სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"პარლამენტში შესვლა მინდა, ოღონდ, ეს არ არის პარლამენტი - იქ შესვლა სირცხვილია!" - იაგო ხვიჩია
"პარლამენტში შესვლა მინდა, ოღონდ, ეს არ არის პარლამენტი - იქ შესვლა სირცხვილია!" - იაგო ხვიჩია

ჩვენ ვერ უზ­რუნ­ველ­ვყა­ვით, ერთხელ მა­ინც, სე­რი­ო­ზუ­ლად გან­გვე­ხი­ლა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, იქ­ნებ, რამე ჭკვი­ა­ნუ­რიც ეწე­რა ზედ, მაგ­რამ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მას მზი­თევ­ში კო­ბა­ხი­ძე მო­ა­ყო­ლა, - ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბით „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ჩაშ­ლა უნ­დო­და.

„ახ­ლაც არ არის დის­კუ­სია, ელი­საშ­ვი­ლის მა­გა­ლით­ზე რომ ვიმ­სჯე­ლოთ, ადა­მი­ან­მა რა­ღაც თქვა და სამი დღეა, ლან­ძღა­ვენ. ფი­ზი­კუ­რად, დის­კუ­სია ჯერ არ ყო­ფი­ლა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია გვაქვს, ჩვენ ვერ უზ­რუნ­ველ­ვყა­ვით სე­რი­ო­ზუ­ლად გან­გვე­ხი­ლა ერთხელ მა­ინც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, იქ­ნებ, რამე ჭკვი­ა­ნუ­რიც ეწე­რა ზედ, მაგ­რამ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მას მზი­თევ­ში კო­ბა­ხი­ძე მო­ა­ყო­ლა, რო­მელ­მაც თან თქვა, რა­ღაც შე­თა­ვა­ზე­ბა დავ­დე, ამ შე­თა­ვა­ზე­ბას­თან, რაც დავ­დე, ვა­პი­რებ, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დაშ­ლა­სო... სამ­წუ­ხა­როდ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ეს გან­ცხა­დე­ბა პირ­და­პირ იმის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ უნდა, მო­ლა­პა­რა­კე­ბა ჩა­შა­ლოს. სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი ახლა კი ჩვენ გვაკ­რი­ტი­კე­ბენ, მაგ­რამ ნელ-ნელა ისი­ნი გა­ი­გე­ბენ, ლა­პა­რა­კი რომ გვდო­მო­და და მო­ლა­პა­რა­კე­ბაც, კაცი გა­მო­ვი­და და ჩემ პო­ლი­ტი­კურ პარტნი­ო­რებ­ზე თქვა, რო­მე­ლიც მჭირ­დე­ბა იმა­ში, რომ ჩემ მი­ზანს მი­ვაღ­წიო, ამათ არ­ჩევ­ნე­ბის მერე კა­ნო­ნით ავ­კრძა­ლავ და გა­ვა­უქ­მე­ბო“, - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, მას სურს პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა და ამის შე­სა­ხებ არას­დროს და­უ­მა­ლავს, თუმ­ცა არა ისეთ პარ­ლა­მენ­ტში, სა­დაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი არ ის­მის და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ორ­გა­ნოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი­სა და კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა არ შე­უძ­ლია.

