სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ეს ნივთები იყო დალომბარდებული და მათი გამოტანის საბუთებიც აქვთ" - ქუთაისში "ინტელექსპრესის" ქურდობის ფაქტზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ
"ეს ნივთები იყო დალომბარდებული და მათი გამოტანის საბუთებიც აქვთ" - ქუთაისში "ინტელექსპრესის" ქურდობის ფაქტზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

ქუ­თა­ის­ში, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ინ­ტე­ლექ­სპრე­სის" ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ. რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტი არ­ჩილ ნი­ჟა­რა­ძე აცხა­დებს, საქ­მე­ში მათი და­ნა­შა­უ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს.

"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბი ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ. მიგ­ვაჩ­ნია, რომ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში არი­ან უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი. არ არ­სე­ბობს არ­ცერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რაც და­ა­დას­ტუ­რებ­და მათ ბრა­ლე­უ­ლო­ბას. აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­სა­ჩივ­რებთ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში. ამო­ღე­ბუ­ლი თან­ხა, რო­მე­ლიც არ არის დიდი ოდე­ნო­ბის და ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი არის ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა. ეს ნივ­თე­ბი იყო და­ლომ­ბარ­დე­ბუ­ლი და მათი გა­მო­ტა­ნის სა­ბუ­თე­ბიც აქვთ. ია­რა­ღე­ბი ნამ­დვი­ლად მი­სია, რად­გან ეს ადა­მი­ა­ნი ხე­ლო­სა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა ნარ­კო­ტიკს, ის ჩა­უ­დეს", - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ ნი­ჟა­რა­ძემ.

მისი თქმით, და­კა­ვე­ბუ­ლებს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით ორ­თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­ე­ფარ­დათ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქუ­თა­ის­ში, კომ­პა­ნია „მისო ინ­ტე­ლექ­სპრე­სის“ სა­ცა­ვი­დან ფუ­ლის და ოქ­როს ნივ­თე­ბის მო­პარ­ვის საქ­მე­ზე 2 პირი და­ა­კა­ვეს. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 19 სექ­ტემ­ბერს, ქუ­თა­ის­ში, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სარ­და­ფი­დან ია­ტა­კის ამოჭ­რის გზით შე­აღ­წი­ეს კომ­პა­ნია „მისო ინ­ტე­ლექ­სპრე­სის“ ფი­ლი­ა­ლის სა­ცა­ვის ოთახ­ში, სა­დაც, ლი­თო­ნის სა­ცა­ვის კა­რის გაჭ­რით, ფა­რუ­ლად და­ე­უფლნენ თან­ხას და ოქ­როს ნივ­თებს.

ნათი
3

გასაკვირია ადვოკატის სიტყვები-მისი ოჯახის იყოო და გამოტანის საბუთიც აქვსო- მაშინ რაში დასჭირდათ კრიმინალური მეთოდით მიკროსაფინანსოში შეღწევა და მოპარვა? რა სისულელეებს ასწავლით ამ დამნაშავეებს,იმისათვის რომ თავი გაიმართლონ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ეს ნივთები იყო დალომბარდებული და მათი გამოტანის საბუთებიც აქვთ" - ქუთაისში "ინტელექსპრესის" ქურდობის ფაქტზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

"ეს ნივთები იყო დალომბარდებული და მათი გამოტანის საბუთებიც აქვთ" - ქუთაისში "ინტელექსპრესის" ქურდობის ფაქტზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

ქუთაისში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელექსპრესის" ქურდობის ფაქტზე დაკავებული პირები ბრალს არ აღიარებენ. როგორც დაკავებულების ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე აცხადებს, საქმეში მათი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. მიგვაჩნია, რომ წარდგენილ ბრალდებაში არიან უდანაშაულოები. არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მათ ბრალეულობას. აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. ამოღებული თანხა, რომელიც არ არის დიდი ოდენობის და ძვირფასი ნივთები არის ოჯახის საკუთრება. ეს ნივთები იყო დალომბარდებული და მათი გამოტანის საბუთებიც აქვთ. იარაღები ნამდვილად მისია, რადგან ეს ადამიანი ხელოსანია. რაც შეეხება ნარკოტიკს, ის ჩაუდეს", - განაცხადა არჩილ ნიჟარაძემ.

მისი თქმით, დაკავებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, კომპანია „მისო ინტელექსპრესის“ საცავიდან ფულის და ოქროს ნივთების მოპარვის საქმეზე 2 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიდან იატაკის ამოჭრის გზით შეაღწიეს კომპანია „მისო ინტელექსპრესის“ ფილიალის საცავის ოთახში, სადაც, ლითონის საცავის კარის გაჭრით, ფარულად დაეუფლნენ თანხას და ოქროს ნივთებს.

სოფელ დიღომში სროლის შედეგად 4 პირი დაიჭრა

"ეშმაკი დეტალებშია... პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო" - ნიკა მელიამ საპატიმრო უკანა გასასვლელით დატოვა

სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო