სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"პაციენტები ფსიქოლოგიურად უკეთ რომ იყვნენ, ვეხუმრები ხოლმე, სიცილი ჩემი ავადმყოფობისასაც ძალიან  დამეხმარა“ - რას ყვება ექიმი, რომელმაც კოვიდინფიცირებისასაც არ შეწყვიტა პაციენტების მკურნალობა
"პაციენტები ფსიქოლოგიურად უკეთ რომ იყვნენ, ვეხუმრები ხოლმე, სიცილი ჩემი ავადმყოფობისასაც ძალიან  დამეხმარა“ - რას ყვება ექიმი, რომელმაც კოვიდინფიცირებისასაც არ შეწყვიტა პაციენტების მკურნალობა

თაზო თო­და­ძე სა­ჩხე­რი­და­ნაა, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რე­ზი­დენ­ტია და ამ­ჟა­მად, რომ იტყვი­ან, "ფრონ­ტის წინა ხაზ­ზეა“ - სა­ჩხე­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს მკურ­ნა­ლობს. თავ­და­პირ­ვე­ლად მე­გო­ნა, რე­ზი­დენ­ტუ­რას იმუ­ნო­ლო­გი­ის ან ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის სპე­ცი­ა­ლო­ბით გა­დი­ო­და, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ექი­მის პრო­ფე­სი­ას სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის სპე­ცი­ა­ლო­ბით გა­ნაგ­რძობ­და და პრაქ­ტი­კის­თვის სა­ჩხე­რის სა­ა­ვად­მყო­ფოს ემერ­ჯენ­სის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ექი­მად მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა... სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბამ და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის დას­ნე­ბოვ­ნე­ბამ მის ცხოვ­რე­ბა­ზეც მო­ახ­დი­ნა ზე­გავ­ლე­ნა. სა­ჩხე­რის სა­ა­ვად­მყო­ფოს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ექი­მე­ბის გარ­და, სხვა პრო­ფი­ლის ექი­მე­ბი­დან პირ­ვე­ლად, თურ­მე, სწო­რედ მას შეს­თა­ვა­ზეს კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ო­ბა. რომ ჩა­ვე­კი­თხე, თუ გი­ფიქ­რი­ათ, მა­ინ­ცდა­მა­ინც თქვენ რა­ტომ აგარ­ჩი­ეს-თქო, მო­რი­დე­ბით მი­თხრა, მი­ფიქ­რია, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვიო. ალ­ბათ, პა­სუ­ხის ამოც­ნო­ბა რთუ­ლი არ არის, მით უფრო, მისი მე­გობ­რის "ფე­ის­ბუქპოს­ტის" შემ­დეგ:

"...დიახ, ჩემი მე­გო­ბა­რი გმი­რია! რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გერ­მა­ნე­ლი ექი­მის ფოტო გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მე­ლიც თა­ვად ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო და კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ემო­ცი­უ­რი ფოტო, წარ­წე­რით: "გმი­რი“ ბევრ ადა­მი­ანს ჰქონ­და გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი. ცოტა არ იყოს, თავი უხერ­ხუ­ლად ვიგ­რძე­ნი: სა­დღაც ბერ­ლი­ნის სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მის გმი­რო­ბა­ზე და თავ­გან­წირ­ვა­ზე სა­უბ­რობ­და ხალ­ხი, ამ დროს ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, აქვე, ჩვენს რა­ი­ონ­ში, კო­ვიდ 19-ის და­ფიქ­სი­რე­ბის დღი­დან, თა­ვის კო­ლე­გებ­თან ერ­თად, არა­ნაკ­ლებ გმი­რულ ბრძო­ლა­შია ჩარ­თუ­ლი... ნო­ემ­ბერ­ში თა­ვა­დაც და­ინ­ფი­ცირ­და. პნევ­მო­ნი­ით და სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბით რთუ­ლად იყო. და­ვუ­რე­კე და მო­ვი­კი­თხე, ვე­ხუმ­რე: ახლა მა­ინც ხომ და­ის­ვე­ნებ-თქო... ნუ­რას უკაც­რა­ვად, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან იყო! შემ­ცვლე­ლის პოვ­ნა ამ პი­რო­ბებ­ში ად­ვი­ლი არ არის და პა­ცი­ენ­ტებს ვერ ვუ­ღა­ლა­ტე­ბო...“ იხი­ლეთ სრუ­ლად

თაზო თო­და­ძე:

- ზო­გა­დად, მსოფ­ლი­ო­ში კო­ვი­დინ­ფექ­ცია რომ გაჩ­ნდა და იტა­ლი­ა­ში რომ დამ­ძიმ­და მდგო­მა­რე­ო­ბა, გა­დავ­წყვი­ტე, მო­ხა­ლი­სედ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ არ გა­მიშ­ვეს. რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ჩვენ­თან ეს მდგო­მა­რე­ო­ბა გვექ­ნე­ბო­და და აქ გავ­ხდე­ბო­დი სა­ჭი­რო?! სა­ჩხე­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტი თე­ბერ­ვლის ბო­ლოს მი­ვი­ღეთ და და­ნარ­ჩენ ექი­მებ­თან ერ­თად კო­ვი­დის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლაც სწო­რედ იმ მო­მენ­ტი­დან და­ვი­წყე. მგო­ნი, უნდა გად­მო­ვი­ტა­ნო სა­ბუ­თე­ბი და სპე­ცი­ა­ლო­ბაც შე­ვიც­ვა­ლო (იღი­მის)...

ახლა კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან ორი ექი­მი ვართ და ნო­ემ­ბერ­ში ორი­ვე და­ვინ­ფი­ცირ­დით. ერთ ოთახ­ში ჩა­ვი­კე­ტეთ, ექთ­ნებ­საც არ ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დით და მხო­ლოდ მა­შინ გა­მოვ­დი­ო­დით და ისიც - სკა­ფან­დრე­ბით, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტე­ბის შე­მოვ­ლა უნდა ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა. და­ახ­ლო­ე­ბით, ერთი კვი­რაა, რაც გა­მოვ­კეთ­დი. საკ­მა­ოდ მძი­მედ ვი­ყა­ვი, ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია მქონ­და. ამ ვირუ­სის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყვე­ლა სიმპტო­მი გა­ვი­ა­რე, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბი­თა და ქო­ში­ნით და­წყე­ბუ­ლი, გემო-ყნოს­ვის შეგ­რძნე­ბე­ბის გაქ­რო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მხო­ლოდ ცხელ­სა და ცივს შე­ვიგ­რძნობ­დი.

- სუნ­თქვის პრობ­ლე­მით რო­გორ ახერ­ხებ­დით სკა­ფან­დრით სი­ა­რულს?

- ერთხელ, ავად­მყო­ფებ­თან რომ მივ­დი­ო­დი, დე­რე­ფან­ში და­ვე­ცი და გო­ნე­ბაც დავ­კარ­გე. კი­დევ კარ­გი, მხო­ლოდ ერ­თმა პა­ცი­ენ­ტმა და­მი­ნა­ხა და არა - ყვე­ლამ. და კი­დევ კარ­გი, რომ იქვე ექთა­ნი აღ­მოჩ­ნდა და მა­ლე­ვე წა­მო­მა­ყე­ნა.

- მა­ინც გა­ნაგ­რძეთ საქ­მე?

- რა თქმა უნდა. ერთი ძა­ლი­ან მძი­მე პა­ცი­ენ­ტი მყავ­და, ძა­ლი­ან უჭირ­და სუნ­თქვა და სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტით დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ჟანგბა­დი უნდა მი­მე­წო­დე­ბი­ნა. ვე­რაფ­რით მი­ვა­ტო­ვებ­დი და მთე­ლი ძალ­ღო­ნე მო­ვიკ­რი­ბე. პირ­ვე­ლი კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტის მი­ღე­ბი­დან სულ მათ­თან მი­წევ­და მუ­შა­ო­ბა და უკვე გა­მოც­დი­ლე­ბაც დიდი მქონ­და. ჩვენს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ძა­ლი­ან მა­გა­რი ექი­მე­ბი არი­ან, მაგ­რამ რად­გან მე სწო­რედ კო­რო­ნა­ვირუ­სი­ა­ნებ­თან მუ­შა­ო­ბის დიდი პრაქ­ტი­კა გა­ვი­ა­რე, ჯობ­და, პა­ცი­ენ­ტებს ბო­ლომ­დე მივ­ყო­ლო­დი. თა­ნაც, ძა­ლი­ან ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი გვყავს, ბევ­რი ექი­მი და ექთა­ნი თა­ვა­დაც და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, ამი­ტომ სხვა გზა არ იყო, უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი.

- არ გქონ­დათ მო­მენ­ტი, რო­დე­საც მეტი აღარ შე­გიძ­ლი­ათ და შე­იძ­ლე­ბა და­ნებ­დეთ?

- რა თქმა უნდა, მაგ­რამ... იცით, რო­გორ გა­დამ­ქონ­და? - სი­ცი­ლით, სი­მარ­თლეს გე­უბ­ნე­ბით, სი­ცი­ლი მშვე­ლო­და. ჯერ ერთი, პა­ცი­ენ­ტე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად უკეთ რომ იყ­ვნენ და ენერ­გი­აც მეტი ჰქონ­დეთ, ხან­და­ხან ვე­ხუმ­რე­ბი ხოლ­მე, მინ­და, გა­ვა­ღი­მო მა­ინც და, სხვა­თა შო­რის, გა­მომ­დის. ეს მეც ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა და ჩემი ავად­მყო­ფო­ბი­სა­საც ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა - რომ ვი­ცი­ნო­დი, ფილ­ტვე­ბი "მეხ­სნე­ბო­და“ და მეტ ჟანგბადს ვი­ღებ­დი...

გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში 44 პა­ცი­ენ­ტი გვყავს, ორი ექი­მი ვართ და - 4 ექთა­ნი. ექი­მე­ბი მო­რი­გე­ო­ბი­სას ერ­თმა­ნეთს ვე­ნაც­ვლე­ბით, თუმ­ცა ისეც მომ­ხდა­რა, რომ სხვა გან­ყო­ფი­ლე­ბის ექი­მის დახ­მა­რე­ბა დამ­ჭირ­ვე­ბია. მე­ო­რე ტალ­ღის პე­რი­ოდ­ში ერთი მძი­მე პა­ცი­ენ­ტი მყავ­და, ჩემი ჭი­ა­თუ­რე­ლი კო­ლე­გა - და­რე­ჯან დე­ვი­ძე, სას­წრა­ფოს ექი­მი. თა­ვი­დან­ვე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­მო­ვი­და, 9-ბა­ლი­ა­ნი პნევ­მო­ნი­ით, ძლი­ე­რი ქო­ში­ნით, მძი­მედ სუნ­თქავ­და, სა­ტუ­რა­ცია თით­ქმის არ ესინ­ჯე­ბო­და. მკურ­ნა­ლო­ბა და­ვუ­წყე, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბა უა­რეს­დე­ბო­და. მე­სა­მე დღეს პნევ­მო­ნი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 22-ზე აუ­ვი­და, ეს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო, ამი­ტომ რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გებს ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბა. ზო­გა­დად, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ძა­ლი­ან რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს. ბევ­რი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და მათ დიდ ნა­წილს თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბიც აქვს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, კო­ვი­დით რომ და­ინ­ფი­ცირ­დნენ და თან ინ­სულ­ტი აქვთ, ხელ­ფე­ხი გა­ჩე­რე­ბუ­ლი, ორი­ვე ფილ­ტვში ან­თე­ბა და ა.შ. ასე­თი ორი პა­ცი­ენ­ტი მყავს და ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა აქვთ. ზო­გი­ერთს თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­რე­შეც უმ­ძიმ­დე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბა. მხო­ლოდ ერთი პა­ცი­ენ­ტი და­მე­ღუ­პა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ინ­ფარ­ქტით. მო­რი­გე­ო­ბა დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და, მაგ­რამ ჯერ ისევ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე...

- ერთი ექი­მი თუ ხართ ამ­გვარ პა­ცი­ენ­ტებ­თან, გა­მო­დის, რომ არც დღი­სით გძი­ნავთ, არც ღა­მით, ხომ?

- ფაქ­ტობ­რი­ვად ასეა, მაგ­რამ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბი­ან ჩვე­ნი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი, ასე­ვე, ავად­მყო­ფე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რიც აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი, თო­რემ მარ­ტო ერთი ადა­მი­ა­ნი ამას ვერ აუვა. მით უფრო, რომ, ვირუ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იც­ვლე­ბა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­იდ­ლა­ი­ნე­ბი, მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. პი­რა­დად, მე საკ­მა­ოდ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე, ვგრძნობ, რომ გა­ვი­ზარ­დე.

- მა­შინ მი­თხა­რით, რო­გო­რი იყა­ვით კო­ვი­დამ­დე და ახლა რო­გო­რი გახ­დით?

- თა­ვის ქე­ბა­ში არ ჩა­მით­ვა­ლოთ, მაგ­რამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არც ადრე მაკ­ლდა. ემერ­ჯენ­სის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი და იქ უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ ვე­რაფ­რით მო­ვიქ­ცე­ო­დი. მენ­ტა­ლუ­რად კი მარ­თლა ძა­ლი­ან გა­ვი­ზარ­დე, ასე­ვე - ცოდ­ნი­თაც, გა­მოც­დი­ლე­ბაც უდი­დე­სი მი­ვი­ღე. ერთი წლის წინ ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ამ­დენს ან, სუ­ლაც, ამის ნა­ხე­ვარს შევ­ძლებ­დი. ახლა გა­ცი­ლე­ბით თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ვარ, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ვირ­წმუ­ნე, რად­გან ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში 200-ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ვა­ჯან­მრთე­ლე და, ღვთის წყა­ლო­ბით, მათი მკურ­ნა­ლო­ბი­სას არა­ფე­რი შემ­შლია.

რამ­დე­ნი რამ შე­იც­ვა­ლა, ერთი წლის წინ ოც­ნე­ბე­ბიც კი სხვა მქონ­და. სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ტო­კი­ო­ში, ოლიმ­პი­ა­და­ზე წას­ვლას ვა­პი­რებ­დი, ყვე­ლა სა­ბუ­თი მზად მქონ­და და... კო­ვი­დის გამო ოლიმ­პი­ა­და გა­და­ი­დო. მაგ­რამ არ ვნა­ნობ. აღ­მოჩ­ნდა, რომ აქ უფრო სა­ჭი­რო ვი­ყა­ვი.

- თქვე­ნი მე­გო­ბა­რი კი წერს პოს­ტში, მაგ­რამ მეც მი­თხა­რით, დღეს რა გი­ხა­რი­ათ?

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ადა­მი­ა­ნი შე­მო­დის კლი­ნი­კა­ში და ხე­დავ, იხ­რჩო­ბა, კვდე­ბა. იცი, რომ უნდა უშ­ვე­ლო. ყვე­ლა­ფერს აკე­თებ, რაც შე­გიძ­ლია და 2-3 სა­ათ­ში სი­ცო­ცხლის ნი­შან­წყა­ლი რომ და­ე­ტყო­ბა და ხვდე­ბი, გა­დარ­ჩა, იცით, ეს რამ­ხე­ლა სი­ხა­რუ­ლია? არ ვიცი, უფრო დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა რა უნდა იყოს! კი­დევ გი­თხრათ, რა მიყ­ვარს? - ძილი (იცი­ნის)... მაგ­რამ ამის დრო არ მაქვს. არც ნატ­ვრა-ოც­ნე­ბის დრო მაქვს. შინ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დედა მყავს. დე­დაც ექი­მია, გი­ნე­კო­ლო­გი და კო­ვი­დი პა­ცი­ენ­ტმა გა­დას­დო. ისიც ჩემი პა­ცი­ენ­ტი გა­მო­დის და დედა-პა­ცი­ენ­ტი საკ­მა­ოდ რთუ­ლი ამ­ბა­ვი ყო­ფი­ლა, გა­ცი­ლე­ბით მძი­მე. სულ მე­ში­ნია, ასეთ და­ძა­ბულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბი­სას მას­თან რამე არ გა­მომ­რჩეს. იმე­დია, მალე ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა და სამ­ყა­როც დამ­შვიდ­დე­ბა. თქვენ კი დიდი მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბის­თვის.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაგარი ექიმი ყოფილა რა
13

''რას ყვება ექიმი, რომელმაც კოვიდინფიცირებისასაც არ შეწყვიტა პაციენტების მკურნალობა''

ავრცელებდა ხო კოვიდს?

