სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ცხოველების მეფე! რასაც ლუკაშენკო აკეთებს, ფაშიზმი ჰქვია" - რა ვითარებაა ბელარუსში მასშტაბური პროტესტისა და დაკავებების ფონზე?
"ცხოველების მეფე! რასაც ლუკაშენკო აკეთებს, ფაშიზმი ჰქვია" - რა ვითარებაა ბელარუსში მასშტაბური პროტესტისა და დაკავებების ფონზე?

ბე­ლა­რუს­ში რამ­დე­ნი­მე თვეა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მას­შტა­ბუ­რი და­კა­ვე­ბე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა ОМОН-ელებ­მა ასო­ბით მო­მი­ტინ­გე და­ა­კა­ვეს, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­რი­ტა­რი ლი­დე­რის, ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კოს გა­დად­გო­მას ითხო­ვენ... გუ­შინ ბე­ლა­რუ­სის შსს-მ და­ა­დას­ტუ­რა, რომ 29 ნო­ემ­ბრის საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბის მო­ნა­წი­ლე­თა წი­ნა­აღ­მდეგ, უშიშ­რო­ე­ბის ძა­ლებ­მა “სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი” გა­მო­ი­ყე­ნეს.

მინ­სკსა და ბე­ლა­რუ­სის არა­ერთ დიდ ქა­ლაქ­ში, აქ­ცი­ე­ბი 9 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ მიმ­დი­ნა­რე­ობს, მას შემ­დეგ, რაც ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კო გა­მო­ა­ცხა­და, მინ­სკში ხალ­ხმრა­ვა­ლი დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი და­ი­წყო, დე­მონ­სტრან­ტე­ბი ლუ­კა­შენ­კოს წას­ვლა­სა და ახალ არ­ჩევ­ნებს მო­ი­თხო­ვენ.

სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კე­რის, ვოლ­ჰა ჩა­მა­და­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ად­გი­ლობ­რივ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა დე­მონ­სტრან­ტთა და­საშ­ლე­ლად გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გას­რო­ლე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, რა­საც ცრემლსა­დე­ნი გაზი და გა­მაყ­რუ­ე­ბე­ლი ყუმ­ბა­რე­ბი მოჰ­ყვა. მი­სი­ვე თქმით, მა­სობ­რი­ვი თავ­შეყ­რის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვის­თვის აქ­ცი­ის 313 მო­ნა­წი­ლეა და­კა­ვე­ბუ­ლი.

თუმ­ცა, ბე­ლა­რუ­სის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ცნო­ბით, 29 ნო­ემ­ბერს დე­მონ­სტრან­ტთა დაშ­ლი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 400-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­ა­კა­ვეს. მათი ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი მინ­სკში აიყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, და­კა­ვე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სხვა ქა­ლა­ქებ­შიც.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, მი­ლი­ცი­ამ კვი­რას ოპო­ზი­ცი­ის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს პრე­ზი­დი­უ­მის წევ­რი, დმიტ­რი კრუ­კი და­ა­კა­ვა. სა­და­ვო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მიმ­დი­ნა­რე მუდ­მი­ვი აქ­ცი­ე­ბის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დარ­ღვე­ვის, მათ­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის არა­ერ­თი მსხვერ­პლის ფონ­ზე, ევ­რო­კავ­შირ­მა ბე­ლა­რუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბის სას­ტი­კი ჩახ­შო­ბის გამო სან­ქცი­ე­ბი გა­ა­ფარ­თო­ვა.

უფრო ადრე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან აგ­ვის­ტოს სა­და­ვო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ევ­რო­კავ­შირ­მა ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენტს ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო­სა და მისი კლა­ნის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლობ­საც და­უ­წე­სეს სან­ქცი­ე­ბი, რათა რეპ­რე­სი­ე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა ეს წნე­ხი ლუ­კა­შენ­კოს რე­ჟიმ­ზე არ ასა­ხუ­ლა, ის და­კა­ვე­ბებს ძვე­ლე­ბუ­რად გა­ნაგ­რძობს.

ცნო­ბი­ლია, რომ საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბის დროს, პო­ლი­ცი­ის ძა­ლა­დო­ბას არა­ერ­თი პირი ემსხვერ­პლა, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ად­გი­ლობ­რი­ვი ბლო­გე­რე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მათი წა­მე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ. ოპო­ზი­ცი­ის დიდი ნა­წი­ლი სა­პა­ტიმ­რო­ებ­შია, უამ­რავ­მა კი, ქვე­ყა­ნა რეპ­რე­სი­ე­ბის გამო და­ტო­ვა.

ცი­ხა­ნოვ­სკა­ი­ას პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რა სურს

ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერთი ლი­დერ­მა, სვეტ­ლა­ნა ცი­ხა­ნოვ­სკა­ი­ამ, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ბე­ლა­რუ­სი და­ტო­ვა, რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა. მისი თქმით, ბე­ლა­რუსს მის მნიშ­ვნე­ლო­ვან მე­ზო­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სჭირ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, "გვსურს მო­ვის­მი­ნოთ რუ­სე­თის პო­ზი­ცია ბე­ლა­რუ­სის სა­კი­თხზე და მო­მა­ვალ­შიც გან­ვაგ­რძობთ ურ­თი­ერ­თო­ბას. ბე­ლა­რუ­სე­ბი ძა­ლი­ან ელო­დე­ბი­ან ახალ კავ­შირს, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ლუ­კა­შენ­კოს რე­ჟი­მის მხარ­დამ­ჭე­რა" - აცხა­დებს ცი­ხა­ნოვ­სკა­ია.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მინ­სკში რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი ჩა­ვი­და, ლუ­კა­შენ­კოს პუ­ტი­ნის სა­ლა­მი გა­დას­ცა და ბე­ლა­რუ­სის მმარ­თველ­თან, კი­დევ ისა­უბ­რა რუ­სე­თის პო­ზი­ცი­ა­ზე "ბე­ლა­რუს­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში და­სავ­ლე­თის ინ­ტე­რეს­თან" და­კავ­ში­რე­ბით.

კრემ­ლის მხრი­დან ბე­ლა­რუ­სის შიდა საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვა უკი­დუ­რე­სად აღი­ზი­ა­ნებთ ად­გი­ლობ­რი­ვებს. ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ყვე­ლა ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­თან და­ახ­ლო­ე­ვე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, ქვეყ­ნის­თვის უკან დაბ­რუ­ნე­ბის ტოლ­ფა­სია.

ცი­ხა­ნოვ­სკა­ია ბა­ი­დენ­თან შეხ­ვედ­რა­ზეც სა­უბ­რობს

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ზუს­ტდე­ბა დრო, თუ რო­დის შეხ­ვდე­ბა ჯო ბა­ი­დე­ნი ბე­ლა­რუ­სის ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერთ ლი­დერს. და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში კი იუ­წყე­ბი­ან, რომ პე­ზი­დენ­ტის გა­რე­მოც­ვა შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ადას­ტუ­რებს.

novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი გა­სულ შა­ბათს, სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 29 940 ადა­მი­ა­ნის და­კა­ვე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ. შა­ბათ-კვი­რას გა­მარ­თულ მას­შტა­ბურ აქ­ცი­ა­ზე, ОМОН -ის წევ­რე­ბი მო­მი­ტინ­გე­ებს სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ და დი­ლა­ო­ბით, პირ­და­პირ სა­კუ­თარ ეზო­ებ­სა და სა­დარ­ბა­ზო­ებ­ში აკა­ვებ­დნენ.

"ОМОН-ში ყვე­ლა ავია, ბე­ლა­რუს­ში კი, ყვე­ლა მა­მა­ცია, რაც ამ ვი­თა­რე­ბა­ში უმ­თავ­რე­სია. მინ­სკე­ლი ბი­ჭე­ბი ხმის ამო­უ­ღებ­ლად წე­ვენ ხე­ლებს, გო­გო­ნე­ბი კი, მშვი­დად მიყ­ვე­ბი­ან გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში... არ და­ვიღ­ლე­ბით, არ გავ­ჩერ­დე­ბით და არ მოგ­ვი­წყდე­ბა ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას გა­მო­ვი­დეთ და და­ვიც­ვათ ჩვე­ნი უკე­თე­სი მო­მა­ვა­ლი. ან ახლა შევ­ცვლით, ან კი­დევ დიდ­ხანს არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა...

ახლა ზამ­თა­რი მო­დის და იმე­დი აქვთ, რომ სი­ცი­ვე შეგ­ვა­ჩე­რებს, ამ ტალ­ღას ვე­რა­ფე­რი შე­ა­ჩე­რებს, რად­გან ერთ მხა­რეს დგას ლუ­კა­შენ­კო და მისი სის­ხლი­ა­ნი მი­ლი­ცია, მე­ო­რე მხა­რეს კი და­ნარ­ჩე­ნი ბე­ლა­რუ­სი... ჩვენ აქ ვიდ­გე­ბით და ვიდ­გე­ბით იქამ­დე, ვიდ­რე დიქ­ტა­ტო­რი ლუ­კა­შენ­კო არ წავა!.. ცხო­ვე­ლე­ბის მეფე!.. ლუ­კა­შენ­კო რა­საც ბე­ლა­რუსს უკე­თებს, ფა­შიზ­მი ჰქვია" - ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ნო­ემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში, მხატ­ვა­რი რო­მა­ნი მოკ­ლეს.

"ის ქუ­ჩა­ში გა­ვი­და, რათა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ გავ­ლე­ბუ­ლი ლენ­ტე­ბი ჩა­ეხ­სნა. სწო­რედ მა­შინ ის მი­ლი­ცი­ის და ОМОН -ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სიკ­ვდი­ლამ­დე სცე­მეს. რო­მა­ნი მე­ო­რე დღეს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გარ­და­იც­ვა­ლა... ლუ­კა­შენ­კოს ბან­და კი ქა­ლაქ­ში და­სე­ირ­ნობს... მის საქ­მე­ში ბე­ლა­რუ­სის ფე­დე­რა­ცი­ის ჰო­კე­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი დმიტ­რი ბას­კო­ვი და კრივ­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი დმიტ­რის შა­კუ­ტუს კვა­ლი იკ­ვე­თე­ბა...”- წერს გა­მო­ცე­მა, რომ­ლის ცნო­ბი­თაც ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ლუ­კა­შენ­კოს მი­ლი­ცია ადა­მი­ა­ნებს კლავს.

მთა­ვა­რი ფოტო: novayagazeta.ru

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ცხოველების მეფე! რასაც ლუკაშენკო აკეთებს, ფაშიზმი ჰქვია" - რა ვითარებაა ბელარუსში მასშტაბური პროტესტისა და დაკავებების ფონზე?

"ცხოველების მეფე! რასაც ლუკაშენკო აკეთებს, ფაშიზმი ჰქვია" - რა ვითარებაა ბელარუსში მასშტაბური პროტესტისა და დაკავებების ფონზე?

ბელარუსში რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციები მასშტაბური დაკავებების ფონზე მიმდინარეობს. ბოლო რამდენიმე დღეა ОМОН-ელებმა ასობით მომიტინგე დააკავეს, რომლებიც ავტორიტარი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ... გუშინ ბელარუსის შსს-მ დაადასტურა, რომ 29 ნოემბრის საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა წინააღმდეგ, უშიშროების ძალებმა “სპეციალური საშუალებები” გამოიყენეს.

მინსკსა და ბელარუსის არაერთ დიდ ქალაქში, აქციები 9 აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკო გამოაცხადა, მინსკში ხალხმრავალი დემონსტრაციები დაიწყო, დემონსტრანტები ლუკაშენკოს წასვლასა და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.

სამინისტროს პრესსპიკერის, ვოლჰა ჩამადანავას განცხადებით, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა დემონსტრანტთა დასაშლელად გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელეს, რასაც ცრემლსადენი გაზი და გამაყრუებელი ყუმბარები მოჰყვა. მისივე თქმით, მასობრივი თავშეყრის შესახებ კანონის დარღვევისთვის აქციის 313 მონაწილეა დაკავებული.

თუმცა, ბელარუსის, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების ცნობით, 29 ნოემბერს დემონსტრანტთა დაშლისას სამართალდამცველებმა 400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ავტორიტეტული გამოცემების ჟურნალისტები დააკავეს. მათი ძირითადი ნაწილი მინსკში აიყვანეს, თუმცა, დაკავებები მიმდინარეობდა სხვა ქალაქებშიც.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მილიციამ კვირას ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, დმიტრი კრუკი დააკავა. სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე მუდმივი აქციების, ადამიანის უფლებათა დარღვევის, მათზე ფიზიკური ძალადობის არაერთი მსხვერპლის ფონზე, ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების სასტიკი ჩახშობის გამო სანქციები გააფართოვა.

უფრო ადრე, ხელისუფლების მხრიდან აგვისტოს სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოსა და მისი კლანის სხვა წარმომადგენლობსაც დაუწესეს სანქციები, რათა რეპრესიები შეჩერებულიყო, თუმცა ეს წნეხი ლუკაშენკოს რეჟიმზე არ ასახულა, ის დაკავებებს ძველებურად განაგრძობს.

ცნობილია, რომ საპროტესტო გამოსვლების დროს, პოლიციის ძალადობას არაერთი პირი ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი დააკავეს. ადგილობრივი ბლოგერები და ჟურნალისტები მათი წამების შესახებ საუბრობენ. ოპოზიციის დიდი ნაწილი საპატიმროებშია, უამრავმა კი, ქვეყანა რეპრესიების გამო დატოვა.

ციხანოვსკაიას პუტინთან შეხვედრა სურს

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, ბელარუსი დატოვა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. მისი თქმით, ბელარუსს მის მნიშვნელოვან მეზობელთან ურთიერთობის შენარჩუნება სჭირდება, შესაბამისად, "გვსურს მოვისმინოთ რუსეთის პოზიცია ბელარუსის საკითხზე და მომავალშიც განვაგრძობთ ურთიერთობას. ბელარუსები ძალიან ელოდებიან ახალ კავშირს, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდამჭერა" - აცხადებს ციხანოვსკაია.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდა, ლუკაშენკოს პუტინის სალამი გადასცა და ბელარუსის მმართველთან, კიდევ ისაუბრა რუსეთის პოზიციაზე "ბელარუსში მიმდინარე პროცესებში დასავლეთის ინტერესთან" დაკავშირებით.

კრემლის მხრიდან ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევა უკიდურესად აღიზიანებთ ადგილობრივებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც რუსეთთან დაახლოევებას ემსახურება, ქვეყნისთვის უკან დაბრუნების ტოლფასია.

ციხანოვსკაია ბაიდენთან შეხვედრაზეც საუბრობს

ადგილობრივი მედიის ცნობით, ზუსტდება დრო, თუ როდის შეხვდება ჯო ბაიდენი ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს. დასავლურ მედიაში კი იუწყებიან, რომ პეზიდენტის გარემოცვა შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

novayagazeta.ru-ს ცნობით, უფლებადამცველები გასულ შაბათს, სამი თვის განმავლობაში 29 940 ადამიანის დაკავებაზე საუბრობენ. შაბათ-კვირას გამართულ მასშტაბურ აქციაზე, ОМОН -ის წევრები მომიტინგეებს სასტიკად უსწორდებოდნენ და დილაობით, პირდაპირ საკუთარ ეზოებსა და სადარბაზოებში აკავებდნენ.

"ОМОН-ში ყველა ავია, ბელარუსში კი, ყველა მამაცია, რაც ამ ვითარებაში უმთავრესია. მინსკელი ბიჭები ხმის ამოუღებლად წევენ ხელებს, გოგონები კი, მშვიდად მიყვებიან განყოფილებაში... არ დავიღლებით, არ გავჩერდებით და არ მოგვიწყდება ყოველ შაბათ-კვირას გამოვიდეთ და დავიცვათ ჩვენი უკეთესი მომავალი. ან ახლა შევცვლით, ან კიდევ დიდხანს არაფერი შეიცვლება...

ახლა ზამთარი მოდის და იმედი აქვთ, რომ სიცივე შეგვაჩერებს, ამ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, რადგან ერთ მხარეს დგას ლუკაშენკო და მისი სისხლიანი მილიცია, მეორე მხარეს კი დანარჩენი ბელარუსი... ჩვენ აქ ვიდგებით და ვიდგებით იქამდე, ვიდრე დიქტატორი ლუკაშენკო არ წავა!.. ცხოველების მეფე!.. ლუკაშენკო რასაც ბელარუსს უკეთებს, ფაშიზმი ჰქვია" - ამბობენ ადგილობრივები გამოცემასთან საუბარში.

მათივე ცნობით, ნოემბრის შუა რიცხვებში, მხატვარი რომანი მოკლეს.

"ის ქუჩაში გავიდა, რათა სამართალდამცველების მიერ გავლებული ლენტები ჩაეხსნა. სწორედ მაშინ ის მილიციის და ОМОН -ის თანამშრომლებმა სიკვდილამდე სცემეს. რომანი მეორე დღეს რეანიმაციაში გარდაიცვალა... ლუკაშენკოს ბანდა კი ქალაქში დასეირნობს... მის საქმეში ბელარუსის ფედერაციის ჰოკეის ხელმძღვანელი დმიტრი ბასკოვი და კრივში მსოფლიოს ჩემპიონი დმიტრის შაკუტუს კვალი იკვეთება...”- წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ლუკაშენკოს მილიცია ადამიანებს კლავს.

მთავარი ფოტო: novayagazeta.ru

"სომხეთი ან მთლიანად უნდა განადგურებულიყო ან ფაშინიანს ხელი უნდა მოეწერა, ვისი რა საქმეა? ყველამ საკუთარ საქმეს მიხედოს" - ალიევი

ვინ და როგორ მოკლა "ირანის ბირთვული პროგრამის მამა", მეცნიერი, რომელიც საიდუმლო პროგრამას ხელმძღვანელობდა - ირანის მუქარა და ბრალდებები ისრაელს

კიმ ჩენ ინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა გაიკეთა - რა ინფორმაციას ავრცელებს ამერიკელი ექსპერტი