სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გიორგი ვაშაძე არჩილ თალაკვაძეზე - დაუკრეფავში ნუ გადავა! არავინ არაფერზე ბოდიშის მოხდას არ აპირებს
გიორგი ვაშაძე არჩილ თალაკვაძეზე - დაუკრეფავში ნუ გადავა! არავინ არაფერზე ბოდიშის მოხდას არ აპირებს

„სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რის გი­ორ­გი ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ უნდა გა­ა­კე­თოს გან­მარ­ტე­ბე­ბი მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ (ISFED) 2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა.

გი­ორ­გი ვა­შა­ძის თქმით, ეს არის ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი.

„ISFED უნდა გა­მო­ვი­დეს და დე­ტა­ლუ­რად ახ­სნას, რას­თან გვაქვს საქ­მე, რო­დის შე­ი­ტყვეს ამის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნი ხა­ნია იცი­ან, რომ თუ ეს შეც­დო­მა მოხ­და, ეს შეც­დო­მა არის და რა­ტომ დას­ჭირ­და ამას 40 დღე არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებ თვი­თონ ISFED-ზე თავ­დას­ხმას, მაგ­რამ იმი­სათ­ვის, რომ ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი გა­ე­ცეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია სრულ­ფა­სო­ვა­ნი გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თონ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ­თვის ეს სა­კი­თხი, გარ­კვე­ულ­წი­ლად ცნო­ბი­ლი იყო ელ­ჩებ­თან შეხ­ვედ­რის დროს, უფრო სწო­რედ, ეს არ იყო ცნო­ბი­ლი, ამას ასა­ბუ­თებ­და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და პრინ­ციპ­ში, ჩვენ ეს არ­გუ­მენ­ტი არცკი მი­ვი­ღეთ. ანუ, ისი­ნი, ციფ­რე­ბი­დან და მა­თე­მა­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ამ­ბობ­დნენ, რომ არა­ლო­გი­კუ­რი ციფ­რე­ბი არი­სო. კი­დევ ერთხელ მინ­და ვთქვა, რომ ვერ შე­ვალ იმ დე­ტა­ლებ­ში, რა სა­უბ­რე­ბი გვქონ­და იქ, მაგ­რამ ახლა მთა­ვა­რია გა­მო­ვი­დეს ISFED, დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­როს, რა ხდე­ბა. მე­ო­რე მხრივ, იგი­ვე ISFED-ის დას­კვნა­ში კონ­კრე­ტუ­ლად არის მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი და­ბა­ლი დო­ნის არ­ჩევ­ნე­ბი ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

კი­თხვა­ზე, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე ბო­დი­შის მოხ­დას ითხოვს იმის­თვის, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­ყალ­ბე­ბას აბ­რა­ლებ­დნენ, გორ­გი ვა­შა­ძე ასე პა­სუ­ხობს, „და­უკ­რე­ფავ­ში ნუ გა­და­ვა!“ მისი თქმით, ბოლო დღე­ე­ბის გა­ნამ­ვლო­ბა­ში ხე­დავს, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ჩაშ­ლა უნდა „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და ოპო­ზი­ცი­ას რა­ღაც ულ­ტი­მა­ტუ­მებს უყე­ნებს.

„არა­ვინ არა­ფერ­ზე ბო­დი­შის მოხ­დას არ აპი­რებს. მე­ო­რეც, ჩვე­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ ISFED-ს არ ეყ­რდნო­ბო­და, ეყ­რდნო­ბო­და სხვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გან­ზი­ა­ცი­ებს, ძა­ლი­ან ბევრ სა­ჩი­ვარს, რო­მე­ლიც შე­ტა­ნი­ლი გვქონ­და სა­სა­მარ­თლო­ში და სა­ოლ­ქო­ებ­ში და რო­მელ­თა გან­ხილ­ვა­ზეც უარი თქვა რო­გორც სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ებ­მა, ასე­ვე სა­სა­მარ­თლომ. ასე­ვე ეყ­რდნო­ბო­და იმ დის­ბა­ლან­სებს, რო­მე­ლიც ოქ­მებ­შია. მზად ვარ მი­ვი­დე მე-5 რა­უნ­დზე და მყა­რი პო­ზი­ცი­ით გა­ვაგ­რძე­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. ცალ­კე ISFED-ის ან­გა­რი­ში ვერ იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა-არ­შეს­ვლის სა­კი­თხი. ამის ილუ­ზია ნუ­რა­ვის ექ­ნე­ბა. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია ISFED-სგან, რო­მელ­საც ჰქონ­და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ნდო­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, აქამ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბის დროს. ამი­ტომ მხო­ლოდ გან­ცხა­დე­ბა საკ­მა­რი­სი არ არის და დე­ტა­ლუ­რად უნდა გან­მარ­ტონ რას­თან გვაქვს საქ­მე“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის და­ზუს­ტე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მოვ­ლინ­და ხარ­ვე­ზი სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის გა­მო­სათ­ვლელ ფორ­მუ­ლა­ში. გას­წო­რე­ბის შე­დე­გად, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლოდ შე­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სხვა­ო­ბა გავ­ლე­ნას არ ახ­დენს არ­ცერ­თი სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის დღის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თვე­ლოს" ხმე­ბის 47.6% აქვს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
128

