ავტორი:

ენმ-ის ლიდერები საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართებიან

ენმ-ის ლიდერები საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართებიან

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართებიან. მათ საკანონმდებლო ორგანოსკენ მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს.

რაც შეეხება “ევროპულ საქართველოს”, მათ საკუთარი მხარდამჭერები თბილისის 1-ელ საჯარო სკოლის ტერიტორიაზე შეკრიბეს. პარლამენტთან საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად მივლენ სხვა პარტიების წარმომადგენლებიც.

რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია 15:00 საათზეა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა საპროტესტო აქციებს არჩევნების ჩატარების შემდეგ მიმართა. ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ის ხელისუფლებამ გააყალბა.

ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტებას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და რამდენიმე პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს. აღნიშნულ საკითხებზე ოპოზიციურმა სპექტრმა, უცხოელი დიპლომატების შუამავლობით, მიმდინარე კვირას ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყო. დიალოგის მეორე რაუნდი დღეს გაიმართა.

"თქვე მართლა უსინდისოებო! ასეთი გაბრაზებული არც წინა აქციაზე არ ვყოფილვარ" - ინგა გრიგოლია

"დღეს თუ ჩვენი პროფესია არ მოსწონთ, ხვალ არ მოეწონებათ ვიღაცის დაკრული მუსიკა, ქერა თმა... ისინი დგანან ავტორიტარიზმის გზაზე" - ეკა მიშველაძე

"ხათუნას არ დაემართოს და სხვას არაფერს დავეძებ" - რას ამბობს ნინი ქარსელაძე კოვიდინფიცირებული ზურა ხაჩიძის მდგომარეობაზე?