სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს პატიმრობა შეეფარდა
თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს პატიმრობა შეეფარდა

თემ­ქა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის, მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ნიკა ნა­რი­მა­ნი­ძეს, ასე­ვე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ანა უთი­აშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, ნიკა ნა­რი­მა­ნი­ძის ად­ვო­კა­ტი მისი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას, ანა უთი­აშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი კი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­და.

ცნო­ბის­თვის, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 14 ნო­ემ­ბერს, თემ­ქა­ზე, პარ­ტი­ის "კა­ნო­ნი და სა­მარ­თა­ლი“ წევ­რის, ლე­ვან შა­ბუ­რიშ­ვი­ლის სახ­ლში მის მე­გო­ბარს, მიშო მე­ლი­ქიშ­ვილს მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად მყოფ­მა ნიკა ნა­რი­მა­ნი­ძემ ყელი გა­მოჭ­რა, ლე­ვან შა­ბუ­რიშ­ვი­ლი კი დაჭ­რა, რის შემ­დე­გაც სახ­ლს ცე­ცხლი წა­უ­კი­და და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გო­გო­ნას­თან ერ­თად მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ნიკა ნა­რი­მა­ნი­ძე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ასე­ვე, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის და სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის ან გა­ნად­გუ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ის წარ­სულ­ში არა­ერ­თგზის ნა­სა­მარ­თლე­ვია. რაც შე­ე­ხე­ბა გო­გო­ნას, ის გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ასე­ვე, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის, სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის ან გა­ნად­გუ­რე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით, 187-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით და 376-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილია
0

ასე აღარ შეიძლება. რაღაც უნდა შეიცვალოს უმკაცრესად ამ კუთხით. უმკაცრესაააად კიდე ვიმეორებ. რა არჩევნები, რა მთავრობა, რა ოპოზიცია, რა ავტობანი, ხალხს ღორებივით კლავენ. მივმართავ მთავრობას ან გაამკაცრე განზრახ მკვლელობაზე ისე რომ სამუდამო მიესაჯოთ მკვლელებს ან გაეთრიეთ აქედან თქვენივე ოპოზიციიანად. ერთი რისთვისაც მიოცნებია სათავეში მოსვლისთვის არის ის რომ გავამკაცრო განზრახ მკვლელობისთვის სასჯელი უმკაცრესად და მეორე ავტომობილის მართვის კუთხით და სიჩქარის გადაჭარბების კუთხით. ვინ ხართ თქვენ კიმარა არ გაწუხებთ ამდენი დანაშაული?

Dudu
0

ერთმანეთის პოზიაცია ოპოზიციონერობაში ჭამთ ერთმანეთს!!რაც მახსოვს ყველა დღე პოლიტიკა და აქცია!!!დავიღალეთ რა!!!სპორტი გართობა მუსიკა რაღაც ამაზე გავაჯეთოთ აქცენტი!!!სკოლაში დაუშვათ უნდა გაკვეთილი რონელსაც დავარქმევთ ამიანობას!!!თავიდანვე უნდა გავაგებინოთ რა არის ადამიანობა!!!რომ ესეთმა გარეწარმა სხვას არ მოუსწრაფოს სიცოცხლე!!რატო მოკალი ბიჭო რატო?!!გეცემა თუ დაააშავა!!ესეთი რა გაგიკეთა რომ მოკალი ადამიანი მანახე რა დაღი დაგასვა ესეთი!!!შენისთანებისთვის ცოცხი მართლა წამალია!!!უნამუსო!!!!პირბადე რატო გაქვს შენ უკვე გარდაცვლილი არა ხარ!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს პატიმრობა შეეფარდა

თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს პატიმრობა შეეფარდა

თემქაზე მომხდარი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ანა უთიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას, ნიკა ნარიმანიძის ადვოკატი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ანა უთიაშვილის ადვოკატი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ცნობისთვის, საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 14 ნოემბერს, თემქაზე, პარტიის "კანონი და სამართალი“ წევრის, ლევან შაბურიშვილის სახლში მის მეგობარს, მიშო მელიქიშვილს მეგობარ გოგონასთან ერთად მყოფმა ნიკა ნარიმანიძემ ყელი გამოჭრა, ლევან შაბურიშვილი კი დაჭრა, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან გოგონასთან ერთად მიიმალა.

სამართალდამცავებმა ნიკა ნარიმანიძე განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს. ის წარსულში არაერთგზის ნასამართლევია. რაც შეეხება გოგონას, ის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებითაა დაკავებული. გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

"საარჩევნო უბნებთან “სირცხვილის დერეფნების“ ორგანიზება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს...პოლიცია მყისიერად იმოქმედებს" - შსს

ევროსასამართლომ 2008 წელს გარდაცვლილი როინ შავაძის საქმეზე სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა - მთავრობა ოჯახს 40 000 ევროს გადაუხდის

ზესტაფონში ინტერნეტის გადამცემს ადგილობრივმა ცეცხლი წაუკიდა - მამაკაცის მტკიცებით, ანძა მას საფრთხეს უქმნიდა