„მარ­ტო „გირ­ჩი“ პარ­ლა­მენ­ტში არ იქ­ნე­ბა. 113 კაცი თუ არ შე­ვი­და, „გირ­ჩი“ ისე პარ­ლა­მენ­ტში არ იქ­ნე­ბა. 113 ადა­მი­ა­ნი თუ შე­ვი­და და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ თუ შე­ვი­და პარ­ლა­მენ­ტში, „გირ­ჩი“ რომ არ შე­დის, ეს ხომ სი­გი­ჟე იქ­ნე­ბა. ამ პო­ზი­ცი­ა­ში რამე კი­თხვის ნი­შა­ნი შე­იძ­ლე­ბა დარ­ჩეს ? უბ­რა­ლოდ არ­სე­ბო­ბენ ჩემი კო­ლე­გე­ბი ოპო­ზი­ცი­ა­ში, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ არ გვინ­და ჩვენ დე­პუ­ტა­ტო­ბაო, ანუ, ასე­თი ხალ­ხიც არ­სე­ბობს. მე ღიად ვამ­ბობ, რომ მე მინ­და პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა. არას­დროს არ და­მი­მა­ლავს, „გირ­ჩი“ პარ­ლა­მენ­ტში!“, - ეწე­რა ჩემს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას. ჩემს კო­ლე­გებს, რომ­ლე­ბიც გახ­დნენ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი, თით­ქოს „უტყდე­ბათ“, რომ გახ­დნენ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი. მე მი­ხა­რია, რომ გავ­ხდი და კი­თხვის ნიშ­ნე­ბი ამ არ­ჩევ­ნებ­ში ჩემს დე­პუ­ტა­ტო­ბას კი არ აქვს, აქვს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტო­ბას, დღეს რომ იქ ის­ხდნენ, თო­რემ, მე რომ დე­პუ­ტა­ტი ვარ, ხალ­ხმა ხომ იცის.

მე­ო­რე სა­კი­თხია, შეძ­ლო თუ არა ქარ­თულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ, ჩემ­ნა­ი­რი ხალ­ხის­თვის გა­ე­კე­თე­ბი­ნა პარ­ლა­მენ­ტი. რო­გორც ერთხელ ამ ქვე­ყა­ნამ სა­სა­მარ­თლო ვერ გა­მი­კე­თა, რო­გორც იუ­რისტს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც არ­ჩე­ულ დე­პუ­ტატს, სა­ხელ­მწი­ფომ ვერ გა­მი­კე­თა პარ­ლა­მენ­ტი, იქ შეს­ვლა სირ­ცხვი­ლია! სირ­ცხვი­ლია იმი­ტომ, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი არ ის­მის, ერთი პარ­ტი­აა მარ­ტო. შე­იძ­ლე­ბა, რომ პარ­ლა­მენ­ტში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი არ ის­მო­დეს ?! და მე­ო­რე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა არ შე­უძ­ლია, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ვერ შე­ი­ტანს ცვლი­ლე­ბას და ამ ქვე­ყა­ნას ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სჭირ­დე­ბა. მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან ასეთ ად­გი­ლას, თან მე­უბ­ნე­ბი­ან არ გინ­დათ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლაო. მინ­და! ოღონდ ეს არ არის პარ­ლა­მენ­ტი. იქ არ მინ­და შეს­ვლა, რა­ღა­ცა უც­ნა­უ­რო­ბა­ში, ამის­თვის არ ვშრო­მობ­დი ამ­დე­ნი ხანი, სხვა რა­მის­თვის ვიშ­რო­მე“, - გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თუ
37

თუ არ შევა , არაფერი დაშავდება.

იმანო
54
ვინც შენ შეგეხვეწება რა
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"პარლამენტში შესვლა მინდა, ოღონდ, ეს არ არის პარლამენტი - იქ შესვლა სირცხვილია!" - იაგო ხვიჩია

"პარლამენტში შესვლა მინდა, ოღონდ, ეს არ არის პარლამენტი - იქ შესვლა სირცხვილია!" - იაგო ხვიჩია

ჩვენ ვერ უზრუნველვყავით, ერთხელ მაინც, სერიოზულად განგვეხილა „ქართული ოცნების“ შემოთავაზება, იქნებ, რამე ჭკვიანურიც ეწერა ზედ, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ მას მზითევში კობახიძე მოაყოლა, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებით „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებების ჩაშლა უნდოდა.

„ახლაც არ არის დისკუსია, ელისაშვილის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, ადამიანმა რაღაც თქვა და სამი დღეა, ლანძღავენ. ფიზიკურად, დისკუსია ჯერ არ ყოფილა და მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი მედია გვაქვს, ჩვენ ვერ უზრუნველვყავით სერიოზულად განგვეხილა ერთხელ მაინც „ქართული ოცნების“ შემოთავაზება, იქნებ, რამე ჭკვიანურიც ეწერა ზედ, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ მას მზითევში კობახიძე მოაყოლა, რომელმაც თან თქვა, რაღაც შეთავაზება დავდე, ამ შეთავაზებასთან, რაც დავდე, ვაპირებ, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლასო... სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძის ეს განცხადება პირდაპირ იმისკენ იყო მიმართული, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა, მოლაპარაკება ჩაშალოს. საერთაშორისო პარტნიორები ახლა კი ჩვენ გვაკრიტიკებენ, მაგრამ ნელ-ნელა ისინი გაიგებენ, ლაპარაკი რომ გვდომოდა და მოლაპარაკებაც, კაცი გამოვიდა და ჩემ პოლიტიკურ პარტნიორებზე თქვა, რომელიც მჭირდება იმაში, რომ ჩემ მიზანს მივაღწიო, ამათ არჩევნების მერე კანონით ავკრძალავ და გავაუქმებო“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, მას სურს პარლამენტში შესვლა და ამის შესახებ არასდროს დაუმალავს, თუმცა არა ისეთ პარლამენტში, სადაც განსხვავებული აზრი არ ისმის და წარმომადგენლობით ორგანოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა არ შეუძლია.

„მარტო „გირჩი“ პარლამენტში არ იქნება. 113 კაცი თუ არ შევიდა, „გირჩი“ ისე პარლამენტში არ იქნება. 113 ადამიანი თუ შევიდა და „ნაციონალური მოძრაობა“ თუ შევიდა პარლამენტში, „გირჩი“ რომ არ შედის, ეს ხომ სიგიჟე იქნება. ამ პოზიციაში რამე კითხვის ნიშანი შეიძლება დარჩეს ? უბრალოდ არსებობენ ჩემი კოლეგები ოპოზიციაში, რომლებიც ამბობენ, რომ არ გვინდა ჩვენ დეპუტატობაო, ანუ, ასეთი ხალხიც არსებობს. მე ღიად ვამბობ, რომ მე მინდა პარლამენტში შესვლა. არასდროს არ დამიმალავს, „გირჩი“ პარლამენტში!“, - ეწერა ჩემს საარჩევნო კამპანიას. ჩემს კოლეგებს, რომლებიც გახდნენ პარლამენტის წევრები, თითქოს „უტყდებათ“, რომ გახდნენ პარლამენტის წევრები. მე მიხარია, რომ გავხდი და კითხვის ნიშნები ამ არჩევნებში ჩემს დეპუტატობას კი არ აქვს, აქვს „ქართული ოცნების“ დეპუტატობას, დღეს რომ იქ ისხდნენ, თორემ, მე რომ დეპუტატი ვარ, ხალხმა ხომ იცის.

მეორე საკითხია, შეძლო თუ არა ქართულმა სახელმწიფომ, ჩემნაირი ხალხისთვის გაეკეთებინა პარლამენტი. როგორც ერთხელ ამ ქვეყანამ სასამართლო ვერ გამიკეთა, როგორც იურისტს, ამ შემთხვევაში, როგორც არჩეულ დეპუტატს, სახელმწიფომ ვერ გამიკეთა პარლამენტი, იქ შესვლა სირცხვილია! სირცხვილია იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი არ ისმის, ერთი პარტიაა მარტო. შეიძლება, რომ პარლამენტში განსხვავებული აზრი არ ისმოდეს ?! და მეორე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია, კონსტიტუციაში ვერ შეიტანს ცვლილებას და ამ ქვეყანას ახლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სჭირდება. მეპატიჟებიან ასეთ ადგილას, თან მეუბნებიან არ გინდათ პარლამენტში შესვლაო. მინდა! ოღონდ ეს არ არის პარლამენტი. იქ არ მინდა შესვლა, რაღაცა უცნაურობაში, ამისთვის არ ვშრომობდი ამდენი ხანი, სხვა რამისთვის ვიშრომე“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

"ახია ჩვენზე, მეტის ღირსი ვართ, ასეთი გაცვეთილი მედროვეებისთვის რომ გვემეტება ადგილი სიაში..." - რას წერს ნიკა მელია

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ნიკა მელიამ დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა, მომეჩვენა, რომ მემუქრებოდა, ჩემზე დიდია ფიზიკურად, მორევა შეუძლია - უნდა მივმართო პარლამენტს, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს" - იაგო ხვიჩია