სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები, რომლებსაც ჯო ბაიდენისთვის აშშ-ის პრეზიდენტობა ჯერ არ მიულოციათ - ვინ და რატომ აჭიანურებს მილოცვას
მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები, რომლებსაც ჯო ბაიდენისთვის აშშ-ის პრეზიდენტობა ჯერ არ მიულოციათ - ვინ და რატომ აჭიანურებს მილოცვას

გა­სულ შა­ბათს, აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად "დე­მოკ­რა­ტე­ბის“ კან­დი­და­ტი, ჯო ბა­ი­დე­ნი გა­მო­ცხად­და და მას მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი ქვეყ­ნის ლი­დერ­მა მი­უ­ლო­ცა გა­მარ­ჯვე­ბა, თუმ­ცა ბევ­რია ისე­თი ქვე­ყა­ნაც, რო­მელ­თა პირ­ვე­ლი პი­რე­ბიც მი­ლოც­ვის­გან ჯერ­ჯე­რო­ბით თავს იკა­ვე­ბენ.

ვნა­ხოთ, რო­მე­ლია ეს ქვეყ­ნე­ბი:

  • რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი

ოთხი წლის წინ პუ­ტი­ნი იმ ლი­დე­რებს შო­რის იყო, რომ­ლებ­მაც დო­ნალდ ტრამპს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა პირ­ვე­ლებ­მა მი­უ­ლო­ცეს, თუმ­ცა ამ­ჯე­რად რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს ჯო ბა­ი­დენ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფე­რი უთ­ქვამს. კრემ­ლის პრეს-სპი­კე­რი დმიტ­რი პეს­კო­ვი აცხა­დებს, რომ მი­ზე­ზი ის სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­მოწ­ვე­ვე­ბია, რომ­ლე­ბიც ტრამ­პის კამ­პა­ნი­ამ წა­მო­ი­წყო.

"გვჯე­რა, რომ სწო­რი იქ­ნე­ბა და­ვე­ლო­დოთ არ­ჩევ­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ შე­დე­გებს“, - უთხრა პეს­კოვ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს. რო­გორც BBC წერს, არ­სე­ბობს ეჭვი, რომ მოს­კოვს აქამ­დე ბა­ი­დე­ნის­თვის არ მი­უ­ლო­ცია, რად­გა­ნაც არ არის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გით, რაც შე­საძ­ლოა იმით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ ბა­ი­დე­ნი კრემ­ლის პო­ლი­ტი­კას ხში­რად მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს.

  • სლო­ვე­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ია­ნეზ იან­შა

ია­ნეზ იან­შას არას­დროს და­უ­მა­ლავს, რომ ტრამ­პის მხარ­დამ­ჭე­რია. მან ამე­რი­კე­ლი "დე­მოკ­რა­ტე­ბი" არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ თაღ­ლი­თო­ბა­შიც კი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. შა­ბათს, მისი ტონი უფრო შერ­ბი­ლე­ბუ­ლი იყო და გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ სლო­ვე­ნი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია და რომ ვინც უნდა იყოს პრე­ზი­დენ­ტი, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. თუმ­ცა მას ჯერ კი­დევ არ მი­უ­ლო­ცია გა­მარ­ჯვე­ბა ბა­ი­დე­ნის­თვის. შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ დო­ნალდ ტრამ­პის ცოლი, მე­ლა­ნია, სლო­ვე­ნი­ე­ლია.

  • ეს­ტო­ნე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, მერთ ჰელ­მი

მერთ ჰელმმა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა მას შემ­დეგ, რაც მან და მის­მა ვაჟ­მა, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა მარ­ტინ ჰელმმა აშშ-ში არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს. მათ ჯო ბა­ი­დე­ნი და მისი ვაჟი, ჰან­თე­რი არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

"ყვე­ლა ნორ­მა­ლურ­მა ადა­მი­ან­მა ხმა­მაღ­ლა უნდა ისა­უბ­როს სა­ვა­რა­უ­დო გა­ყალ­ბე­ბის შე­სა­ხებ. აზრი არ აქვს რა­ი­მე სა­ხის დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე, ან კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა­ზე სა­უ­ბარს, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ასე უხე­შად და მა­სი­უ­რად გა­ყალბ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და მარ­ტინ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს­ტო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა პო­ლი­ტი­კო­სი მამა-შვი­ლი (მერთ და მარ­ტინ ჰელ­მე­ბი) გა­აკ­რი­ტი­კა და ბა­ი­დენს გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა.

