სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლევან ჯიბღაშვილმა მეორე შვილს სიმამრის სახელი დაარქვა - "ახალ წელს ჩამოვლენ ჩვენთან და ვნახავ პატარას..."
ლევან ჯიბღაშვილმა მეორე შვილს სიმამრის სახელი დაარქვა - "ახალ წელს ჩამოვლენ ჩვენთან და ვნახავ პატარას..."

11 ნო­ემ­ბერს ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვილს მე­ო­რე შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. სალი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი და ბიზ­ნეს­მე­ნი მე­ო­რე ვა­ჟის მშობ­ლე­ბი გახ­დნენ. პა­ტა­რას ლე­ვა­ნის სი­მამ­რის სა­ხე­ლი აკა­კი და­არ­ქვეს.

მას შემ­დეგ, რაც ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით გა­ა­სა­მარ­თლეს, ბიზ­ნეს­მენ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის­გან შორს ყოფ­ნა არ­ჩია და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით აღარ ჩნდე­ბა. ის აღარც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რობს.

კო­მენ­ტა­რის­თვის ლე­ვა­ნის დე­დას, ნონა ჯი­ბღაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით:

ნონა ჯი­ბღაშ­ვი­ლი: "სა­ლო­მემ 11 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­ში იმ­შო­ბი­ა­რა. დე­დაც კარ­გად არის და პა­ტა­რაც. ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი გვყავს. ლე­ვა­ნი ბედ­ნი­ე­რი და გა­ხა­რე­ბუ­ლი მა­მაა. პირ­ველ შვილს ბა­ბუ­ის, მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი მი­ქა­ე­ლი და­არ­ქვა, მე­ო­რე შვილს, სი­მამ­რის სა­ხე­ლი - აკა­კი. პა­ტა­რა ჯერ არ მი­ნა­ხავს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ვმუ­შა­ობ და კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო, მა­ინც თავს ვი­კა­ვებთ.

ახალ წელს ჩა­მოვ­ლენ ჩვენ­თან და ვნა­ხავ პა­ტა­რას. ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი და ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ. ახლა ქვე­ყა­ნა­ში მძი­მე პე­რი­ო­დია და მინ­და, ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბა ვუ­სურ­ვო და მალე ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყოს".

ლე­ვა­ნი და სა­ლო­მე ერ­თმა­ნეთს 13 წლი­დან იც­ნობ­დნენ და რო­გორც ლე­ვა­ნი ამ­ბობს, გო­გო­ნა მისი პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იყო. და­შო­რე­ბის შემ­დეგ სა­ლო­მე ფეხ­ბურ­თელ­ზე გა­თხოვ­და და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ქმარ­თან ერ­თად მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და. ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და და წყვილს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბაც გა­ნახ­ლდა.

სა­ბო­ლო­ოდ ლე­ვან­მა, ბა­თუ­მელ გო­გო­ნას­თან - ნი­ნი­კო ნა­ცა­რაშ­ვილ­თან ჩაშ­ლი­ლი ნიშ­ნო­ბის შემ­დეგ ცო­ლად სა­ლო­მე მო­იყ­ვა­ნა. ზა­ფხულ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლე­ვა­ნი და სა­ლო­მე და­შორ­დნენ. რო­დე­საც კო­მენ­ტა­რის ჩა­სა­წე­რად ლე­ვა­ნის დე­დას და­ვუ­კავ­შირ­დით გვი­თხრა, რომ წყვი­ლი ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და თავს და შე­მოდ­გო­მა­ზე მე­ო­რე შვილს ელო­დე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კობა
6

rogorgamexarda au megona ar daarqmevda 

ანი
4

ვფიქრობ ესეთ ტიპებზე წერა დანაშაულია. ეს ტიპი დამნაშავეა და ციხეში უნდა იჯდეს და რატო აპიარებთ? არც ეს და არც მამულიჩა არ უნდა იყვნენ გარეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ლევან ჯიბღაშვილმა მეორე შვილს სიმამრის სახელი დაარქვა - "ახალ წელს ჩამოვლენ ჩვენთან და ვნახავ პატარას..."

ლევან ჯიბღაშვილმა მეორე შვილს სიმამრის სახელი დაარქვა - "ახალ წელს ჩამოვლენ ჩვენთან და ვნახავ პატარას..."

11 ნოემბერს ლევან ჯიბღაშვილს მეორე შვილი შეეძინა. სალი სულხანიშვილი და ბიზნესმენი მეორე ვაჟის მშობლები გახდნენ. პატარას ლევანის სიმამრის სახელი აკაკი დაარქვეს.

მას შემდეგ, რაც ლევან ჯიბღაშვილი ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით გაასამართლეს, ბიზნესმენმა საზოგადოებრივი ცხოვრებისგან შორს ყოფნა არჩია და ტელევიზიებით აღარ ჩნდება. ის აღარც სოციალურ ქსელში აქტიურობს.

კომენტარისთვის ლევანის დედას, ნონა ჯიბღაშვილს დავუკავშირდით:

ნონა ჯიბღაშვილი: "სალომემ 11 ნოემბერს თბილისში იმშობიარა. დედაც კარგად არის და პატარაც. ძალიან კარგი ბიჭი გვყავს. ლევანი ბედნიერი და გახარებული მამაა. პირველ შვილს ბაბუის, მამაჩემის სახელი მიქაელი დაარქვა, მეორე შვილს, სიმამრის სახელი - აკაკი. პატარა ჯერ არ მინახავს, მოგეხსენებათ, საჯარო სამსახურში ვმუშაობ და კორონავირუსის გამო, მაინც თავს ვიკავებთ.

ახალ წელს ჩამოვლენ ჩვენთან და ვნახავ პატარას. ძალიან გახარებულები და ბედნიერები ვართ. ახლა ქვეყანაში მძიმე პერიოდია და მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო და მალე ყველაფერი კარგად დამთავრებულიყოს".

ლევანი და სალომე ერთმანეთს 13 წლიდან იცნობდნენ და როგორც ლევანი ამბობს, გოგონა მისი პირველი სიყვარული იყო. დაშორების შემდეგ სალომე ფეხბურთელზე გათხოვდა და გარკვეული პერიოდი ქმართან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა. ოჯახის დანგრევის შემდეგ თბილისში დაბრუნდა და წყვილს შორის ურთიერთობაც განახლდა.

საბოლოოდ ლევანმა, ბათუმელ გოგონასთან - ნინიკო ნაცარაშვილთან ჩაშლილი ნიშნობის შემდეგ ცოლად სალომე მოიყვანა. ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევანი და სალომე დაშორდნენ. როდესაც კომენტარის ჩასაწერად ლევანის დედას დავუკავშირდით გვითხრა, რომ წყვილი ბედნიერად გრძნობდა თავს და შემოდგომაზე მეორე შვილს ელოდებოდა.

"სულ ვეუბნებოდი: "მაღირსე შენს შვილს, მაღირსე..." უკვე პატარას ველოდებით" - მარინა ჯანაშია დიდი ბებიობისთვის ემზადება

ბოტიჩელის შედევრი სოთბის აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა - რენესანსის ეპოქის ტილოსთვის ორი ადამიანი იბრძოდა

"ბედნიერებაა, როცა ანნა სახეზე მეფერება, თან თვალებში შემცქერის" - ჯანეტ ქერდიყოშვილის ემოციური წერილი შვილს, რომელიც 1 წლის გახდა