სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ვისურვებდი, საქართველოში აშშ-ის გაზრდილი ინფრასტრუქტურა ვნახო... რუსული ძალები მთიან ყარაბაღში უფრო ოკუპანტებად შეიძლება განვიხილოთ, ვიდრე მშვიდობისმყოფელებად" - ბენ ჰოჯესი
"ვისურვებდი, საქართველოში აშშ-ის გაზრდილი ინფრასტრუქტურა ვნახო... რუსული ძალები მთიან ყარაბაღში უფრო ოკუპანტებად შეიძლება განვიხილოთ, ვიდრე მშვიდობისმყოფელებად" - ბენ ჰოჯესი

ვფიქ­რობ, არი­ან სხვა ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც შე­ეძ­ლოთ, კრემ­ლის ნაც­ვლად მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში სამ­შვი­დო­ბო ძალა გა­ნე­ლა­გე­ბი­ნათ. ჩემი აზ­რით, რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბის გან­ლა­გე­ბაც მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში დღეს ხორ­ცი­ელ­დე­ბა, უფრო ოკუ­პან­ტე­ბად შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ, ვიდ­რე მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბად, მსგავ­სად დნესტრის­პი­რეთ­ში, აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის ევ­რო­პუ­ლი ჯა­რე­ბის ყო­ფილ­მა მე­თა­ურ­მა, ბენ ჰო­ჯეს­მა Europetime-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რე­გი­ონ­ში რუ­სე­თის სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლად ყოფ­ნა სა­სარ­გებ­ლო არ იქ­ნე­ბა და ამ ფონ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გაზ­რდა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

„სომ­ხეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ას­თან ახ­ლოს, რუ­სუ­ლი ბა­ზე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და, რა­საც სა­ქარ­თვე­ლომ და მის­მა პარტნი­ო­რებ­მა, მათ შო­რის აშშ-მა, ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ონ. ვი­სურ­ვებ­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის გაზ­რდი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ვნა­ხო, გან­სა­კუთ­რე­ბით რო­ტა­ცი­უ­ლი ძა­ლე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი ავი­ა­გა­და­ზიდ­ვე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად. ეს არის ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის კონ­კუ­რენ­ცი­ის ნა­წი­ლი, იმის დე­მონ­სტრი­რე­ბა, რომ ეს რე­გი­ო­ნი ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ჩვენ ჩავ­დებთ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში, ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და კერ­ძო ეკო­ნო­მი­კა­ში, ასე­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და ბენ ჰო­ჯეს­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:)
15

იღვიძებთ, ბოთეებო, გამოდიხართ შეშფოთება–აღშფოთებიდან? ალიევმა შემოგარტყათ სილა, ხომ? არა ბიჯო, ყარაბაღს რომ კოსოვიზაციას უპირებდით, ილხამა ამას შეგარჩენდათ? ახლა ხომ ჩვენი სიყვარულით აფუთფუთდით სულ... გეშინიათ ასეთი სცენარისა ცხინვალსა და სოხუმში და იმიტომ აშალეთ კრაზანის ბუდე...

nano
7

ტაში პარიიიი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ვისურვებდი, საქართველოში აშშ-ის გაზრდილი ინფრასტრუქტურა ვნახო... რუსული ძალები მთიან ყარაბაღში უფრო ოკუპანტებად შეიძლება განვიხილოთ, ვიდრე მშვიდობისმყოფელებად" - ბენ ჰოჯესი

"ვისურვებდი, საქართველოში აშშ-ის გაზრდილი ინფრასტრუქტურა ვნახო... რუსული ძალები მთიან ყარაბაღში უფრო ოკუპანტებად შეიძლება განვიხილოთ, ვიდრე მშვიდობისმყოფელებად" - ბენ ჰოჯესი

ვფიქრობ, არიან სხვა ქვეყნები, რომლებსაც შეეძლოთ, კრემლის ნაცვლად მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალა განელაგებინათ. ჩემი აზრით, რუსული ძალები, რომლების განლაგებაც მთიან ყარაბაღში დღეს ხორციელდება, უფრო ოკუპანტებად შეიძლება განვიხილოთ, ვიდრე მშვიდობისმყოფელებად, მსგავსად დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, - ამის შესახებ აშშ-ის ევროპული ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში რუსეთის სახმელეთო ჯარების საოკუპაციო ძალად ყოფნა სასარგებლო არ იქნება და ამ ფონზე საქართველოში აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურის გაზრდა მნიშვნელოვანია.

„სომხეთში, საქართველოს ტერიტორიასთან ახლოს, რუსული ბაზების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, რასაც საქართველომ და მისმა პარტნიორებმა, მათ შორის აშშ-მა, ყურადღება უნდა მიაქციონ. ვისურვებდი, საქართველოში აშშ-ის გაზრდილი ინფრასტრუქტურა ვნახო, განსაკუთრებით როტაციული ძალებისა და სტრატეგიული ავიაგადაზიდვების მხარდასაჭერად. ეს არის ძლიერი სახელმწიფოების კონკურენციის ნაწილი, იმის დემონსტრირება, რომ ეს რეგიონი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ ჩავდებთ ინვესტიციებს დიპლომატიაში, ინფორმაციასა და კერძო ეკონომიკაში, ასევე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებაში", - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

შავ ზღვაში ნატომ "პოსეიდონი" "შემოუშვა"... კრემლში კი თვლიან, რომ შავი ზღვა უკვე მხოლოდ რუსეთს "ეკუთვნის"

"მაქსიმუმ ორ კვირაში ავაფრენთ პირველ სუ-25-ს" - ჯუანშერ ბურჭულაძე

რა ახალი იარაღი შეიძინა თავდაცვის სამინისტრომ ქართული არმიისთვის?