ძაან უტიფარია, არადა ციხეში უნდა იჯდეს და პარლამენტში ეპატიჟებიან !

izi
46

არჩილ თალაკვაძისგან დაუკრეფავებში გადასვლა ძალიან ძნელი წარმოსადგენია ერთ-ერთი ყველაზე ზრდილი კაცისგან მთელს ე.წ. პოლიტიკოსებში. მაგრამ თქვენ ხომ ბოდიში რა არის არ გაგიგიათ. თქვენ ხომ სულ მართლები და სულ გამარჯვებულები ხართ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

გიორგი ვაშაძე არჩილ თალაკვაძეზე - დაუკრეფავში ნუ გადავა! არავინ არაფერზე ბოდიშის მოხდას არ აპირებს

გიორგი ვაშაძე არჩილ თალაკვაძეზე - დაუკრეფავში ნუ გადავა! არავინ არაფერზე ბოდიშის მოხდას არ აპირებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლობამ უნდა გააკეთოს განმარტებები მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციამ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაცია გაავრცელა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი.

„ISFED უნდა გამოვიდეს და დეტალურად ახსნას, რასთან გვაქვს საქმე, როდის შეიტყვეს ამის შესახებ, რამდენი ხანია იციან, რომ თუ ეს შეცდომა მოხდა, ეს შეცდომა არის და რატომ დასჭირდა ამას 40 დღე არჩევნების შემდეგ. მიუხედავად ამისა, ნამდვილად არ ვაპირებ თვითონ ISFED-ზე თავდასხმას, მაგრამ იმისათვის, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს აუცილებელია სრულფასოვანი განმარტება გააკეთონ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს საკითხი, გარკვეულწილად ცნობილი იყო ელჩებთან შეხვედრის დროს, უფრო სწორედ, ეს არ იყო ცნობილი, ამას ასაბუთებდა „ქართული ოცნება“ და პრინციპში, ჩვენ ეს არგუმენტი არცკი მივიღეთ. ანუ, ისინი, ციფრებიდან და მათემატიკიდან გამომდინარე ამბობდნენ, რომ არალოგიკური ციფრები არისო. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვერ შევალ იმ დეტალებში, რა საუბრები გვქონდა იქ, მაგრამ ახლა მთავარია გამოვიდეს ISFED, დეტალურად აღწეროს, რა ხდება. მეორე მხრივ, იგივე ISFED-ის დასკვნაში კონკრეტულად არის მითითებული, რომ საქართველოში ასეთი დაბალი დონის არჩევნები ბოლო წლების განმავლობაში არ ჩატარებულა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კითხვაზე, არჩილ თალაკვაძე ბოდიშის მოხდას ითხოვს იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებას აბრალებდნენ, გორგი ვაშაძე ასე პასუხობს, „დაუკრეფავში ნუ გადავა!“ მისი თქმით, ბოლო დღეების განამვლობაში ხედავს, რომ მოლაპარაკებების ჩაშლა უნდა „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას რაღაც ულტიმატუმებს უყენებს.

„არავინ არაფერზე ბოდიშის მოხდას არ აპირებს. მეორეც, ჩვენი მტკიცებულებები მხოლოდ ISFED-ს არ ეყრდნობოდა, ეყრდნობოდა სხვა არასამთავრობო ორგანზიაციებს, ძალიან ბევრ საჩივარს, რომელიც შეტანილი გვქონდა სასამართლოში და საოლქოებში და რომელთა განხილვაზეც უარი თქვა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციებმა, ასევე სასამართლომ. ასევე ეყრდნობოდა იმ დისბალანსებს, რომელიც ოქმებშია. მზად ვარ მივიდე მე-5 რაუნდზე და მყარი პოზიციით გავაგრძელო მოლაპარაკებები. ცალკე ISFED-ის ანგარიში ვერ იქნება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი. ამის ილუზია ნურავის ექნება. ძალიან სამწუხარო ფაქტია ISFED-სგან, რომელსაც ჰქონდა ძალიან მაღალი ნდობა, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ჩატარებული ყველა არჩევნების დროს. ამიტომ მხოლოდ განცხადება საკმარისი არ არის და დეტალურად უნდა განმარტონ რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.

"ერი ისტორიის სანაგვეზე მოგისვრით და ვეღარავის დაიჭერთ" - როგორ ეხმიანება ოპოზიცია იმ პირის დაკავებას, რომელმაც ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა

კანცელარიასთან აქცია დასრულდა - ორგანიზატორები, შეზღუდვების მოხსნის თაობაზე, მთავრობას 48-საათიან ვადას აძლევენ

"ვადები იწურება" - 27-28 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ოპოზიციონერების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგება