სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ძალიან მეშინია 24 რიცხვის. მგონია, რომ 2 იანვრამდე კარგი რამ არ მოხდება... იქნებ, არ ავიწყვიტოთ" - ნანიკო ხაზარაძე
"ძალიან მეშინია 24 რიცხვის. მგონია, რომ 2 იანვრამდე კარგი რამ არ მოხდება... იქნებ, არ ავიწყვიტოთ" - ნანიკო ხაზარაძე

უკვე ერთ კვი­რა­ზე მე­ტია, რაც მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სხვა­დას­ხვა სა­ხის შე­ზღუდ­ვა მოქ­მე­დებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ცდი­ლობს მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­ე­გუ­ოს და ფეხი აუ­წყოს იმ რე­ა­ლო­ბას, რომ­ლის წი­ნა­შეც პან­დე­მი­ამ დრო­ე­ბით დაგ­ვა­ყე­ნა. თუმ­ცა, ზოგი ვერ, ან არ ემორ­ჩი­ლე­ბა და წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას მა­ინც არ ერი­დე­ბა... ამას ის ასე­უ­ლო­ბით ჯა­რი­მაც ადას­ტუ­რებს, რისი გა­მო­წე­რაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ყო­ველ­დღი­უ­რად უწევთ... ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე kvirispalitra.ge-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ არ­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი პი­რა­დად მას­ზე ნე­გა­ტი­უ­რად არ მოქ­მე­დებს, თუმ­ცა, მის სიმ­პა­თი­ას მა­ინც ის მო­დე­ლი იმ­სა­ხუ­რებს, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში შე­ი­მუ­შა­ვეს:

- და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი, პი­რა­დად ჩემ­ზე, დი­დად არ მოქ­მე­დებს, რად­გან, ასე ვთქვათ, სახ­ლის ადა­მი­ა­ნი ვარ, რეს­ტორ­ნებ­ში ჭამა-სმა და ხალ­ხმრავ­ლო­ბა დი­დად ისე­დაც არ მიყ­ვარს, ეს უფრო მზღუ­დავს. მეტ­წი­ლად შინ ვარ. მე რომ სამ­სა­ხუ­რი შე­მი­ნარ­ჩუნ­და, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა.

შე­ზღუდ­ვე­ბის მომ­ხრე ნამ­დვი­ლად ვარ, თუმ­ცა, ძა­ლი­ან მომ­წონს, მა­გა­ლი­თად, ის სის­ტე­მა, რაც გერ­მა­ნი­ა­შია. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი არ გა­ა­ჩე­რეს, სკო­ლე­ბი არ და­ხუ­რეს, მაგ­რამ სას­წავ­ლო პრო­ცესს სხვა­დას­ხვა დროს იწყე­ბენ, რომ ტრან­სპორ­ტი არ გა­და­იტ­ვირ­თოს, ბევრ ბავ­შვს არ ჰქონ­დეს ერ­თმა­ნეთ­თან შე­ხე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ისეა გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არ და­ზა­რალ­დეს. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, ცუდი არ იქ­ნე­ბო­და, თუ ამ გა­მოც­დი­ლე­ბას ჩვენც გა­ვი­ზი­ა­რებთ.

"ის­პან­კას" შემ­დეგ, ჯერ წინ ვერ წა­ვე­დით. რო­გორც მა­შინ იყო უე­ბა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა პირ­ბა­დე, ისეა დღე­საც. ოღონდ, სწო­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ, ცხვირ­ზე ავი­წი­ოთ და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დოთ, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია და­ვიც­ვათ. ამა­ზე კარ­გი, ჯერ არა­ფე­რი ვი­ცით, რა შეგ­ვიძ­ლია გა­ვუ­კე­თოთ სა­კუ­თარ თა­ვებ­საც და გარ­შე­მომ­ყო­ფებ­საც. გა­და­ცე­მაც კი გა­ვა­კე­თე პირ­ბა­დე­ებ­ზე, არა­ერ­თი სპე­ცი­ა­ლის­ტი ჩავ­წე­რე, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ პირ­ბა­დე­ებ­ზე მუ­შა­ო­ბენ და ყვე­ლა მათ­გა­ნი ამ­ბობს, რომ ერ­თა­დერ­თი უე­ბა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არის სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დე, სხვე­ბი კი, თუ ოთხ შრი­ა­ნი არ არის, ჩათ­ვა­ლეთ, რომ სა­ერ­თოდ არ გი­ცავთ. გი­კე­თი­ათ უბ­რა­ლოდ აქ­სე­სუ­ა­რი, რო­მე­ლიც უბ­რა­ლოდ გახ­რჩობთ და გა­რეგ­ნო­ბას გი­ლა­მა­ზებთ. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დვალთელი
15

ეს რა ყვავივით დაგვჩხავის,ძალიან კარგად იქნება ყველაფერი

დ გ
21

ისე აი ქალბატონი ბევ რამეს სიმართლეს გაიძახის და საკმაოდ ჭკვიანიცაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ძალიან მეშინია 24 რიცხვის. მგონია, რომ 2 იანვრამდე კარგი რამ არ მოხდება... იქნებ, არ ავიწყვიტოთ" - ნანიკო ხაზარაძე

"ძალიან მეშინია 24 რიცხვის. მგონია, რომ 2 იანვრამდე კარგი რამ არ მოხდება... იქნებ, არ ავიწყვიტოთ" - ნანიკო ხაზარაძე

უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის შეზღუდვა მოქმედებს და საზოგადოება ცდილობს მეტ-ნაკლებად შეეგუოს და ფეხი აუწყოს იმ რეალობას, რომლის წინაშეც პანდემიამ დროებით დაგვაყენა. თუმცა, ზოგი ვერ, ან არ ემორჩილება და წესების დარღვევას მაინც არ ერიდება... ამას ის ასეულობით ჯარიმაც ადასტურებს, რისი გამოწერაც სამართალდამცველებს ყოველდღიურად უწევთ... ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე kvirispalitra.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ არსებული შეზღუდვები პირადად მასზე ნეგატიურად არ მოქმედებს, თუმცა, მის სიმპათიას მაინც ის მოდელი იმსახურებს, რომელიც გერმანიაში შეიმუშავეს:

- დაწესებული შეზღუდვები, პირადად ჩემზე, დიდად არ მოქმედებს, რადგან, ასე ვთქვათ, სახლის ადამიანი ვარ, რესტორნებში ჭამა-სმა და ხალხმრავლობა დიდად ისედაც არ მიყვარს, ეს უფრო მზღუდავს. მეტწილად შინ ვარ. მე რომ სამსახური შემინარჩუნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარშემო ყველაფერი კარგადაა.

შეზღუდვების მომხრე ნამდვილად ვარ, თუმცა, ძალიან მომწონს, მაგალითად, ის სისტემა, რაც გერმანიაშია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გააჩერეს, სკოლები არ დახურეს, მაგრამ სასწავლო პროცესს სხვადასხვა დროს იწყებენ, რომ ტრანსპორტი არ გადაიტვირთოს, ბევრ ბავშვს არ ჰქონდეს ერთმანეთთან შეხება. ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ ბევრი ადამიანი არ დაზარალდეს. ამიტომ, ვფიქრობ, ცუდი არ იქნებოდა, თუ ამ გამოცდილებას ჩვენც გავიზიარებთ.

"ისპანკას" შემდეგ, ჯერ წინ ვერ წავედით. როგორც მაშინ იყო უებარი საშუალება პირბადე, ისეა დღესაც. ოღონდ, სწორად გამოვიყენოთ, ცხვირზე ავიწიოთ და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ სოციალური დისტანცია დავიცვათ. ამაზე კარგი, ჯერ არაფერი ვიცით, რა შეგვიძლია გავუკეთოთ საკუთარ თავებსაც და გარშემომყოფებსაც. გადაცემაც კი გავაკეთე პირბადეებზე, არაერთი სპეციალისტი ჩავწერე, რომლებიც უშუალოდ პირბადეებზე მუშაობენ და ყველა მათგანი ამბობს, რომ ერთადერთი უებარი საშუალება არის სამედიცინო პირბადე, სხვები კი, თუ ოთხ შრიანი არ არის, ჩათვალეთ, რომ საერთოდ არ გიცავთ. გიკეთიათ უბრალოდ აქსესუარი, რომელიც უბრალოდ გახრჩობთ და გარეგნობას გილამაზებთ. გააგრძელეთ კითხვა

ბერა ივანიშვილის, კახა კალაძის, ირაკლი ღარიბაშვილის საახალწლო ოჯახური ფოტოები

“დავაფასოთ ნათელი დღეები, გავიზიაროთ ერთმანეთის ტვირთი" - კარლ ჰარცელი საქართველოს ახალ წელს ულოცავს და "ფიფქებოს" უკრავს

მანანა კაზაკოვას საფირმო საცივის რეცეპტი