­ლი­კურ­მა პარ­ტი­ამ".

„სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს, რომ ეს არ არის ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ახი­რე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გან­ცხა­დე­ბე­ბის წერა ან შან­ტა­ჟი. ეს არის ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს წა­არ­თვეს არ­ჩევ­ნე­ბი, ასე­ვე სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბა. ისი­ნი პო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის­გან, რომ­ლებ­მაც ამომ­რჩე­ველ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღეს მო­ი­თხო­ვენ, არ შე­ვიდ­ნენ გა­ყალ­ბე­ბულ და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ერ­თპარ­ტი­ულ პარ­ლა­მენ­ტში. ამ ქვე­ყა­ნას თუ აქვს ღირ­სე­ბა, ეს ღირ­სე­ბა პირ­ველ რიგ­ში, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა უნდა და­ვიც­ვათ. ამი­ტომ, ჩვენ ერ­თსუ­ლოვ­ნად, პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლამ ჩვე­ნი ბლო­კი­დან დღეს შე­მო­ი­ტა­ნა გან­ცხა­დე­ბა და ვე­ლით უმ­რავ­ლე­სო­ბის­გან შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ ისი­ნი ჩვენს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას შე­წყვე­ტენ და ერ­თპარ­ტი­ულ პარ­ლა­მენ­ტში დარ­ჩე­ბი­ან, ან ამ პო­ლი­ტი­კურ კრი­ზისს, რო­მე­ლიც მა­თი­ვე საქ­მი­ა­ნო­ბით შე­იქ­მნა, პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბით გა­და­წყვე­ტენ“,-გა­ნა­ცხა­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა, ბეჟაშ­ვილ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, ბრძო­ლის გზა­ზე რა ბერ­კე­ტი რჩე­ბა ოპო­ზი­ცი­ას, მან უპა­სუ­ხა, რომ ქუ­ჩი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი წნე­ხით მო­ახ­დე­ნენ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იძუ­ლე­ბას იმის­თვის, რომ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნოს.

„სამ­წუ­ხა­როდ, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ პო­ლი­ტი­კის­თვის პარ­ლა­მენ­ტი და სამ­თავ­რო­ბო კუ­ლუ­ა­რე­ბი აღარ და­ტო­ვა, ეს არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ ქუჩა, ამი­ტომ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი ამ ბრძო­ლა­ში ერ­თი­ა­ნო­ბას შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად, ქუ­ჩი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი წნე­ხით მო­ახ­დე­ნენ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იძუ­ლე­ბას იმის­თვის, რომ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნოს. დღეს შექ­მნილ კრი­ზისს თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­დე­გე­ბი ექ­ნე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ წნეხს ვერ გა­უძ­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და ბეჟაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბით გუ­შინ "ლე­ი­ბო­რის­ტულ­მა პარ­ტი­ა­მაც" მი­მარ­თა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
3

ერთი კაცის ნაფიქრს გავს ეს ყველაფერი და ნაღრძობი აქვს იმას ტვინი !

გრუზინ
5

წადი სახლში,ვითომ პატრიოტებო,ნაგავებო,თქვენი პატრიოტობა არ გაიშვას ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართეს

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართეს

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართეს.

როგორც, „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილების გარდა ოპოზიციას სხვა გზა აღარ ჰქონდა დარჩენილი.

“სერიოზული დარტყმა არის ჩემთვის ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ჩააგდო “ქართულმა ოცნებამ” საქართველო. მაშინ როცა გართმევენ არჩევანს, მაშინ როცა საშუალება აღარ არის, რომ ამ ქვეყანამ განვითარება ჰპოვოს არჩევნების სახით, ამ დროს ამ გადაწყვეტილების გარდა სხვა გზა აღარ გრჩება ადამიანს. ეს არის ჭეშმარიტი, სწორი გადაწყვეტილება ოპოზიციისა, ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით იმიტომ, რომ მე მინდა, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს და ეს ქვეყანა წავიდეს წინ, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” სამწუხაროდ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ჩააგდო ამ მდგომარეობაში”, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

ამასთან, “ევროპული საქართველოს” კიდევ ერთმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა აღნიშნა, რომ საქართველოში ერთი კაცის, ერთპარტიული დიქტატურა არ უნდა გაფორმდეს.

“კეთილგონიერება მკარნახობს, რომ ახლა საქართველოსთვის არის ისტორიული მომენტი როცა ჩვენ ან უნდა დავადასტუროთ, რომ საქართველოს აქვს სამართლიანი, დამოუკიდებელი განვითარების პერსპექტივა ან ხელი უნდა მოვაწეროთ მის დასამარებას. მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, მერე რა რომ თქვენ შეხვედით პარლამენტში, თქვენ შეგიძლიათ ახლა თუნდაც დღეს ან ხვალ დაიკავოთ სწორი პოზიცია და მხარი დაუჭიროთ იმას, რომ საქართველოს მომავალი იყოს წელგამართული, რასაც განაპირობებს სიმართლე. სიმართლე კი ის არის, რომ საქართველოში ერთი კაცის, ერთპარტიული დიქტატურა არ უნდა გაფორმდეს”, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით ასევე მიმართეს "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლებმა.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, იმ რეალობაში, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, სხვა არჩევანი უბრალოდ არ ჰქონდათ.

„ქართულმა ოცნებამ“ სამწუხაროდ, პარლამენტში პოლიტიკის კეთებისთვის სივრცე არ დატოვა, ჩვენ იძულებული ვართ, ეს ნაბიჯი გადავდგათ იმის იმედით, რომ იქნებ ვიღაცას გონება გაუნათდეს და ერთი მილიონი ადამიანის არჩევანი ჰაერში არ დატოვოს. თუ შეთანხმება შედგება, ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, პარლამენტში დაბრუნება არ არის თვითმიზანი, მთავარია, სამართლიანობის აღდგენა. ჩვენ ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის და დღეს, იმ რეალობაში, რაც „ქართულმა ოცნება“ შექმნა, სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვქონდა. რა თქმა უნდა, ბრძოლას გავაგრძელებთ, ჩვენ მანდატებისთვის არ ვიბრძოდით, ჩვენ ვიბრძოდით უკეთესი საქართველოს იდეისთვის“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ამნისტიის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს და აღნიშნა რომ მათი გუნდი ჰუმანურ აქტებს ემხრობა.

„სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გამომდინარე შემიძლია ვისაუბრო, ჩვენ ჰუმანური აქტების მომხრე ნამდვილად ვართ, მაგრამ არა ვაჭრობის ხარჯზე, ყველასთვის მიდგომა სამართლიანი უნდა იყოს, თანასწორი და არა შერჩევითი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართეს „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმაც.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა „ლელო“ პარლამენტში, პარტია მაინც გააგრძელებს დასახული მიზნისკენ სვლას.

„ლელო“ არ შექმნილა ქართულ პოლიტიკაში იმიტომ, რომ გამხდარიყო დანამატი არსებული პოლიტიკური სპექტრისა. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ გვაქვს მიზანი, ვთქვათ ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში და გავარღვიოთ ის არაჯანსაღი, არასწორი დამახასიათებელი თვისებები პოლიტიკური ველის, რომელიც ქვეყანას 30 წელია ერთსა და იმავე წრეზე ატრიალებს. ამისთვის შეიქმნა „ლელო“ და გავერთიანდით ყველა ის ადამიანი, ვინც ვართ პარტიაში. ბევრს გვქონდა წარმატებული პროფესიული საქმიანობა, მაგრამ ვთქვით, რომ საჭიროა პოლიტიკაში შემოსვლა, რადგან ცალ-ცალკე ჩვენს პროფესიებში ძალიან შემცირდა სივრცე იმისა, რომ რაღაც სასიკეთო გვეკეთებინა ქვეყნისთვის. ჩვენ ვაპირებთ ამ დასახული მიზნის გაგრძელებას, ჩვენ პარლამენტში ვიქნებით თუ მის გარეთ, ამ მიზნისკენ სვლა არა თუ შენელდება, პირიქით გაორმაგებული ენერგიით გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ „ლელო“და ახალი თაობის პოლიტიკა ნამდვილად შეძლებს საქართველო გადაიყვანოს განვითარების ახალ ეტაპზე. რთული გზა იქნება და შეიძლება არ იყოს ძალიან სწრაფად ცვლილებები, მაგრამ აუცილებლად მოხდება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართეს ასევე "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "რესპუბლიკურმა პარტიამ".

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის ოპოზიციური პარტიების ახირება, პოლიტიკური მიზნებისთვის განცხადებების წერა ან შანტაჟი. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ნების აღსრულება. საქართველოს მოქალაქეებს წაართვეს არჩევნები, ასევე საარჩევნო უფლება. ისინი პოზიციური პარტიებისგან, რომლებმაც ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღეს მოითხოვენ, არ შევიდნენ გაყალბებულ და ბიძინა ივანიშვილის ერთპარტიულ პარლამენტში. ამ ქვეყანას თუ აქვს ღირსება, ეს ღირსება პირველ რიგში, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა უნდა დავიცვათ. ამიტომ, ჩვენ ერთსულოვნად, პრაქტიკულად ყველამ ჩვენი ბლოკიდან დღეს შემოიტანა განცხადება და ველით უმრავლესობისგან შესაბამის გადაწყვეტილებას, რომ ისინი ჩვენს უფლებამოსილებას შეწყვეტენ და ერთპარტიულ პარლამენტში დარჩებიან, ან ამ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც მათივე საქმიანობით შეიქმნა, პოლიტიკური შეთანხმებით გადაწყვეტენ“,-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბეჟაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ბრძოლის გზაზე რა ბერკეტი რჩება ოპოზიციას, მან უპასუხა, რომ ქუჩიდან პოლიტიკური წნეხით მოახდენენ ამ ხელისუფლების იძულებას იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს.

„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკისთვის პარლამენტი და სამთავრობო კულუარები აღარ დატოვა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქუჩა, ამიტომ პოლიტიკური პარტიები ამ ბრძოლაში ერთიანობას შეინარჩუნებენ და საზოგადოებასთან ერთად, ქუჩიდან პოლიტიკური წნეხით მოახდენენ ამ ხელისუფლების იძულებას იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. დღეს შექმნილ კრიზისს თავისი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური შედეგები ექნება. ბუნებრივია, ხელისუფლება ამ წნეხს ვერ გაუძლებს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით გუშინ "ლეიბორისტულმა პარტიამაც" მიმართა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"დავემორჩილები პრემიერის გადაწყვეტილებას" - იქნება თუ არა ეკატერინე ტიკარაძე ახალ მინისტრთა კაბინეტში