სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქალაქო სასამართლო - სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის 100-მდე საქმის განხილვა გადაიდო
საქალაქო სასამართლო - სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის 100-მდე საქმის განხილვა გადაიდო

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მი­ვე კა­ტე­გო­რი­ის - სის­ხლის, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მარ­თლის ასამ­დე საქ­მე­ზე არ­სე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­ი­დო გან­ხილ­ვა, -ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას სა­სა­მარ­თლო ავ­რცე­ლებს.

“სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მიერ 2020 წლის 1 დე­კემ­ბრის სხდო­მა­ზე მი­ღე­ბულ იქნა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, კო­რო­ნა­ვირუ­სის (COVID-19) გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ. მი­თი­თე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ის 1-ლი პუნ­ქტის "ა“ და "გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბის თა­ნახ­მად, სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ებ­მა უნდა უზ­რუნ­ველ­ყონ წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ საქ­მე­თა (გარ­და შემ­ჭიდ­რო­ვე­ბულ ვა­დებ­ში გან­სა­ხილ­ვე­ლი საქ­მე­ე­ბი­სა) გან­ხილ­ვის გა­და­დე­ბა საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი საქ­მე­თა გან­ხილ­ვის ვა­დე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ასე­ვე - პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე­თა სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დის­ტან­ცი­უ­რად, ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წე­სით. გარ­და ამი­სა, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მე-2 პუნ­ქტის თა­ნახ­მად, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო წე­სით მო­სა­მარ­თლეს უფ­ლე­ბა მი­ე­ცა - საქ­მის გან­ხილ­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს თა­ვი­სი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი­დან დის­ტან­ცი­უ­რად, ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წე­სით. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცხა­დია, რომ დის­ტან­ცი­უ­რად გა­სა­მარ­თი პრო­ცე­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საქ­მე­ებ­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­რდე­ბა; ასე­ვე გა­იზ­რდე­ბა თი­თო­ე­ულ საქ­მე­ში დის­ტან­ცი­უ­რად ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც. ამ ვი­თა­რე­ბამ დღის წეს­რიგ­ში და­ა­ყე­ნა პრო­ცე­სე­ბის დის­ტან­ცი­უ­რად, შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი წარ­მარ­თვი­სათ­ვის სა­ჭი­რო მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის გა­დამ­ზა­დე­ბის სა­კი­თხი, რაც მო­ი­თხოვს გარ­კვე­ულ რე­სურ­სებ­სა და დროს, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე დიდი სა­სა­მარ­თლოს - თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­სათ­ვის, რო­მელ­შიც სა­მო­სა­მარ­თლო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს 117 მო­სა­მარ­თლე.

ამ­დე­ნად, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მი­ვე კა­ტე­გო­რი­ის - სის­ხლის, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მარ­თლის ასამ­დე საქ­მე­ზე (აღ­ნიშ­ნუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა შე­საძ­ლოა კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­დოს), არ­სე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­ი­დო მათი გან­ხილ­ვა. ეს არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რათა არ მოხ­დეს სხვა­დას­ხვა მო­სა­მარ­თლეს­თან ერ­თდრო­უ­ლად მრა­ვალ საქ­მე­ზე და­ნიშ­ნუ­ლი დის­ტა­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბით ტექ­ნი­კურ-სის­ტე­მუ­რი კო­ლაფ­სი და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ უზ­რუნ­ველ­ყოს ამ რე­კო­მენ­და­ცი­ის სრულ­ყო­ფი­ლად შეს­რუ­ლე­ბა, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ეფექ­ტი­ა­ნად, მათ შო­რის - ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით და­უბ­რკო­ლებ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის საქ­მე­ზე”, - ნათ­ქვა­მია სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

საქალაქო სასამართლო - სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის 100-მდე საქმის განხილვა გადაიდო

საქალაქო სასამართლო - სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის 100-მდე საქმის განხილვა გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სამივე კატეგორიის - სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ასამდე საქმეზე არსებული რეკომენდაციების შესაბამისად, გადაიდო განხილვა, -ამის შესახებ განცხადებას სასამართლო ავრცელებს.

“საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2020 წლის 1 დეკემბრის სხდომაზე მიღებულ იქნა რეკომენდაციები, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სასამართლო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. მითითებული რეკომენდაციის 1-ლი პუნქტის "ა“ და "გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საერთო სასამართლოებმა უნდა უზრუნველყონ წარმოებაში არსებულ საქმეთა (გარდა შემჭიდროვებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა) განხილვის გადადება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმეთა განხილვის ვადების გათვალისწინებით, ასევე - პროცესის მონაწილეთა სასამართლო განხილვაში მონაწილეობა დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. გარდა ამისა, რეკომენდაციების მე-2 პუნქტის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, საგამონაკლისო წესით მოსამართლეს უფლება მიეცა - საქმის განხილვა განახორციელოს თავისი ადგილსამყოფელიდან დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ დისტანციურად გასამართი პროცესების რაოდენობა საქმეებზე მნიშვნელოვნად გაიზრდება; ასევე გაიზრდება თითოეულ საქმეში დისტანციურად ჩართული პირების რაოდენობაც. ამ ვითარებამ დღის წესრიგში დააყენა პროცესების დისტანციურად, შეუფერხებელი წარმართვისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადამზადების საკითხი, რაც მოითხოვს გარკვეულ რესურსებსა და დროს, განსაკუთრებით საქართველოს ყველაზე დიდი სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის, რომელშიც სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს 117 მოსამართლე.

ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სამივე კატეგორიის - სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ასამდე საქმეზე (აღნიშნული რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს), არსებული რეკომენდაციების შესაბამისად, გადაიდო მათი განხილვა. ეს არის აუცილებელი ღონისძიება, რათა არ მოხდეს სხვადასხვა მოსამართლესთან ერთდროულად მრავალ საქმეზე დანიშნული დისტაციური პროცესებით ტექნიკურ-სისტემური კოლაფსი და თბილისის საქალაქო სასამართლომ უზრუნველყოს ამ რეკომენდაციის სრულყოფილად შესრულება, მართლმსაჯულების ეფექტიანად, მათ შორის - ტექნიკური თვალსაზრისით დაუბრკოლებლად განხორციელება ყველა კატეგორიის საქმეზე”, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"რეზო ხარაზი პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა, კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და ამიტომ დავაკავეთ - ბუშტის გაშვებას არავინ უშლით" - აჭარის პოლიციის უფროსი

"მამაკაცს მისი ყოფილი შეყვარებულის დამ ჯერ აგური ჩაარტყა, ამას მოჰყვა გასროლაც" - კლდიაშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალები

"საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და "მისო ინტელექსპრესის" საცავში შეაღწიეს, მოპარულია ფული და ოქრო" - ქუთაისში 2 პირი დააკავეს