სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"გამიჩერდა გული და იმდენი დენი გაატარეს ჩემში, სანამ არ ამიმუშავეს, სიკვდილის უფლებაც არ მომცეს..." - როგორია მიშა გომიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
"გამიჩერდა გული და იმდენი დენი გაატარეს ჩემში, სანამ არ ამიმუშავეს, სიკვდილის უფლებაც არ მომცეს..." - როგორია მიშა გომიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მსა­ხი­ობ­მა მიშა გო­მი­აშ­ვილ­მა მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტი გა­და­ი­ტა­ნა, ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ო­ბი "ფე­ი­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს:

"ბევ­რი ჩემი მე­გო­ბა­რი, ბევ­რი ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი, (რაც ძა­ლი­ან მი­ხა­რია) მი­რე­კავს, მწერს, აინ­ტე­რე­სებთ ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა... მო­გახ­სე­ნებთ: კო­რო­ნა­ვირუ­სი, ღმერ­თის წყა­ლო­ბით, არ მაქვს!!! 2 კვი­რა ვი­წე­ქი გუ­ლის კლი­ნი­კა­ში, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ექი­მე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, სიკ­ვდი­ლის უფ­ლე­ბაც კი არ მომ­ცეს... (ერთხელ გა­მი­ჩერ­და გული და იმ­დე­ნი დენი გა­ა­ტა­რეს ჩემ­ში, სა­ნამ არ ამი­მუ­შა­ვეს!!! ვი­წე­ქი დი­აგ­ნო­ზით: მი­ო­კარ­დი­უ­მის ქვე­მო კედ­ლის მწვა­ვე ტრან­სმუ­რუ­ლი ინ­ფარ­ქტი! გა­მი­კე­თეს კო­რო­ნა­როგ­რა­ფია-ან­გი­ოპ­ლას­ტი­კა 1 წამ­ლით და­ფა­რუ­ლი სტენ­ტით. ახლა ვარ სახ­ლში, ცოტა სუს­ტად...", - წერს მსა­ხი­ო­ბი.

რა არის მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტი?

"ჩვენ სა­უ­კუ­ნე­ში გუ­ლის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, მძი­მე და სა­ხი­ფა­თო და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ასი­დან 10-12 შემ­თხვე­ვა­ში ლე­ტა­ლუ­რად სრულ­დე­ბა. მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტი ეს არის გუ­ლის კუნ­თის მცი­რე ან დიდი უბ­ნის კვდო­მა, რომ­ლის მი­ზე­ზიც არის მკვე­ბა­ვი გვირ­გვი­ნო­ვა­ნი არ­ტე­რი­ის რო­მე­ლი­მე ტო­ტის სა­ნა­თუ­რის დახ­შო­ბა თრომ­ბით, ხან­გრძლი­ვი სპაზ­მით ან ემ­ბო­ლი­ით, ყო­ვე­ლი­ვე ამას მოჰ­ყვე­ბა გუ­ლის კუნ­თის შე­სა­ბა­მის უბან­ში სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის შე­წყვე­ტა, ჟანგბა­დით მო­მა­რა­გე­ბის მოშ­ლა, შემ­დგომ იშე­მი­ის და ნეკ­რო­ზის გან­ვი­თა­რე­ბა. გუ­ლის კუნ­თის ნეკ­რო­ზუ­ლი კე­რის სი­დი­დე და­მო­კი­დე­ბუ­ლია დახ­შუ­ლი სის­ხლძარ­ღვის კა­ლიბ­რზე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე ინ­ფარ­ქტუ­ლი უბ­ნის ზონა, სა­დაც ვი­თარ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი, რად­გან სწო­რედ მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ინ­ფარ­ქტის შემ­დგო­მი გა­მო­სა­ვა­ლი" (c) კარ­დი­ო­ლო­გი მაკა ჯიბ­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თ ე მ ი დ ა !
0

ჯამრთელობას გისურვებთ!!!

Tsiko
0

ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ბატონო მიშა. ესეც გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"გამიჩერდა გული და იმდენი დენი გაატარეს ჩემში, სანამ არ ამიმუშავეს, სიკვდილის უფლებაც არ მომცეს..." - როგორია მიშა გომიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

"გამიჩერდა გული და იმდენი დენი გაატარეს ჩემში, სანამ არ ამიმუშავეს, სიკვდილის უფლებაც არ მომცეს..." - როგორია მიშა გომიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მსახიობმა მიშა გომიაშვილმა მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა, ამის შესახებ მსახიობი "ფეიბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ბევრი ჩემი მეგობარი, ბევრი ნაცნობი თუ უცნობი, (რაც ძალიან მიხარია) მირეკავს, მწერს, აინტერესებთ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა... მოგახსენებთ: კორონავირუსი, ღმერთის წყალობით, არ მაქვს!!! 2 კვირა ვიწექი გულის კლინიკაში, არაჩვეულებრივი ექიმების გარემოცვაში, სიკვდილის უფლებაც კი არ მომცეს... (ერთხელ გამიჩერდა გული და იმდენი დენი გაატარეს ჩემში, სანამ არ ამიმუშავეს!!! ვიწექი დიაგნოზით: მიოკარდიუმის ქვემო კედლის მწვავე ტრანსმურული ინფარქტი! გამიკეთეს კორონაროგრაფია-ანგიოპლასტიკა 1 წამლით დაფარული სტენტით. ახლა ვარ სახლში, ცოტა სუსტად...", - წერს მსახიობი.

რა არის მიოკარდიუმის ინფარქტი?

"ჩვენ საუკუნეში გულის ყველაზე გავრცელებული, მძიმე და სახიფათო დაავადებაა, რომელიც ასიდან 10-12 შემთხვევაში ლეტალურად სრულდება. მიოკარდიუმის ინფარქტი ეს არის გულის კუნთის მცირე ან დიდი უბნის კვდომა, რომლის მიზეზიც არის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიის რომელიმე ტოტის სანათურის დახშობა თრომბით, ხანგრძლივი სპაზმით ან ემბოლიით, ყოველივე ამას მოჰყვება გულის კუნთის შესაბამის უბანში სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა, ჟანგბადით მომარაგების მოშლა, შემდგომ იშემიის და ნეკროზის განვითარება. გულის კუნთის ნეკროზული კერის სიდიდე დამოკიდებულია დახშული სისხლძარღვის კალიბრზე, მნიშვნელოვანია ასევე ინფარქტული უბნის ზონა, სადაც ვითარდება ეს პროცესი, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული ინფარქტის შემდგომი გამოსავალი" (c) კარდიოლოგი მაკა ჯიბლაძე.

"ბევრ სიახლეს ელოდოს გამოძიება, რაზეც მოუწევს პასუხის გაცემა" -  რას წერს მიხეილ რამიშვილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

"საძმოს მონასტერში დაუდასტურდა Covid 19, დღეიდან ჩათვალეთ, კარანტინია. ყველამ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ დაავადებას" - რას წერს არქიმანდრიტი სერაფიმე

"საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?!" - შოთა და აჩი არველაძეების სიმღერის მორიგი ემოციური ვიდეო უზბეკეთიდან