ავტორი:

რა სიახლეები გელოდებათ „ბიბლუსში“ საახალწლოდ? - საჩუქრები, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს

რა სიახლეები გელოდებათ „ბიბლუსში“ საახალწლოდ? - საჩუქრები, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს

წინასაახალწლო მზადება უკვე დაიწყო. მიუხედავად პანდემიური მდგომარეობისა, მაღაზიებში საახალწლო პროდუქციას - თოვლის ბაბუებს, ნაძვის ხეებს, ნაძვის ხის სათამაშოებს და უამრავ აქსესუარს უკვე შენიშნავთ.

საახალწლო განათებები, საჩუქრები, სათამაშოები, საშობაო თემატიკით დაბეჭდილი საკანცელარიო და სასკოლო აქსესუარები, ჩანთები, - ეს ყველაფერი არამხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც ახარებთ. ყოველწლიურად, „ბიბლუსი“ მომხმარებლებს საახალწლო თემატიკაზე შექმნილი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. თუ არ იცი, როგორ გაახარო ახლობელი ადამიანი საახალწლოდ, „ბიბლუსში“ მისთვის შესაფერის საჩუქარს აუცილებლად იპოვი.

რა სიახლეებით ხვდება ახალ 2021 წელს წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ და უნდა ველოდოთ თუ არა ფასდაკლებებს, ამის შესახებ დეტალურად კომპანიის წარმომადგენელს სალომე სამხარაულს ვესაუბრეთ:

რა სიახლეებით ხვდება „ბიბლუსი“ ახალ წელს?

“ბიბლუსში” საახალწლო პროდუქციის 2021 წლის კოლექცია ევროპის უახლეს ტენდენციებს მოიცავს. განსაკუთრებით აქტულური იქნება ვარდისფერი და გარდამავალი ფერები, რომელთაც ყინულის ზღაპრულ სამყაროში გადავყავართ.

წელს დაგვემატა სხვადასხვა ფერში წარმოდგენილი მაკნატუნების საკმაოდ დიდი ასოპრტიმენტი . ასევე, წარმოდგენილი გვაქვს მოსართავი ყვავილების ფართო ასორტიმენტი, რომლებიც არამარტო საახალწლოდ, არამედ წელისწადის ნებისმიერი სეზონისთვის, აქტუალურია სახლის გასაფორმებლად. ჩვენთან ნახავთ კერამიკის ბალერინებს, თოვლის ბაბუებს „ბიბლუსის“ ბრენდირებით, რომელთაც წელსაც ქართული სახასიათო სახელები დავარქვით: ილიკო ბაბუა , ჭიპილია, დათიკო და სხვა.

წელს რა ტრენდები შემოვიდა საახალწლო სათამაშოებთან დაკავშირებით?

ფერები და უშუალოდ მოდელები მორგებულია ნებსისმიერი ადამიანის გემოვნებაზე. აქ შეგხვდებათ აქსესუარები, როგორც კლასიკურ ფერებში: წითლისა და მწვანე ფერის კომბინაციით, ისე 2021 წლის ტენდენციებით გათვალისწინებულ, განსხავებულ ფერებში. (ვარდისფერი/ლურჯი/შინდისფერი)

ბიბლუსის 2021 წლის საახალწლო კოლექციიდან, საჩუქარი შეგიძლიათ შეურჩიოთ დიდსა, თუ პატარას. წლევანდელი ასორტიმენტი იძლევა საშუალებას სასურველი საჩუქარი მიიღოთ თქვენთვის სასურველ ფასად.

„ბიბლუსის“ მრავალფეროვან პროდუქციაში გათვალისწინებულია თუ არა საპრომოციო აქსესუარები, რომელთა გამოყენება კომპანიებსაც შეუძლიათ?

რა თქმა უნდა, საპრომოციოდ ჩვენ გვაქვს თითქმის ყველა ფერის ნაძვის ხის მოსართავი ბურთები, რომლებიც ნებისმიერი კომპანიის ლოგოს შეიძლება მიესადაგოს.

როგორც ყოველთვის, წელსაც, გვაქვს განსაკუთრებული პროდუქცია, განსაკუთრებულ ფასად, რომელიც მოიცავს ნაძვის ხისთვის განკუთვნილ პლასტმასის ბურთებს სხვადასხვა ფერსა თუ ზომაში, რომელთა ფასი იწყება 5,95 ლარიდან. ასევე ულამაზესი ბალერინები 11,95 ლარიდან, ნაძვის ხეები - 59 ლარიდან, თოვლის ბაბუები 29,95 ლარიდან და განათება 6,95 ლარიდან.„ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია ისეთი საახალწლო აქსესუარები, როგორიც არის, სანტას ქუდები და აბადოკები - 2,95 ლარიდან.

წლებია, „ბიბლუსში“ ნაძვის ხეების შეძენაა შესაძლებელი. განახლდა თუ არა წელს მათი კოლექცია?

რა თქმა უნდა, წელს დაგვემატა ნაძვის ხის ახალი მოდელები. ჩვენთან აღმოაჩენთ სხვადასხვა ზომის, როგორც სტანდარტულ, ისე განსხვავებულ ნაძვის ხეებს, განათებით, დათოვლილი ეფექტითა და ა.შ. ასევე, წელს გვაქვს განსხვავებული ფერის - ლურჯი, თეთრი და ვარდისფერი ნაძვის ხეები.

ასევე, „ბიბლუსში“ წარმოდგენილია მცირე დიამეტრის მქონე კომპაქტური ნაძვის ხეები, რომლებიც განსაკუთრებით მოსახერხებელია პატარა ბინებისთვის. ნაძვის ხეებთან ერთად, შეგიძლიათ შეიძინოთ ნაძვის ხის ჩანთა, რომელიც ძალიან მოსახერხებელია მის შესანახად.

უნდა ველოდოთ თუ არა გრანდიოზულ საახალწლო ფასდაკლებას „ბიბლუსისგან“?

რა თქმა უნდა, ფასდაკლებებითაც გავანებივრებთ ჩვენს ერთგულ მომხმარებელს. გვექნება სხვადასხვა ტიპის პერიოდული ფასდკალებები შერჩეულ კოლექციებზე. ამის შესახებ „ბიბლუსის“ მომხმარებელი სულ მალე შეიტყობს

"აღარ მაშინებს ვირუსი, "პისიარი" მაქვს მინუსი" - კორონავირუსისგან განკურნებულმა მეუფე ნიკოლოზმა რესპუბლიკური საავადმყოფო აკურთხა და ვირუსზე ლექსი დაწერა

ვინ არიან ჟურნალისტები, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირდნენ

ქუთაისში კორონავირუსი 25 დღის პაციენტმა დაამარცხა