ავტორი:

აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილები ქელბაჯარის რაიონში შევიდნენ

აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილები ქელბაჯარის რაიონში შევიდნენ

მთიანი ყარაბაღის ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები შევიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქელბაჯარის რაიონი სომხეთის შეიარაღებული ძალების ბოლო ქვედანაყოფებმა გუშინ დატოვეს.

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების თანახმად, რაიონი დღეიდან აზერბაიჯანის იურისდიქციაში გადავიდა. აზერბაიჯანის არმია ქელბაჯარში 15 ნოემბერს უნდა შესულიყო, მაგრამ სომხეთის თხოვნით ვადამ 10 დღით გადაიწია.

"უნდა გავუგზავნოთ საქართველოს მოწვევა, რომ დაუყოვნებლივ შემოუერთდეს ნატოს" - ბენ ჰოჯესი

სომხეთი აზერბაიჯანს 120-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს გადასცემს, თურქეთი და რუსეთი კი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქი სამხედროების პოსტის განთავსებაზე ვერ თანხმდებიან

15 000-ზე მეტი სამხედრო, ჯავშანტექნიკა, საზენიტო საშუალებები, სარაკეტო კომპლექსები და ა.შ.  - როგორია ოკუპანტი რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება სამხრეთ კავკასიაში?