 

სანდრო
0

გენაცვალე, კაცი ხარ კაცური. ღმე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"პაციენტები ფსიქოლოგიურად უკეთ რომ იყვნენ, ვეხუმრები ხოლმე, სიცილი ჩემი ავადმყოფობისასაც ძალიან  დამეხმარა“ - რას ყვება ექიმი, რომელმაც კოვიდინფიცირებისასაც არ შეწყვიტა პაციენტების მკურნალობა

"პაციენტები ფსიქოლოგიურად უკეთ რომ იყვნენ, ვეხუმრები ხოლმე, სიცილი ჩემი ავადმყოფობისასაც ძალიან  დამეხმარა“ - რას ყვება ექიმი, რომელმაც კოვიდინფიცირებისასაც არ შეწყვიტა პაციენტების მკურნალობა

თაზო თოდაძე საჩხერიდანაა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტია და ამჟამად, რომ იტყვიან, "ფრონტის წინა ხაზზეა“ - საჩხერის საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულებს მკურნალობს. თავდაპირველად მეგონა, რეზიდენტურას იმუნოლოგიის ან ინფექციონისტის სპეციალობით გადიოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ექიმის პროფესიას სპორტული მედიცინის სპეციალობით განაგრძობდა და პრაქტიკისთვის საჩხერის საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში, ექიმად მუშაობდა, თუმცა... საქართველოში კოვიდინფექციის გავრცელებამ და უამრავი ადამიანის დასნებოვნებამ მის ცხოვრებაზეც მოახდინა ზეგავლენა. საჩხერის საავადმყოფოს ინფექციონისტი ექიმების გარდა, სხვა პროფილის ექიმებიდან პირველად, თურმე, სწორედ მას შესთავაზეს კოვიდინფიცირებულების განყოფილებაში მუშაობა. რომ ჩავეკითხე, თუ გიფიქრიათ, მაინცდამაინც თქვენ რატომ აგარჩიეს-თქო, მორიდებით მითხრა, მიფიქრია, მაგრამ ვერ ვიტყვიო. ალბათ, პასუხის ამოცნობა რთული არ არის, მით უფრო, მისი მეგობრის "ფეისბუქპოსტის" შემდეგ:

"...დიახ, ჩემი მეგობარი გმირია! რამდენიმე დღის წინ, სოციალურ მედიაში გერმანელი ექიმის ფოტო გამოქვეყნდა, რომელიც თავად ინფიცირებული იყო და კოვიდპაციენტებს ემსახურებოდა. ემოციური ფოტო, წარწერით: "გმირი“ ბევრ ადამიანს ჰქონდა გაზიარებული. ცოტა არ იყოს, თავი უხერხულად ვიგრძენი: სადღაც ბერლინის საავადმყოფოს ექიმის გმირობაზე და თავგანწირვაზე საუბრობდა ხალხი, ამ დროს ჩემი უახლოესი მეგობარი, აქვე, ჩვენს რაიონში, კოვიდ 19-ის დაფიქსირების დღიდან, თავის კოლეგებთან ერთად, არანაკლებ გმირულ ბრძოლაშია ჩართული... ნოემბერში თავადაც დაინფიცირდა. პნევმონიით და სუნთქვის გაძნელებით რთულად იყო. დავურეკე და მოვიკითხე, ვეხუმრე: ახლა მაინც ხომ დაისვენებ-თქო... ნურას უკაცრავად, საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულებთან იყო! შემცვლელის პოვნა ამ პირობებში ადვილი არ არის და პაციენტებს ვერ ვუღალატებო...“ იხილეთ სრულად

თაზო თოდაძე:

- ზოგადად, მსოფლიოში კოვიდინფექცია რომ გაჩნდა და იტალიაში რომ დამძიმდა მდგომარეობა, გადავწყვიტე, მოხალისედ წავსულიყავი, მაგრამ არ გამიშვეს. რას წარმოვიდგენდი, თუ ჩვენთან ეს მდგომარეობა გვექნებოდა და აქ გავხდებოდი საჭირო?! საჩხერის საავადმყოფოში პირველი პაციენტი თებერვლის ბოლოს მივიღეთ და დანარჩენ ექიმებთან ერთად კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაც სწორედ იმ მომენტიდან დავიწყე. მგონი, უნდა გადმოვიტანო საბუთები და სპეციალობაც შევიცვალო (იღიმის)...

