სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სასამართლომ არჩილ ტატუნაშვილის წამების საქმეზე ბრალდებულებს უვადო პატიმრობა განუსაზღვრა" - პროკურატურა
"სასამართლომ არჩილ ტატუნაშვილის წამების საქმეზე ბრალდებულებს უვადო პატიმრობა განუსაზღვრა" - პროკურატურა

არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ჯგუ­ფუ­რად წა­მე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის­თვის და წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - და­ვით გურ­წი­ე­ვი და ალიკ ტა­ბო­ე­ვი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში მცხე­თის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

რო­გორც უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ვი­ნა­ი­დან და­ვით გურ­წი­ე­ვი და ალიკ ტა­ბო­ე­ვი სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ში გა­მო­ცხა­დე­ბას თავს არი­დებ­დნენ, მათ ბრალ­დე­ბა და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნათ. ბრალ­დე­ბუ­ლებს სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრათ. და­ვით გურ­წი­ე­ვი­სა და ალიკ ტა­ბო­ე­ვის მი­მართ ინ­ტერ­პო­ლის მიერ წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა.

„მცხე­თის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ჯგუ­ფუ­რად წა­მე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის­თვის და წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - და­ვით გურ­წი­ე­ვი და ალიკ ტა­ბო­ე­ვი დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2018 წლის 22 თე­ბერ­ვალს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი, ი.პ., ლ.ქ. ზ.გ. და ე.გ. იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ახალ­გო­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა ცნო­ბი­ლი გახ­და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის და გა­და­წყვი­ტეს, რომ არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის­თვის უკა­ნო­ნოდ აღეკ­ვე­თათ თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მი­ეყ­ვა­ნათ მათ­თვის ხელ­საყ­რელ ად­გილ­ზე და ეწა­მე­ბი­ნათ.

მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, 2018 წლის 22 თე­ბერ­ვალს, ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მო­საბ­რუნ­თან, არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვილს და მას­თან ერ­თად მყოფ პი­რებს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ახალ­გო­რის ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რის პრო­კუ­რო­რის თა­ნა­შემ­წემ და­ვით გურ­წი­ევ­მა, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ახალ­გო­რის ე.წ „КГБ“-ს სამ­სა­ხუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა ალიკ ტა­ბო­ევ­მა და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჯგუ­ფუ­რად, უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ჯერ არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით - ი.პ., ლ.ქ., ზ.გ. და ე.გ. გა­და­იყ­ვა­ნეს ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნის ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის შე­ნო­ბა­ში, სა­ი­და­ნაც არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი წა­მე­ბის მიზ­ნით, გა­დას­ცეს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლებ­მაც იგი წა­იყ­ვა­ნეს ცხინ­ვალ­ში.

ცხინ­ვა­ლის ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­ნო­ბა­ში ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი აწა­მეს, რა დრო­საც სხე­ულ­ზე მი­ა­ყე­ნეს სხვა­დას­ხვა სა­ხის 100-ზე მეტი და­ზი­ა­ნე­ბა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

ვი­ნა­ი­დან და­ვით გურ­წი­ე­ვი და ალიკ ტა­ბო­ე­ვი თავს არი­დებ­დნენ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ში გა­მო­ცხა­დე­ბას, მათ ბრალ­დე­ბა და­უს­წრებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25.144-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ე“, „ზ“, მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით (წა­მე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა, ესე იგი პი­რი­სათ­ვის ისეთ მო­პყრო­ბა­ში დახ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ხა­სი­ა­თით, ინ­ტენ­სი­ვო­ბით და ხან­გრძლი­ვო­ბით იწ­ვევს ძლი­ერ ფი­ზი­კურ ტკი­ვილს, ფსი­ქი­კურ და მო­რა­ლურ ტან­ჯვას და რომ­ლის მი­ზა­ნია პი­რის დას­ჯა მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი ან სა­ვა­რა­უ­დოდ ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბი­სათ­ვის, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად, და­კა­ვე­ბუ­ლის ან სხვაგ­ვა­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბა­შე­ზღუ­დუ­ლი პი­რის მი­მართ, რა­მაც გა­მო­იწ­ვია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა) და 143-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „გ“ და მე-3 ნა­წი­ლის „ა“ და "გ" ქვე­პუნ­ქტით (თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა, სხვა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ) წა­რედ­გი­ნათ.

ბრალ­დე­ბუ­ლებს სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრათ. და­ვით გურ­წი­ე­ვი­სა და ალიკ ტა­ბო­ე­ვის მი­მართ ინ­ტერ­პო­ლის მიერ წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ოზზო
0

ისინი აქარ ჩამოვლენ და თქვენ იქ ვერ წახვალთ და რა გამოვიდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"სასამართლომ არჩილ ტატუნაშვილის წამების საქმეზე ბრალდებულებს უვადო პატიმრობა განუსაზღვრა" - პროკურატურა

"სასამართლომ არჩილ ტატუნაშვილის წამების საქმეზე ბრალდებულებს უვადო პატიმრობა განუსაზღვრა" - პროკურატურა

არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულები, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები - დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი წარდგენილ ბრალდებაში მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ვინაიდან დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებას თავს არიდებდნენ, მათ ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ. ბრალდებულებს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის მიმართ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.

„მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულები, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები - დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ი.პ., ლ.ქ. ზ.გ. და ე.გ. იმყოფებოდნენ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე. აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის და გადაწყვიტეს, რომ არჩილ ტატუნაშვილისთვის უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება, მიეყვანათ მათთვის ხელსაყრელ ადგილზე და ეწამებინათ.

მიზნის მისაღწევად, 2018 წლის 22 თებერვალს, ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნთან, არჩილ ტატუნაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. პროკურატურის პროკურორის თანაშემწემ დავით გურწიევმა, ოკუპირებული ახალგორის ე.წ „КГБ“-ს სამსახურის განყოფილების უფროსმა ალიკ ტაბოევმა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომლებმა ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ჯერ არჩილ ტატუნაშვილი, ხოლო მოგვიანებით - ი.პ., ლ.ქ., ზ.გ. და ე.გ. გადაიყვანეს ახალგორის რაიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში, საიდანაც არჩილ ტატუნაშვილი წამების მიზნით, გადასცეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს შეიარაღებულ თანამშრომლებს, რომლებმაც იგი წაიყვანეს ცხინვალში.

ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მიღებული დაზიანებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.

ვინაიდან დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი თავს არიდებდნენ სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებას, მათ ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25.144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „ზ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (წამებაში დახმარება, ესე იგი პირისათვის ისეთ მოპყრობაში დახმარება, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დასჯა მის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა) და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და "გ" ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ.

ბრალდებულებს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის მიმართ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ლეგალური ყოფნის ვადა 2021 წლის 1-ელ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ

"საქმის დახურვა უნდათ თვითმკვლელობის მუხლით - დახურონ, სტრასბურგში გავასაჩივრებ" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"საქმეზე პრაქტიკულად დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებები - თამარ ბაჩალიაშვილთან მიმართებაში დანაშუალის ჩადენა არ დგინდება" - პროკურორი