მომღერალი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ქალთა ტრიოში სიმღერის განსხვავებული მიმართულების ფუძემდებელი გიული დარახველიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დარახველიძემ სტუდენტობის წლებში ჩამოაყალიბა გიტარისტთა ანსამბლი. მუშაობდა თეატრალურ უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებლად. მის მიერ დაწერილი სიმღერა “ფიფქებო” საახალწლო სიმღერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.
ბებიის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოსტს "ფეისბუქზე" მისი შვილიშვილი ირინა გელაშვილი წერს.
"სულ ამ დღისთვის გვამზადებდა, მაგრამ მაინც მოუმზადებლები შევხვდით. სულ მამეორებინებდა მის პანაშვიდებზე რა მუსიკა უნდა ჩაგვერთო, ვის რა უნდა გაგვეკეთებინა და როგორ უნდა დაგვეკრძალა... სამწუხაროდ ბევრი რაღაცის გაკეთებას ვერ ვახერხებთ, იმის გამო რომ პანდემიაა... მან კორონა დაამარცხა, მაგრამ სიბერე ვერა...
ხვალ გავაცილებთ სამუდამოდ... ვისაც გაცილება გინდათ, ხვალ, სამშაბათს 12 სათიდან ვაკის სამებაში იქნება ...
ძალიან რთულა ჩემთვის მასზე რაიმეს დაწერა, ვერც ერთი სიტყვა გამოხატავს იმას რაც ამ ქალმა დატოვა ჩემში და ზოგადად ამ ქვეყნად, ამიტომ უბრალოდ ვიტყვი, მე აღარ მყავს ბებია ... "- წერს გელაშვილი.
სამწუხაროა! ნათელში იყოს. სიმღერა კი სამარადისოდ დარჩება.
კორონა დაამარცხა სიბერე ვერა რას ნიშნავს? ,,გამოჯანმრთელებული" კორონასგან პირობითად ეძახიან თორე იმდენ ცუდ რაღაცას ტოვებს ამას გამოჯანმრთელება არ ქვია, ფაქტიურად ანგრევს ადამიანს, გამოჯანმრთელება არ ნიშნავს რომ კარგად არის ყველაფერი ორგანიზმში, ზოგ შემთხვევაში კოვიდის შემდგომი პერიოდიც უმძიმესია იმდენი სიმპტომს უტოვებს ადამიანს, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს