სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"კოვიდ პანდემიის საკითხზე აშშ-სთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი იქნება, რათა საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს, რომელიც ვაქცინას მიიღებს" - ზალკანიანი
"კოვიდ პანდემიის საკითხზე აშშ-სთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი იქნება, რათა საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს, რომელიც ვაქცინას მიიღებს" - ზალკანიანი

კო­ვიდ პან­დე­მი­ის სა­კი­თხზე აშშ-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, რათა სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა იყოს, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნას მი­ი­ღებს, - ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან მაიკ პომ­პე­ოს­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

მი­ნის­ტრის თქმით, ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თემა, რა­ზეც სა­უ­ბა­რი გა­ი­მარ­თა, იყო კო­ვიდ 19 და ის ფას­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც აშშ-მ სა­ქარ­თვე­ლოს პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის კუ­თხით აღ­მო­უ­ჩი­ნა რო­გორც ფი­ნან­სუ­რი, ასე­ვე ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ჩარ­თვის თვალ­საზ­რი­სით.

„სა­უ­ბა­რია ახლა ვაქ­ცი­ნა­ზე, რომ­ლის ერთ-ერთი მწარ­მო­ე­ბე­ლი ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი არი­ან. მო­მა­ვალ­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, რათა სა­ქარ­თვე­ლო იყოს ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნას მი­ი­ღებს. ეს ჩვენ ამ უსე­რი­ო­ზუ­ლეს პრობ­ლე­მას­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა“, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა.

რო­გორც და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, მაიკ პომ­პე­ოს ვი­ზი­ტი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია და ხელ­შე­სა­ხებ შე­დე­გებს მოგ­ვცემს.

მი­სი­ვე თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე ძა­ლი­ან ში­ნა­არ­სი­ა­ნი და საგ­ნობ­რი­ვი სა­უ­ბა­რი იყო ამე­რი­კა-სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის ყვე­ლა ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მკა­ფი­ოდ გა­ნა­ცხა­და, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია აშშ-ს ჩარ­თუ­ლო­ბა კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­დოს სა­ქარ­თვე­ლო­ში, მხედ­ვე­ლო­ბა­შია აშშ-ს მეტი ყოფ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­გორც თავ­დაც­ვის და უსაფრ­თხო­ე­ბის, ისე ეკო­ნო­მი­კუ­რი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ვფიქ­რობ, ეს შეხ­ვედ­რა ჩვენ მნიშ­ვნე­ლო­ვან ხელ­შე­სა­ხებ შე­დე­გებს მოგ­ვი­ტანს. კი­დევ ერთხელ და­ფიქ­სირ­და აშშ-ს ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მართ, საგ­ნობ­რი­ვი, დე­ტა­ლუ­რი სა­უ­ბა­რი იყო იმ სე­რი­ო­ზულ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც ჩვენს წი­ნა­შეა, რე­გი­ონ­ში შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო გან­ხილ­ვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა და ვთან­ხმდე­ბით ჩვენც მთა­ვარ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ­თან, რომ ამე­რი­კის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა ამ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე გამ­კლა­ვე­ბა. ამი­ტომ, ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის მხრი­დან სრუ­ლი მზა­ო­ბაა, რომ ის სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მარ­თლაც უმაღ­ლეს ნიშ­ნულ­ზეა, მაგ­რამ კი­დე­ვაა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ გან­ვი­თარ­დეს, თვი­სობ­რი­ვად ახალ დო­ნე­ზე ავი­დეს და ჩვენ დღეს და­ვი­ნა­ხეთ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის მხრი­დან ამის მზა­ო­ბა. ვფიქ­რობ, რომ იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რა დრო­ის თვალ­საზ­რი­სით, ში­ნა­არ­სით, გან­ხი­ლუ­ლი თე­მე­ბი იმის თქმის სა­ფუძ­ველს მაძ­ლევს, რომ მო­მა­ვალ­ში უნდა ვე­ლო­დეთ ამე­რი­კის მეტ ჩარ­თუ­ლო­ბას, მეტ აქ­ცენ­ტებს რე­გი­ონ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რად­გან კი­დევ ერთხელ აღი­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო რე­გი­ონ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ყვე­ლა­ზე ახლო მო­კავ­ში­რე, სან­დო პარტნი­ო­რი, და­საყ­რდე­ნია“,-აღ­ნიშ­ნა ზალ­კა­ლი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრთან გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ და­ვით ზალ­კა­ლი­ან­თან.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
2

ზალკალიანია თუ ზალკანიანი ? კორექტორი გყავთ, ან თუ კი, ხელფასს რამდენს უხდით უსაქმურობაში ?

 

გიორგი
0

ზალკანიანი, სააკიანი ,ამბარცუმიანი. რა გეშველებათ? უფალი მეფობს და შეინანეთ. გადააბინძურეს ყველაფერი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"კოვიდ პანდემიის საკითხზე აშშ-სთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი იქნება, რათა საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს, რომელიც ვაქცინას მიიღებს" - ზალკანიანი

"კოვიდ პანდემიის საკითხზე აშშ-სთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი იქნება, რათა საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს, რომელიც ვაქცინას მიიღებს" - ზალკანიანი

კოვიდ პანდემიის საკითხზე აშშ-სთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყოს, რომელიც ვაქცინას მიიღებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც საუბარი გაიმართა, იყო კოვიდ 19 და ის ფასდაუდებელი დახმარება, რომელიც აშშ-მ საქართველოს პანდემიასთან ბრძოლის კუთხით აღმოუჩინა როგორც ფინანსური, ასევე ლუგარის ლაბორატორიის ჩართვის თვალსაზრისით.

„საუბარია ახლა ვაქცინაზე, რომლის ერთ-ერთი მწარმოებელი ამერიკული კომპანიები არიან. მომავალში ამ მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ვაქცინას მიიღებს. ეს ჩვენ ამ უსერიოზულეს პრობლემასთან გამკლავებაში დაგვეხმარება“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ზალკალიანმა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, მაიკ პომპეოს ვიზიტი უმნიშვნელოვანესია და ხელშესახებ შედეგებს მოგვცემს.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ძალიან შინაარსიანი და საგნობრივი საუბარი იყო ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე.

„მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აუცილებელია აშშ-ს ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოში, მხედველობაშია აშშ-ს მეტი ყოფნა საქართველოში ყველა მიმართულებით, როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით და ვფიქრობ, ეს შეხვედრა ჩვენ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, საგნობრივი, დეტალური საუბარი იყო იმ სერიოზულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს წინაშეა, რეგიონში შექმნილი სიტუაცია იყო განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ვთანხმდებით ჩვენც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, რომ ამერიკის გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდება ამ გამოწვევებზე გამკლავება. ამიტომ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან სრული მზაობაა, რომ ის სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც მართლაც უმაღლეს ნიშნულზეა, მაგრამ კიდევაა შესაძლებლობა, რომ განვითარდეს, თვისობრივად ახალ დონეზე ავიდეს და ჩვენ დღეს დავინახეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ამის მზაობა. ვფიქრობ, რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა დროის თვალსაზრისით, შინაარსით, განხილული თემები იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ მომავალში უნდა ველოდეთ ამერიკის მეტ ჩართულობას, მეტ აქცენტებს რეგიონთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში, რადგან კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ახლო მოკავშირე, სანდო პარტნიორი, დასაყრდენია“,-აღნიშნა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ- მინისტრთან გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.

"მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო ბრალდებებისგან“ - რას პასუხობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სააკაშვილს

"არ შეიძლება იმის თქმა, რომ - "შესაძლოა არჩევნები მომავალში უკეთ ჩატარდეს და მაშინ მივიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში" - გერმანიის ელჩი ამბობს, რომ საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს

"პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს მათ გასვლას პარლამენტიდან" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერ დეპუტატებზე