ახლა კოვიდინფიცირებულებთან ორი ექიმი ვართ და ნოემბერში ორივე დავინფიცირდით. ერთ ოთახში ჩავიკეტეთ, ექთნებსაც არ ვეკონტაქტებოდით და მხოლოდ მაშინ გამოვდიოდით და ისიც - სკაფანდრებით, როდესაც პაციენტების შემოვლა უნდა ჩაგვეტარებინა. დაახლოებით, ერთი კვირაა, რაც გამოვკეთდი. საკმაოდ მძიმედ ვიყავი, ორმხრივი პნევმონია მქონდა. ამ ვირუსის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი გავიარე, სუნთქვის უკმარისობითა და ქოშინით დაწყებული, გემო-ყნოსვის შეგრძნებების გაქრობით დამთავრებული, მხოლოდ ცხელსა და ცივს შევიგრძნობდი.

- სუნთქვის პრობლემით როგორ ახერხებდით სკაფანდრით სიარულს?

- ერთხელ, ავადმყოფებთან რომ მივდიოდი, დერეფანში დავეცი და გონებაც დავკარგე. კიდევ კარგი, მხოლოდ ერთმა პაციენტმა დამინახა და არა - ყველამ. და კიდევ კარგი, რომ იქვე ექთანი აღმოჩნდა და მალევე წამომაყენა.

- მაინც განაგრძეთ საქმე?

- რა თქმა უნდა. ერთი ძალიან მძიმე პაციენტი მყავდა, ძალიან უჭირდა სუნთქვა და სპეციალური აპარატით დიდი რაოდენობით ჟანგბადი უნდა მიმეწოდებინა. ვერაფრით მივატოვებდი და მთელი ძალღონე მოვიკრიბე. პირველი კოვიდპაციენტის მიღებიდან სულ მათთან მიწევდა მუშაობა და უკვე გამოცდილებაც დიდი მქონდა. ჩვენს საავადმყოფოში ძალიან მაგარი ექიმები არიან, მაგრამ რადგან მე სწორედ კორონავირუსიანებთან მუშაობის დიდი პრაქტიკა გავიარე, ჯობდა, პაციენტებს ბოლომდე მივყოლოდი. თანაც, ძალიან ბევრი პაციენტი გვყავს, ბევრი ექიმი და ექთანი თავადაც დაინფიცირებულია, ამიტომ სხვა გზა არ იყო, უნდა დავრჩენილიყავი.

- არ გქონდათ მომენტი, როდესაც მეტი აღარ შეგიძლიათ და შეიძლება დანებდეთ?

- რა თქმა უნდა, მაგრამ... იცით, როგორ გადამქონდა? - სიცილით, სიმართლეს გეუბნებით, სიცილი მშველოდა. ჯერ ერთი, პაციენტები ფსიქოლოგიურად უკეთ რომ იყვნენ და ენერგიაც მეტი ჰქონდეთ, ხანდახან ვეხუმრები ხოლმე, მინდა, გავაღიმო მაინც და, სხვათა შორის, გამომდის. ეს მეც ძალიან მეხმარება და ჩემი ავადმყოფობისასაც ძალიან დამეხმარა - რომ ვიცინოდი, ფილტვები "მეხსნებოდა“ და მეტ ჟანგბადს ვიღებდი...

განყოფილებაში 44 პაციენტი გვყავს, ორი ექიმი ვართ და - 4 ექთანი. ექიმები მორიგეობისას ერთმანეთს ვენაცვლებით, თუმცა ისეც მომხდარა, რომ სხვა განყოფილების ექიმის დახმარება დამჭირვებია. მეორე ტალღის პერიოდში ერთი მძიმე პაციენტი მყავდა, ჩემი ჭიათურელი კოლეგა - დარეჯან დევიძე, სასწრაფოს ექიმი. თავიდანვე მძიმე მდგომარეობაში შემოვიდა, 9-ბალიანი პნევმონიით, ძლიერი ქოშინით, მძიმედ სუნთქავდა, სატურაცია თითქმის არ ესინჯებოდა. მკურნალობა დავუწყე, მაგრამ მდგომარეობა უარესდებოდა. მესამე დღეს პნევმონიის მაჩვენებელი 22-ზე აუვიდა, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო, ამიტომ რეანიმატოლოგებს ვთხოვე დახმარება. ზოგადად, საავადმყოფოში ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს. ბევრი კოვიდინფიცირებულია და მათ დიდ ნაწილს თანმხლები დაავადებებიც აქვს. წარმოიდგინეთ, კოვიდით რომ დაინფიცირდნენ და თან ინსულტი აქვთ, ხელფეხი გაჩერებული, ორივე ფილტვში ანთება და ა.შ. ასეთი ორი პაციენტი მყავს და ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ. ზოგიერთს თანმხლები დაავადებების გარეშეც უმძიმდება მდგომარეობა. მხოლოდ ერთი პაციენტი დამეღუპა, მოულოდნელად, ინფარქტით. მორიგეობა დამთავრებული მქონდა, მაგრამ ჯერ ისევ განყოფილებაში ვიყავი. ძალიან განვიცადე...

- ერთი ექიმი თუ ხართ ამგვარ პაციენტებთან, გამოდის, რომ არც დღისით გძინავთ, არც ღამით, ხომ?

- ფაქტობრივად ასეა, მაგრამ, შეძლებისდაგვარად, ძალიან მეხმარებიან ჩვენი განყოფილების უფროსი, ასევე, ავადმყოფების მკურნალობაში კლინიკური დირექტორიც აქტიურად არის ჩართული, თორემ მარტო ერთი ადამიანი ამას ვერ აუვა. მით უფრო, რომ, ვირუსიდან გამომდინარე, იცვლება ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინები, მკურნალობის მეთოდები, მედიკამენტები. პირადად, მე საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე, ვგრძნობ, რომ გავიზარდე.

- მაშინ მითხარით, როგორი იყავით კოვიდამდე და ახლა როგორი გახდით?

- თავის ქებაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ პასუხისმგებლობა არც ადრე მაკლდა. ემერჯენსის განყოფილებაში ვმუშაობდი და იქ უპასუხისმგებლოდ ვერაფრით მოვიქცეოდი. მენტალურად კი მართლა ძალიან გავიზარდე, ასევე - ცოდნითაც, გამოცდილებაც უდიდესი მივიღე. ერთი წლის წინ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ამდენს ან, სულაც, ამის ნახევარს შევძლებდი. ახლა გაცილებით თავდაჯერებული ვარ, საკუთარი შესაძლებლობების ვირწმუნე, რადგან ამ ხნის განმავლობაში 200-ზე მეტი პაციენტი გამოვაჯანმრთელე და, ღვთის წყალობით, მათი მკურნალობისას არაფერი შემშლია.

რამდენი რამ შეიცვალა, ერთი წლის წინ ოცნებებიც კი სხვა მქონდა. სპორტული მედიცინიდან გამომდინარე, ტოკიოში, ოლიმპიადაზე წასვლას ვაპირებდი, ყველა საბუთი მზად მქონდა და... კოვიდის გამო ოლიმპიადა გადაიდო. მაგრამ არ ვნანობ. აღმოჩნდა, რომ აქ უფრო საჭირო ვიყავი.

- თქვენი მეგობარი კი წერს პოსტში, მაგრამ მეც მითხარით, დღეს რა გიხარიათ?

- წარმოიდგინეთ, ადამიანი შემოდის კლინიკაში და ხედავ, იხრჩობა, კვდება. იცი, რომ უნდა უშველო. ყველაფერს აკეთებ, რაც შეგიძლია და 2-3 საათში სიცოცხლის ნიშანწყალი რომ დაეტყობა და ხვდები, გადარჩა, იცით, ეს რამხელა სიხარულია? არ ვიცი, უფრო დიდი სიამოვნება რა უნდა იყოს! კიდევ გითხრათ, რა მიყვარს? - ძილი (იცინის)... მაგრამ ამის დრო არ მაქვს. არც ნატვრა-ოცნების დრო მაქვს. შინ კოვიდინფიცირებული დედა მყავს. დედაც ექიმია, გინეკოლოგი და კოვიდი პაციენტმა გადასდო. ისიც ჩემი პაციენტი გამოდის და დედა-პაციენტი საკმაოდ რთული ამბავი ყოფილა, გაცილებით მძიმე. სულ მეშინია, ასეთ დაძაბულ რეჟიმში მუშაობისას მასთან რამე არ გამომრჩეს. იმედია, მალე ყველაფერი კარგად იქნება და სამყაროც დამშვიდდება. თქვენ კი დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

საქართველოში ინფიცირებული 942 პირის მდგომარეობა მძიმეა, 421 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

"საგანგებოდ მოემზადეთ, დაალაგეთ სახლი... მოიშორეთ ყველაფერი, რაც არ განიჭებთ სიხარულს" - ასტროლოგის რჩევები 30 ნოემბრის მთვარის დაბნელებაზე

კორონავირუსის 4472 შემთხვევა და 34 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებში გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი?