სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"აღარა გვყავს ზუგდიდის მშვენება, სამეგრელოს საამაყო შვილი...  კორონავირუსი მასაც მოერია" - ქალი, რომელიც დააკლდა ქალაქს და ქვეყანას
"აღარა გვყავს ზუგდიდის მშვენება, სამეგრელოს საამაყო შვილი...  კორონავირუსი მასაც მოერია" - ქალი, რომელიც დააკლდა ქალაქს და ქვეყანას

მისი დარი, ერ­თდრო­უ­ლად - ხა­ლი­სი­ა­ნი, ენერ­გი­უ­ლი, ბო­ბო­ქა­რი, მა­მა­ცი, გამ­ტა­ნი, თავ­გან­წი­რუ­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი, საქ­მი­ა­ნი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და მუ­დამ ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა­ში იშ­ვი­ა­თად თუ შემ­ხვედ­რია... ასა­კიც არას­დროს მი­კი­თხავს - ისე­თი სუ­ლის იყო, ბევრ ახალ­გაზ­რდას რომ არ გა­აჩ­ნია...

14 სექ­ტემ­ბერს გან­მუ­ხურ­ში ვი­ყა­ვით ერ­თად. რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, უკა­ნას­კნე­ლად თუ ვხე­დავ­დი... ზუს­ტად ორი თვის შემ­დეგ, 14 ნო­ემ­ბერს მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა ელ­და­სა­ვით იყო... სას­ტი­კი კო­რო­ნა­ვირუ­სი მა­საც მო­ე­რია, აჯო­ბა.

ზუგ­დი­დის მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რის - ნი­ნე­ლი ჭი­თა­ნა­ვას გაც­ნო­ბა წლე­ბის წინ, ზუგ­დიდ­ში ჩემს პირ­ველ სტუმ­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, დღემ­დე უტ­კბი­ლესს, გა­უ­ხუ­ნარ მო­გო­ნე­ბად რომ დამ­რჩა. რაც ზუგ­დიდ­სა და მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლის სტუ­დია "რიბი-რა­ბოს“ ხელ­მძღვა­ნელს, კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე­სა და ჩემს უახ­ლო­ეს მე­გო­ბარს ნინო მამ­ფო­რი­ას ვიც­ნობ, იმ­დე­ნი ხნი­საა ჩემი და ნი­ნე­ლის ნაც­ნო­ბო­ბა-ახ­ლობ­ლო­ბაც... ჰოდა, სწო­რედ იმ "ჩე­მე­უ­ლი“ - გა­მორ­ჩე­უ­ლად ძვირ­ფა­სი ზუგ­დი­დის ნა­წი­ლია ნი­ნე­ლი და იმი­ტო­მაც მეტ­კი­ნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად... ყვე­ლას ეტ­კი­ნა, მისი მე­გობ­რე­ბის­თვის კი ეს უდი­დეს ტრა­გე­დი­ად იქცა - ყვე­ლა და­ა­მუნ­ჯა!

უსა­ზღვროდ ბევ­რი ცრემ­ლი გა­ა­ყო­ლეს უკა­ნას­კნელ გზა­ზე ნი­ნე­ლი ჭი­თა­ნა­ვას ზუგ­დი­დე­ლებ­მა და - არა მარ­ტო მათ. ამ გა­მორ­ჩე­ულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ზღვა სიყ­ვა­რუ­ლი აჩუ­ქა სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს. თა­ვად ოჯა­ხი არ ჰყავ­და, მაგ­რამ იმ­დე­ნი თა­ო­ბა აღ­ზარ­და, მისი მოს­წავ­ლე­ე­ბის შვი­ლებს კი არა, უკვე შვი­ლიშ­ვი­ლებ­საც თავს ევ­ლე­ბო­და სა­სახ­ლე­ში. ამი­ტომ უჭი­რი­სუფ­ლა ყვე­ლამ ერ­თად და ისეთ სი­ტყვებს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, თით­ქოს გზას უნა­თებ­დნენ სა­მუ­და­მო სა­სუ­ფე­ველ­ში და­სამ­კვიდ­რებ­ლად.

მიშა (მი­ხე­ილ) ბუ­ა­ძე:

"და­მაკ­ლდე­ბა... და­მაკ­ლდე­ბა ომა­ხი­ა­ნი სი­ცი­ლი დარ­ბა­ზი­დან ისეთ იუ­მორ­ზე, რა­საც ბევ­რი ვერ "ხარ­შავ­და" და ნი­ნე­ლი მასწ.-ს არა­სო­დეს გა­მო­ე­პა­რე­ბო­და! მისი ტა­შიც სხვაგ­ვა­რად ქუხ­და! და­მაკ­ლდე­ბა ის ღი­მი­ლი­ა­ნი და ომა­ხი­ა­ნი სა­ლა­მი, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ე­რი ცუდი გან­წყო­ბის რა­დი­კა­ლუ­რად შე­მობ­რუ­ნე­ბა შე­ეძ­ლო! და­მაკ­ლდე­ბა ბნე­ლი 90-ია­ნე­ბის თბი­ლი და ნა­თე­ლი სა­სახ­ლის თბი­ლი და ხა­ლა­სი დი­რექ­ტო­რი. და­მაკ­ლდე­ბა გა­მო­სა­ცო­ცხლე­ბე­ლი და გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი "მი­გა­სიკ­ვდი­ლებ!" კი­დევ ბევ­რი რამ და­მაკ­ლდე­ბა! ქა­ლაქს კი და­აკ­ლდა კულ­ტუ­რის ბურ­ჯი. ყვე­ლაფ­რის­თვის დიდი მად­ლო­ბა მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტორს - ნი­ნე­ლი ჭი­თა­ნა­ვას!"

ირაკ­ლი გვა­სა­ლია, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"თვა­ლე­ბი ჰქონ­და "ნი­ნე­ლი გამ­ზრდელს" გან­სხვა­ვე­ბუ­ლი... მზე­რა ჰქონ­და ჩა­მა­ფიქ­რე­ბე­ლი... შე­მოგ­ხე­დავ­და თუ, არა, მიხ­ვდე­ბო­დი, რომ მის თვა­ლებ­ში იგ­რძნო­ბო­და სევ­და, ტკი­ვი­ლი, მაგ­რამ, ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­ხა­რუ­ლის ელ­ფერს ჰქონ­და და­ფა­რუ­ლი... სწყინ­და ხოლ­მე, “ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნე­ლის“ რომ ვე­ძახ­დი, - მე ირაკ­ლის გე­ძა­ხი და შენც სა­ხე­ლით ან მას­წავ­ლებ­ლო­თი მომ­მარ­თეო... როცა მე­ცა­დი­ნე­ო­ბა­ზე მივ­დი­ო­დი ჩემს სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რა­ზე ვი­ცი­ნო­დით. შემ­დეგ კროს­ვორ­დებს ვავ­სებ­დით... ისე­თი სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ის მო­მენ­ტი, რომ არ ვიცი. ერთ-ერთ და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე, თვი­თონ რომ მა­ჯილ­დო­ებ­და, მი­თხრა, - სი­ხა­რუ­ლით, სი­ა­მა­ყით და წარ­მა­ტე­ბით გევ­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტი­კის გზა­ზე, შე­გექ­მნას სა­კუ­თა­რი გა­და­ცე­მა და შემ­დეგ მე დამ­პა­ტი­ჟებ­დე მან­დო. - რა თქმა უნდა, მას-მეთ­ქი... ეჰ... ვერ მო­ეს­წრო, ჩემი წარ­მა­ტე­ბის გზის­თვის სი­ხა­რუ­ლით ცრემ­ლი­ა­ნი სა­ხით ეც­ქი­რა... ვერც იმას მო­ეს­წრო, მე რომ გა­და­ცე­მას გა­ვა­კე­თებ­დი და იქ მო­ვიწ­ვევ­დი..."

ზუ­რაბ კვა­რა­ცხე­ლია, ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ვე­ტე­რა­ნი:

"აღა­რა გვყავს ზუგ­დი­დის მშვე­ნე­ბა. აღა­რა გვყავს სა­მეგ­რე­ლოს სა­ა­მა­ყო შვი­ლი. აღა­რა გვყავს ქალი ლე­გენ­და და პო­ზი­ტი­ვი. მარ­თლა არ ვიცი, რო­გორ ამოვ­თქვა ჩემი წუ­ხი­ლი. არ მი­ნა­ხავს ადა­მი­ა­ნი, ვინც მას იც­ნობ­და და მის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მით და სიყ­ვა­რუ­ლით არ ყო­ფი­ლი­ყო გან­მსჭვა­ლუ­ლი... ის იყო მის მიერ გა­მოზ­რდი­ლი თა­ო­ბე­ბის კერ­პი. ის უყ­ვარ­დათ და მას აღ­მერ­თებ­დნენ ზუგ­დი­დე­ლე­ბი და არა მხო­ლოდ ზუგ­დი­დე­ლე­ბი. ჰოდა, ესაა ბედ­ნი­ე­რე­ბა... უდი­დე­სია მისი ღვაწ­ლი ზუგ­დი­დის კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცხოვ­რე­ბა­ში და გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, მგო­ნია, რომ ამ სფე­რო­ში ის ნამ­დვი­ლად შე­უც­ვლე­ლია. ვერ და­ვი­ვი­წყებ ნი­ნე­ლი ჭი­თა­ნა­ვას მუდ­მივ თა­ნად­გო­მას, ტრა­დი­ცი­უ­ლად, 29 მა­ისს მეგ­რუ­ლი დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში. ამის­თვის დიდი მად­ლო­ბა, ჩემო დაო და ჩემო მე­გო­ბა­რო".

ზუგ­დი­დელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ქა­ლა­ქის მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­სახ­ლის­თვის ნი­ნე­ლი ჭი­თა­ნა­ვას სა­ხე­ლის მი­ნი­ჭე­ბას მო­ი­თხო­ვა და, ვფიქ­რობ, სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც.

მისი დაკ­რძალ­ვის დღეს ზუგ­დი­დის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იტყო­ბი­ნე­ბოდ­ნენ, რომ "ზუგ­დი­დი გა­მო­ე­თხო­ვა თა­ვის საყ­ვა­რელ შვილს, ქა­ლა­ქის კო­ლო­რიტს... პრო­ცე­სია, რო­მელ­მაც ნი­ნე­ლი ჭი­თა­ნა­ვა გა­ა­ცი­ლა, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი იყო ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი კო­რო­ნა­პან­დე­მი­ის გამო, მაგ­რამ მის­მა მე­გობ­რებ­მა მა­ინც შეძ­ლეს მის­თვის თბი­ლი სი­ტყვის თქმა და ბოლო გზა­ზე ტა­შის მი­ძღვნა, ღირ­სე­უ­ლად გავ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის. ზუგ­დი­დი არას­დროს და­ი­ვი­წყებს ადა­მი­ანს, ვინც მას თა­ო­ბე­ბი აღუ­ზარ­და…"

სა­ო­ცა­რია ცხოვ­რე­ბა - ასე მგო­ნია, ნი­ნე­ლი ჭი­თა­ნა­ვას ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და­ა­ვა­დე­ბა ვე­რას­დროს მო­ე­რე­ო­და; და რომ არა მსოფ­ლი­ოს პან­დე­მია, ვერც მისი დაკ­რძალ­ვის პრო­ცე­სია იქ­ნე­ბო­და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი - მისი ბო­ბო­ქა­რი ბუ­ნე­ბა ამას ვერ და­უშ­ვებ­და!

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
47

ეს ქვეყნის დანაკლისია.... საშინელებაა... როგორ ვერაფერი გააკეთა ამ მკვდრადშობილმა მთავრობამ, რომ პანდემიას მეტ-ნაკლებად მომზადებულები დავხვედროდით :(((((((((((((((((

გიორგი-11
20

ძალიან სამწუხაროა... მიტინგების დამსახურებაა დიდ წილად...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"აღარა გვყავს ზუგდიდის მშვენება, სამეგრელოს საამაყო შვილი...  კორონავირუსი მასაც მოერია" - ქალი, რომელიც დააკლდა ქალაქს და ქვეყანას

"აღარა გვყავს ზუგდიდის მშვენება, სამეგრელოს საამაყო შვილი...  კორონავირუსი მასაც მოერია" - ქალი, რომელიც დააკლდა ქალაქს და ქვეყანას

მისი დარი, ერთდროულად - ხალისიანი, ენერგიული, ბობოქარი, მამაცი, გამტანი, თავგანწირული, სამართლიანი, საქმიანი, პროფესიონალი და მუდამ ახალგაზრდა ადამიანი ცხოვრებაში იშვიათად თუ შემხვედრია... ასაკიც არასდროს მიკითხავს - ისეთი სულის იყო, ბევრ ახალგაზრდას რომ არ გააჩნია...

14 სექტემბერს განმუხურში ვიყავით ერთად. რას წარმოვიდგენდი, უკანასკნელად თუ ვხედავდი... ზუსტად ორი თვის შემდეგ, 14 ნოემბერს მისი გარდაცვალება ელდასავით იყო... სასტიკი კორონავირუსი მასაც მოერია, აჯობა.

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის დირექტორის - ნინელი ჭითანავას გაცნობა წლების წინ, ზუგდიდში ჩემს პირველ სტუმრობას უკავშირდება, დღემდე უტკბილესს, გაუხუნარ მოგონებად რომ დამრჩა. რაც ზუგდიდსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სტუდია "რიბი-რაბოს“ ხელმძღვანელს, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილესა და ჩემს უახლოეს მეგობარს ნინო მამფორიას ვიცნობ, იმდენი ხნისაა ჩემი და ნინელის ნაცნობობა-ახლობლობაც... ჰოდა, სწორედ იმ "ჩემეული“ - გამორჩეულად ძვირფასი ზუგდიდის ნაწილია ნინელი და იმიტომაც მეტკინა განსაკუთრებულად... ყველას ეტკინა, მისი მეგობრებისთვის კი ეს უდიდეს ტრაგედიად იქცა - ყველა დაამუნჯა!

უსაზღვროდ ბევრი ცრემლი გააყოლეს უკანასკნელ გზაზე ნინელი ჭითანავას ზუგდიდელებმა და - არა მარტო მათ. ამ გამორჩეულმა ქალბატონმა წლების განმავლობაში ზღვა სიყვარული აჩუქა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს. თავად ოჯახი არ ჰყავდა, მაგრამ იმდენი თაობა აღზარდა, მისი მოსწავლეების შვილებს კი არა, უკვე შვილიშვილებსაც თავს ევლებოდა სასახლეში. ამიტომ უჭირისუფლა ყველამ ერთად და ისეთ სიტყვებს ეუბნებოდნენ, თითქოს გზას უნათებდნენ სამუდამო სასუფეველში დასამკვიდრებლად.

მიშა (მიხეილ) ბუაძე:

"დამაკლდება... დამაკლდება ომახიანი სიცილი დარბაზიდან ისეთ იუმორზე, რასაც ბევრი ვერ "ხარშავდა" და ნინელი მასწ.-ს არასოდეს გამოეპარებოდა! მისი ტაშიც სხვაგვარად ქუხდა! დამაკლდება ის ღიმილიანი და ომახიანი სალამი, რომელსაც ნებისმიერი ცუდი განწყობის რადიკალურად შემობრუნება შეეძლო! დამაკლდება ბნელი 90-იანების თბილი და ნათელი სასახლის თბილი და ხალასი დირექტორი. დამაკლდება გამოსაცოცხლებელი და გამამხნევებელი "მიგასიკვდილებ!" კიდევ ბევრი რამ დამაკლდება! ქალაქს კი დააკლდა კულტურის ბურჯი. ყველაფრისთვის დიდი მადლობა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორს - ნინელი ჭითანავას!"

ირაკლი გვასალია, ჟურნალისტი:

"თვალები ჰქონდა "ნინელი გამზრდელს" განსხვავებული... მზერა ჰქონდა ჩამაფიქრებელი... შემოგხედავდა თუ, არა, მიხვდებოდი, რომ მის თვალებში იგრძნობოდა სევდა, ტკივილი, მაგრამ, ეს ყველაფერი სიხარულის ელფერს ჰქონდა დაფარული... სწყინდა ხოლმე, “ქალბატონო ნინელის“ რომ ვეძახდი, - მე ირაკლის გეძახი და შენც სახელით ან მასწავლებლოთი მომმართეო... როცა მეცადინეობაზე მივდიოდი ჩემს სიარულის მანერაზე ვიცინოდით. შემდეგ კროსვორდებს ვავსებდით... ისეთი სასიამოვნო იყო ის მომენტი, რომ არ ვიცი. ერთ-ერთ დაჯილდოებაზე, თვითონ რომ მაჯილდოებდა, მითხრა, - სიხარულით, სიამაყით და წარმატებით გევლოს ჟურნალისტიკის გზაზე, შეგექმნას საკუთარი გადაცემა და შემდეგ მე დამპატიჟებდე მანდო. - რა თქმა უნდა, მას-მეთქი... ეჰ... ვერ მოესწრო, ჩემი წარმატების გზისთვის სიხარულით ცრემლიანი სახით ეცქირა... ვერც იმას მოესწრო, მე რომ გადაცემას გავაკეთებდი და იქ მოვიწვევდი..."

ზურაბ კვარაცხელია, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი:

"აღარა გვყავს ზუგდიდის მშვენება. აღარა გვყავს სამეგრელოს საამაყო შვილი. აღარა გვყავს ქალი ლეგენდა და პოზიტივი. მართლა არ ვიცი, როგორ ამოვთქვა ჩემი წუხილი. არ მინახავს ადამიანი, ვინც მას იცნობდა და მის მიმართ პატივისცემით და სიყვარულით არ ყოფილიყო განმსჭვალული... ის იყო მის მიერ გამოზრდილი თაობების კერპი. ის უყვარდათ და მას აღმერთებდნენ ზუგდიდელები და არა მხოლოდ ზუგდიდელები. ჰოდა, ესაა ბედნიერება... უდიდესია მისი ღვაწლი ზუგდიდის კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრებაში და გულწრფელად გითხრათ, მგონია, რომ ამ სფეროში ის ნამდვილად შეუცვლელია. ვერ დავივიწყებ ნინელი ჭითანავას მუდმივ თანადგომას, ტრადიციულად, 29 მაისს მეგრული დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ორგანიზებაში. ამისთვის დიდი მადლობა, ჩემო დაო და ჩემო მეგობარო".

ზუგდიდელმა საზოგადოებამ ქალაქის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლისთვის ნინელი ჭითანავას სახელის მინიჭებას მოითხოვა და, ვფიქრობ, სამართლიანადაც.

მისი დაკრძალვის დღეს ზუგდიდის საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ, რომ "ზუგდიდი გამოეთხოვა თავის საყვარელ შვილს, ქალაქის კოლორიტს... პროცესია, რომელმაც ნინელი ჭითანავა გააცილა, მოკრძალებული იყო ქვეყანაში არსებული კორონაპანდემიის გამო, მაგრამ მისმა მეგობრებმა მაინც შეძლეს მისთვის თბილი სიტყვის თქმა და ბოლო გზაზე ტაშის მიძღვნა, ღირსეულად გავლილი ცხოვრებისთვის. ზუგდიდი არასდროს დაივიწყებს ადამიანს, ვინც მას თაობები აღუზარდა…"

საოცარია ცხოვრება - ასე მგონია, ნინელი ჭითანავას ჩვეულებრივი დაავადება ვერასდროს მოერეოდა; და რომ არა მსოფლიოს პანდემია, ვერც მისი დაკრძალვის პროცესია იქნებოდა მოკრძალებული - მისი ბობოქარი ბუნება ამას ვერ დაუშვებდა!

ავტორი: ირმა ხარშილაძე

"რვა ბავშვი დაობლდა... გამძლეობას ვუსურვებთ ამ ტკივილის გადასატანად" - მცხეთასთან ავარიას სამი ახალგაზრდა ქალი შეეწირა, მათგან ერთი ექთანი

"სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა, რომ საჭიროებისამებრ მრევლს რძის ნაწარმის გამოყენების ნება მისცენ" - პატრიარქის მიმართვა საშობაო მარხვასთან დაკავშირებით

"ჩვენი მეგობარი ბიზნესმენი გართულებული მდგომარეობის გამო გადავაფრინეთ უცხოეთში... ძალიან ახლოს მოვიდა კორონა" - სოსო ფხაკაძე