სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნიკა მელია მისი შტაბის დაწვაზე - ამაში მონაწილეობა მიიღო კობიაშვილ-კალაძესთან ახლო ურთიერთობაში მყოფმა "კანონიერმა ქურდმა" ნოდარ შუკაკიძემ
ნიკა მელია მისი შტაბის დაწვაზე - ამაში მონაწილეობა მიიღო კობიაშვილ-კალაძესთან ახლო ურთიერთობაში მყოფმა "კანონიერმა ქურდმა" ნოდარ შუკაკიძემ

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, გლ­დან­ში მე­სა­მე მიკ­რო­რა­ი­ონ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერთი შტა­ბი კო­ბი­აშ­ვილ-კა­ლა­ძეს­თან ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მყო­ფი, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" ნო­დარ შუ­კა­კი­ძის და­ვა­ლე­ბით გა­დაწ­ვეს. ამის შე­სა­ხებ მე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი უბა­ნი მმარ­თველ­მა გუნ­დმა პირ­წმინ­დად წა­ა­გო და ახლა მო­ძა­ლა­დე­ობ­რი­ვი აქტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

„ახლა ვარ „გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის“ გლ­და­ნის ერთ-ერთი შტა­ბის წინ, ეს გახ­ლდათ გლ­და­ნის რა­ი­ო­ნის მე­სა­მე მიკ­რო­რა­ი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი შტა­ბი. ესაა ის რა­ი­ო­ნი, სა­დაც და­მა­ჯე­რებ­ლად მო­ვი­გეთ ჩვენ ოპო­ზი­ცი­ამ და კო­ბი­აშ­ვილ-კა­ლა­ძე და­ვა­მარ­ცხეთ. შე­დე­გად მოჰ­ყვა ის, რომ რე­ვან­შის­ტულ­მა, მო­ძა­ლა­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­დაწ­ვა შტა­ბი. ახლა, და­ვა­სა­ხე­ლებ კონ­კრე­ტულ პი­რებს, რომ­ლებ­მაც ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს ესაა - კო­ბი­აშ­ვილ-კა­ლა­ძეს­თან ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მყო­ფი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ნო­დარ შუ­კა­კი­ძე, რო­მე­ლიც სა­ბერ­ძნე­თის სა­პა­ტიმ­რო­ში იმ­ყო­ფე­ბა და გლ­და­ნის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სამ­ყა­როს­თან მჭიდ­რო კავ­ში­რი აქვს და ასე­ვე, მი­სი­ვე ძმის ლე­ვან შუ­კა­კი­ძის სა­შუ­ა­ლე­ბით აკონ­ტრო­ლებს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებს. ესე­ნი არი­ან ნო­დარ შუ­კა­კი­ძე "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" და კო­ბი­აშ­ვილ-კა­ლა­ძე და ლე­ვან შუ­კა­კი­ძე, რო­მე­ლიც აქ ძა­ლი­ან ახ­ლოს ცხოვ­რო­ბენ. ეს უბა­ნი პირ­წმინ­დად წა­ა­გეს და ახლა მო­ძა­ლა­დე­ობ­რი­ვი აქტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ვუ­ცხა­დებ ბრძო­ლას "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს"!“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, გლ­და­ნის მე­სა­მე მიკ­რო რა­ი­ონ­ში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის, ნიკა მე­ლი­ას სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ოფი­სი დარ­ბი­ეს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას, ნიკა მე­ლი­ას შტა­ბის წევ­რმა, თა­მარ ზე­რე­კი­ძემ გა­ნა­ცხა­და, შტაბს ეს­რო­ლეს ქვე­ბი და დამ­სხვრე­უ­ლია მი­ნე­ბი. ასე­ვე, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ე.წ. მო­ლო­ტივს კოქ­ტე­ი­ლი, რის შე­დე­გა­დაც ოფის­ში ცე­ცხლი გაჩ­ნდა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
66

ყველგან გააყალბეს არჩევნები და არ ვენდობითო, მარტო გლდანში ჩატარდა სამართლიანი არჩევნები? მე მოვიგეო რომ ამბობ.

მელა
87

თვითონ გადაწვეს უეჭველია,რომ ილაპარაკონ ქოცებმა დაწვესო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ნიკა მელია მისი შტაბის დაწვაზე - ამაში მონაწილეობა მიიღო კობიაშვილ-კალაძესთან ახლო ურთიერთობაში მყოფმა "კანონიერმა ქურდმა" ნოდარ შუკაკიძემ

ნიკა მელია მისი შტაბის დაწვაზე - ამაში მონაწილეობა მიიღო კობიაშვილ-კალაძესთან ახლო ურთიერთობაში მყოფმა "კანონიერმა ქურდმა" ნოდარ შუკაკიძემ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, გლდანში მესამე მიკრორაიონში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი შტაბი კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფი, "კანონიერი ქურდის" ნოდარ შუკაკიძის დავალებით გადაწვეს. ამის შესახებ მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული უბანი მმართველმა გუნდმა პირწმინდად წააგო და ახლა მოძალადეობრივი აქტი განახორციელეს.

„ახლა ვარ „გაერთიანებული ოპოზიციის“ გლდანის ერთ-ერთი შტაბის წინ, ეს გახლდათ გლდანის რაიონის მესამე მიკრორაიონში არსებული შტაბი. ესაა ის რაიონი, სადაც დამაჯერებლად მოვიგეთ ჩვენ ოპოზიციამ და კობიაშვილ-კალაძე დავამარცხეთ. შედეგად მოჰყვა ის, რომ რევანშისტულმა, მოძალადე ხელისუფლებამ გადაწვა შტაბი. ახლა, დავასახელებ კონკრეტულ პირებს, რომლებმაც ამაში მონაწილეობა მიიღეს ესაა - კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფი "კანონიერი ქურდი" ნოდარ შუკაკიძე, რომელიც საბერძნეთის საპატიმროში იმყოფება და გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან მჭიდრო კავშირი აქვს და ასევე, მისივე ძმის ლევან შუკაკიძის საშუალებით აკონტროლებს საარჩევნო პროცესებს. ესენი არიან ნოდარ შუკაკიძე "კანონიერი ქურდი" და კობიაშვილ-კალაძე და ლევან შუკაკიძე, რომელიც აქ ძალიან ახლოს ცხოვრობენ. ეს უბანი პირწმინდად წააგეს და ახლა მოძალადეობრივი აქტი განახორციელეს. ვუცხადებ ბრძოლას "კანონიერ ქურდებს"!“, - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, გლდანის მესამე მიკრო რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დარბიეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, ნიკა მელიას შტაბის წევრმა, თამარ ზერეკიძემ განაცხადა, შტაბს ესროლეს ქვები და დამსხვრეულია მინები. ასევე, გამოყენებულია ე.წ. მოლოტივს კოქტეილი, რის შედეგადაც ოფისში ცეცხლი გაჩნდა.

"გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოში რამდენიმე თვეში შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას, მანამდე ჩვენს გუნდში გააგრძელებს საქმიანობას" - პრემიერი

"როგორც ფასილიტატორი, ვხედავ, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ" - კარლ ჰარცელი

იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს