სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება ხვალიდან იწყება - დეტალური ინფორმაცია
300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება ხვალიდან იწყება - დეტალური ინფორმაცია

300-ლა­რი­ა­ნი კომ­პენ­სა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა 3 დე­კემ­ბრი­დან იწყე­ბა. შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ პი­რებს რო­მელ­თაც 2020 წლის 28 ნო­ემ­ბრი­დან, და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვთ საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის/ობი­ექ­ტზე მომ­ხმა­რე­ბელ­თა სა­რე­ა­ლი­ზა­ციო სივ­რცე­ში დაშ­ვე­ბის/წვდო­მის უფ­ლე­ბა, 3 დე­კემ­ბრი­დან 24 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით, უნდა წარ­მო­ად­გი­ნონ ელექტრო­ნუ­ლი გა­ნა­ცხა­დი (ელექტრო­ნუ­ლი გა­ნა­ცხა­დის წარ­დგე­ნის შემ­დეგ პირს კი­დევ 2 დღე ეძ­ლე­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ის და­სა­ზუს­ტებ­ლად, 28 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით), რათა რე­გის­ტრა­ცი­ის შემ­დეგ მი­ი­ღონ ერთჯე­რა­დი 300 ლა­რი­ა­ნი კომ­პენ­სა­ცია.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი თა­ვად წარ­მო­ად­გე­ნენ ელექ­ტო­ნულ გა­ნა­ცხადს, ხოლო და­საქ­მე­ბუ­ლებ­ზე და არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ თვით­და­საქ­მე­ბულ სუ­ბი­ექ­ტებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას წარ­მო­ად­გე­ნენ დამ­საქ­მებ­ლე­ბი ან/და დამ­ქი­რა­ვებ­ლე­ბი/ობი­ექ­ტის მფლო­ბე­ლე­ბი.

"შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი მო­უ­წო­დებს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს და კომ­პა­ნი­ას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ე­კი­დოს მთავ­რო­ბის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ გეგ­მას და მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის სარ­გებ­ლო­ბის­თვის უწყე­ბას დად­გე­ნილ ვა­დებ­ში, მი­ა­წო­დონ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი წარ­დგე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ამოწ­მებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს თუ არა პირი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით გათ­ვა­ლი­სი­წი­ნე­ბუ­ლი კომ­პენ­სა­ცი­ის გა­ცე­მის პი­რო­ბას, ად­გენს შე­სა­ბა­მის პირ­თა ნუს­ხას და 3 სა­მუ­შაო, დღის ვა­და­ში და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს წა­რუდ­გენს შე­სა­ბა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ას, ხოლო აღ­ნიშ­ნუ­ლი უწყე­ბის მიერ, ასე­ვე 3 სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის ჩა­რი­ცხვის პრო­ცე­სი.

ამას­თან, კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნებთ, რომ კომ­პენ­სა­ცი­ის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ აქვთ პი­რებს, რომ­ლებ­ზეც ფიქ­სირ­დე­ბა სა­ხელ­ფა­სო გა­ნა­ცე­მი სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­დან, ეროვ­ნუ­ლი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო­დან, ასე­ვე სა­წარ­მო­დან, რომ­ლის აქ­ცი­ე­ბის/წი­ლის 50%-ზე მეტს ფლობს სა­ხელ­მწი­ფო, ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კა ან მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი“, - ნათ­ქვმია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
levani
18
300 ლარი რაში უნდა ეყოთ? სირცხვილია, მთელი ზამთარი 300 ლარით იყვნენ?
სერგი
2

პურის ფულია და მეტი არაფერი, თუ ფასები ისევ არ წავიდა კოსმოსში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება ხვალიდან იწყება - დეტალური ინფორმაცია

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება ხვალიდან იწყება - დეტალური ინფორმაცია

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება 3 დეკემბრიდან იწყება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, იმ პირებს რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი (ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით), რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღონ ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია.

მათივე ინფორმაციით, რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

,,შემოსავლების სამსახური მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს და კომპანიას პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმას და მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში, მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო, დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვის პროცესი.

ამასთან, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი“, - ნათქვმია ინფორმაციაში.

თბილისის მერია სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული 7 ობიექტის მფლობელებს დემონტაჟისთვის 4 დღეს აძლევს

შვედეთმა 5G ქსელებისთვის განკუთვნილი Huawei-სა და ZTE-ს გადამცემები აკრძალა - როგორ ხსნიან ფაქტს ქვეყანაში?

25-27 დეკემბერს "ენგურჰესი" შესაძლოა გაჩერდეს - რა ბრძანება გასცა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