  • ბრა­ზი­ლი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ჟაირ ბოლ­სო­ნა­რუ

ბოლ­სო­ნა­რუ დო­ნალდ ტრამ­პის მო­კავ­ში­რედ მი­იჩ­ნე­ვა და მას "ტრო­პი­კე­ბის ტრამპსაც“ კი უწო­დე­ბენ. ამი­ტო­მაც ის, რომ ბრა­ზი­ლი­ის პრე­ზი­დენტს ბა­ი­დე­ნის­თვის გა­მარ­ჯვე­ბა ჯერ არ მი­უ­ლო­ცია, არა­ვის გაჰ­კვირ­ვე­ბია. ბრა­ზი­ლი­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ბოლ­სო­ნა­რუ ელო­დე­ბა, თუ რო­დის დას­რულ­დე­ბა აშშ-ში პრე­ზი­დენ­ტო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტრამ­პის მიერ წა­მო­წყე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვე­ბი.

  • მექ­სი­კის პრე­ზი­დენ­ტი, ან­დრეს მა­ნუ­ელ ლო­პეს ობ­რა­დო­რი

კი­დევ ერთი ლი­დე­რი ლა­თი­ნო ამე­რი­კი­დან, რო­მელ­საც ბა­ი­დე­ნის­თვის აქამ­დე გა­მარ­ჯვე­ბა არ მი­უ­ლო­ცია და რო­მე­ლიც ცდი­ლობ­და, რომ დო­ნალდ ტრამ­პთან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­ნო­და მი­უ­ხე­და­ვად იმ და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა, რო­მე­ლიც ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს ამ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის იყო.

რო­გორც BBC წერს, მექ­სი­კის ლი­დე­რი მი­ლოც­ვის სა­კითხს სიფრ­თხი­ლით მო­ე­კი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ის "იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას“ ელო­დე­ბა. "ჩვენ არ გვსურს, მსუ­ბუ­ქად ვი­მოქ­მე­დოთ. მექ­სი­კას ორი­ვე კან­დი­დატ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს“, - გა­ნა­ცხა­და მე­დი­ას­თან ლო­პეს ობ­რა­დორ­მა.

  • ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ბე­ნი­ა­მინ ნა­თა­ნი­აჰუ

ნა­თა­ნი­აჰუ კი­დევ ერთი ლი­დე­რია, რო­მელ­საც არას­დროს და­უ­მა­ლავს თა­ვი­სი მხარ­და­ჭე­რა ტრამ­პის მი­მართ. მან მარ­თა­ლია მი­უ­ლო­ცა ბა­ი­დენს გა­მარ­ჯვე­ბა, თუმ­ცა, სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ მი­სა­ლოც ტექ­სტში მას არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია ფრა­ზე­ბი - "არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი“ და "არ­ჩე­უ­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი.“

"მე მინ­და მი­ვუ­ლო­ცო ჯო ბა­ი­დენ­სა და კა­მა­ლა ჰა­რისს. თით­ქმის 40 წე­ლია პი­რა­დი, ხან­გრძლი­ვი და თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს ჯო ბა­ი­დენ­თან და მე მას ვიც­ნობ, რო­გორც ის­რა­ე­ლის დიდ მე­გო­ბარს“, - თქვა ბე­ნი­ა­მინ ნა­თა­ნი­აჰუმ.

  • ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი, სი ძინ­პი­ნი

სი ძინ­პი­ნი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც 2016 წელს დო­ნალდ ტრამპს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა. მაგ­რამ ამ­ჯე­რად ჩი­ნეთს არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არ გა­მო­უვ­ლე­ნია აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი­სად­მი. ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს-სპი­კერ­მა ორ­შა­ბათს გა­ნა­ცხა­და, რომ პე­კი­ნი ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ მიმ­დი­ნა­რე სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცე­დუ­რებს.

  • ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რი, კიმ ჩენ ინი

აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არ ჰქო­ნია ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კიმ ჩენ ინმა 2016 წელს დო­ნალდ ტრამპს არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან ორი დღის შემ­დეგ მი­უ­ლო­ცა. ამას­თან, სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ კიმს ბა­ი­დენ­მა ერთ-ერთი გა­მოს­ვლის დროს თაღ­ლი­თი უწო­და და თქვა, რომ მას­თან "პი­რა­დი დიპ­ლო­მა­ტი­ით“ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არ არის. თა­ვის მხრივ, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რი ბა­ი­დე­ნის შე­სა­ხებ ამ­ბობს, რომ მას "ინ­ტე­ლექ­ტის და­ბა­ლი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი აქვს".

ცნო­ბის­თვის აშშ-ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 3 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თა, ერ­თმა­ნეთს დო­ნალდ ტრამ­პი და ჯო ბა­ი­დე­ნი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "დე­მოკ­რა­ტე­ბის" კან­დი­დატ­მა ამომ­რჩე­ველ­თა კო­ლე­გი­ის 279 ხმა მი­ი­ღო, ხოლო "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" კან­დი­დატ დო­ნალდ ტრამპს, კო­ლე­გი­ის 214 ხმა აქვს. იმის­თვის, რომ კან­დი­და­ტი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო, სა­ჭი­რო იყო, რომ რო­მე­ლი­მე მათ­განს ამომ­რჩე­ველ­თა კო­ლე­გი­ის სულ მცი­რე 270 ხმა მი­ე­ღო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დო­ნალდ ტრამ­პი ჯერ­ჯე­რო­ბით არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბას არ აღი­ა­რებს. ტრამ­პის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­საძ­ლო გა­ყალ­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა და­ი­წყო.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია BBC-ის მი­ხედ­ვით

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
????
28

ჩვენმა რაო, ვერ მივულოცავო? თუ ქვეყნებში აღარ ვითვლებით?

ალექს
3

ქვეყნის მოწყობის და მართვის ჩვენი სისტემა რუსულია, რუსეთი ამ სისტემით არსებობს წიაღისეული და ადამიანური რესურსების ხარჯზე და კარგა ხანს ეყოფა სატივტივოდ , ვერკი გაბრწყინდება , ჩვენ ვერ ვიარსებებთ , ორვე გვაკლია, ორვე , მცირე რესურსიანი წარმატებული ქვეყნებისნაირი სისტემა გვჭირდება, გინდებლარიან პაჟალსტა, წაით არჩევნებზე და ხმა მიეცით რეფორმერს, 13 ნომერია ! ის მოგცემთ რეფერენდუმს, პლებისციტს და მთავრობისა და პარლამენტის , სასამართლოსა და მედიის ხელისუფლების წყაროსადმი ,ანუ თქვენდამი ანგარიშვალდებულებების სისტემას, მერე გავბრწყინდებით , ახლა ეგ ოთხია ბატონი, თქვენ მსახური , არ მოგშივდათ დემოკრატია ? !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები, რომლებსაც ჯო ბაიდენისთვის აშშ-ის პრეზიდენტობა ჯერ არ მიულოციათ - ვინ და რატომ აჭიანურებს მილოცვას

მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები, რომლებსაც ჯო ბაიდენისთვის აშშ-ის პრეზიდენტობა ჯერ არ მიულოციათ - ვინ და რატომ აჭიანურებს მილოცვას

გასულ შაბათს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად "დემოკრატების“ კანდიდატი, ჯო ბაიდენი გამოცხადდა და მას მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერმა მიულოცა გამარჯვება, თუმცა ბევრია ისეთი ქვეყანაც, რომელთა პირველი პირებიც მილოცვისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

ვნახოთ, რომელია ეს ქვეყნები:

  • რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი

ოთხი წლის წინ პუტინი იმ ლიდერებს შორის იყო, რომლებმაც დონალდ ტრამპს შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება პირველებმა მიულოცეს, თუმცა ამჯერად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ჯო ბაიდენთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მიზეზი ის სამართლებრივი გამოწვევებია, რომლებიც ტრამპის კამპანიამ წამოიწყო.

"გვჯერა, რომ სწორი იქნება დაველოდოთ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს“, - უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს. როგორც BBC წერს, არსებობს ეჭვი, რომ მოსკოვს აქამდე ბაიდენისთვის არ მიულოცია, რადგანაც არ არის აღფრთოვანებული არჩევნების შედეგით, რაც შესაძლოა იმით იყოს გამოწვეული, რომ ბაიდენი კრემლის პოლიტიკას ხშირად მწვავედ აკრიტიკებს.

  • სლოვენიის პრემიერ-მინისტრი, იანეზ იანშა

იანეზ იანშას არასდროს დაუმალავს, რომ ტრამპის მხარდამჭერია. მან ამერიკელი "დემოკრატები" არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ თაღლითობაშიც კი დაადანაშაულა. შაბათს, მისი ტონი უფრო შერბილებული იყო და განაცხადა, რომ აშშ სლოვენიის სტრატეგიული პარტნიორია და რომ ვინც უნდა იყოს პრეზიდენტი, ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები შენარჩუნდება. თუმცა მას ჯერ კიდევ არ მიულოცია გამარჯვება ბაიდენისთვის. შეგახსენებთ იმასაც, რომ დონალდ ტრამპის ცოლი, მელანია, სლოვენიელია.

  • ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, მერთ ჰელმი

მერთ ჰელმმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც მან და მისმა ვაჟმა, ფინანსთა მინისტრმა მარტინ ჰელმმა აშშ-ში არჩევნების გაყალბების შესახებ ისაუბრეს. მათ ჯო ბაიდენი და მისი ვაჟი, ჰანთერი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს.

"ყველა ნორმალურმა ადამიანმა ხმამაღლა უნდა ისაუბროს სავარაუდო გაყალბების შესახებ. აზრი არ აქვს რაიმე სახის დემოკრატიაზე, ან კანონის უზენაესობაზე საუბარს, თუ შესაძლებელია, რომ არჩევნები ასე უხეშად და მასიურად გაყალბდეს“, - განაცხადა მარტინმა.

აღსანიშნავია, რომ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკოსი მამა-შვილი (მერთ და მარტინ ჰელმები) გააკრიტიკა და ბაიდენს გამარჯვება მიულოცა.

  • ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ

ბოლსონარუ დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნევა და მას "ტროპიკების ტრამპსაც“ კი უწოდებენ. ამიტომაც ის, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს ბაიდენისთვის გამარჯვება ჯერ არ მიულოცია, არავის გაჰკვირვებია. ბრაზილიური მედიის ცნობით, ბოლსონარუ ელოდება, თუ როდის დასრულდება აშშ-ში პრეზიდენტობასთან დაკავშირებული ტრამპის მიერ წამოწყებული სამართლებრივი დავები.

  • მექსიკის პრეზიდენტი, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი

კიდევ ერთი ლიდერი ლათინო ამერიკიდან, რომელსაც ბაიდენისთვის აქამდე გამარჯვება არ მიულოცია და რომელიც ცდილობდა, რომ დონალდ ტრამპთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა მიუხედავად იმ დაძაბულობისა, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის დროს ამ ორ ქვეყანას შორის იყო.

როგორც BBC წერს, მექსიკის ლიდერი მილოცვის საკითხს სიფრთხილით მოეკიდა და განაცხადა, რომ ის "იურიდიული საკითხების მოგვარებას“ ელოდება. "ჩვენ არ გვსურს, მსუბუქად ვიმოქმედოთ. მექსიკას ორივე კანდიდატთან კარგი ურთიერთობა აქვს“, - განაცხადა მედიასთან ლოპეს ობრადორმა.

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნათანიაჰუ

ნათანიაჰუ კიდევ ერთი ლიდერია, რომელსაც არასდროს დაუმალავს თავისი მხარდაჭერა ტრამპის მიმართ. მან მართალია მიულოცა ბაიდენს გამარჯვება, თუმცა, საყურადღებოა, რომ მისალოც ტექსტში მას არ გამოუყენებია ფრაზები - "არჩეული პრეზიდენტი“ და "არჩეული ვიცე-პრეზიდენტი.“

"მე მინდა მივულოცო ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს. თითქმის 40 წელია პირადი, ხანგრძლივი და თბილი ურთიერთობა მაქვს ჯო ბაიდენთან და მე მას ვიცნობ, როგორც ისრაელის დიდ მეგობარს“, - თქვა ბენიამინ ნათანიაჰუმ.

  • ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი

სი ძინპინი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 2016 წელს დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მაგრამ ამჯერად ჩინეთს არანაირი რეაქცია არ გამოუვლენია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისადმი. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ორშაბათს განაცხადა, რომ პეკინი ყურადღებით აკვირდება არჩევნების შემდგომ მიმდინარე სამართლებრივ პროცედურებს.

  • ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი რეაქცია არ ჰქონია ჩრდილოეთ კორეის ლიდერს. აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინმა 2016 წელს დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება შედეგების გამოცხადებიდან ორი დღის შემდეგ მიულოცა. ამასთან, საყურადღებოა, რომ კიმს ბაიდენმა ერთ-ერთი გამოსვლის დროს თაღლითი უწოდა და თქვა, რომ მასთან "პირადი დიპლომატიით“ დაინტერესებული არ არის. თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ბაიდენის შესახებ ამბობს, რომ მას "ინტელექტის დაბალი კოეფიციენტი აქვს".

ცნობისთვის აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა, ერთმანეთს დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი დაუპირისპირდნენ. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, "დემოკრატების" კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის 279 ხმა მიიღო, ხოლო "რესპუბლიკელების" კანდიდატ დონალდ ტრამპს, კოლეგიის 214 ხმა აქვს. იმისთვის, რომ კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებულიყო, საჭირო იყო, რომ რომელიმე მათგანს ამომრჩეველთა კოლეგიის სულ მცირე 270 ხმა მიეღო.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი ჯერჯერობით არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს. ტრამპის საარჩევნო კამპანიამ არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა დაიწყო.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

ჰოლანდიაში 5-კვირიანი საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

"ამ ბრძოლაში დემოკრატიამ გაიმარჯვა" - აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს