სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ხელები შორს მშვიდობიანი მომიტინგეებისგან..ნუ ეპოტინებით ბინძური ხელებით იმიტომ, რომ საქართველო არის წმინდათაწმინდა" - მიხეილ სააკაშვილი
"ხელები შორს მშვიდობიანი მომიტინგეებისგან..ნუ ეპოტინებით ბინძური ხელებით იმიტომ, რომ საქართველო არის წმინდათაწმინდა" - მიხეილ სააკაშვილი

"ხე­ლე­ბი შორს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის­გან, ხე­ლე­ბი შორს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ხმე­ბის­გან, ხე­ლე­ბი შორს სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის­გან! ნუ ეპო­ტი­ნე­ბით ბინ­ძუ­რი ხე­ლე­ბით იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის წმინ­და­თაწ­მინ­და", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს.

სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ის რაც ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, არის სა­მო­ქა­ლა­ქო გმი­რო­ბა.

"ის, რაც ხდე­ბა თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში და მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არის ნამ­დვი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო გმი­რო­ბა თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლის მხრი­დან. მინ­და თი­თო­ე­ულ თქვენ­განს ვუ­თხრა დიდი მად­ლო­ბა. ეს არ არის პარ­ტი­უ­ლი აქ­ცია, თქვენ არ ხართ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის იქ, და­ვი­ვი­წყოთ სა­ერ­თოდ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, გვა­რე­ბი, სა­ხე­ლე­ბი, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ჩვენ, ყვე­ლა, ვი­ცავთ სა­ქარ­თვე­ლოს. მინ­და მი­ვე­სალ­მო ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ის ყვე­ლა ლი­დე­რის ერ­თი­ა­ნო­ბას. ახლა რა­საც ისი­ნი აკე­თე­ბენ, რომ და­ი­წყეს ძა­ლა­დო­ბის პირ­და­პი­რი გა­მო­ყე­ნე­ბა და თან, ამას ამარ­თლე­ბენ რა­ღაც ის­ტო­რი­უ­ლი პრე­ცე­დენ­ტე­ბით და "იმედ­ზე“ ატ­რი­ა­ლე­ბენ 7 ნო­ემ­ბრის კად­რებს. მინ­და შე­ვახ­სე­ნო ყვე­ლას, რომ 7 ნო­ემ­ბერს აქ­ცი­ის დაშ­ლის შემ­დეგ, მე გა­დავ­დე­ქი პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი­დან. ამათ მო­ა­წყვეს 20 ივ­ნი­სი და გა­ხა­რია და­ა­წი­ნა­უ­რეს.

მინ­და შე­ვახ­სე­ნო ყვე­ლას, ვი­საც ის­ტო­რია არ ახ­სოვს, 2012 წელს მე სრუ­ლი­ად მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­ვე­ცი ძა­ლა­უფ­ლე­ბა. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ წა­ა­გო არ­ჩევ­ნე­ბი და ჩვენ გა­და­ვე­ცით ძა­ლა­უფ­ლე­ბა. ივა­ნიშ­ვილ­მა ახლა წა­ა­გო არ­ჩევ­ნე­ბი, მაგ­რამ ის არ აპი­რებს ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მას და აპი­რებს, რომ ძა­ლა­დო­ბით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ეს ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ეს მას არ გა­მო­უ­ვა. რაც უფრო მე­ტად შე­ეც­დე­ბა ამას, მით უფრო ცუ­დად და­ამ­თავ­რებს, ძა­ლი­ან ცუ­დად და­ამ­თავ­რებს. ხე­ლე­ბი შორს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის­გან, ხე­ლე­ბი შორს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ხმე­ბის­გან, ხე­ლე­ბი შორს სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის­გან!

ნუ ეპო­ტი­ნე­ბით ბინ­ძუ­რი ხე­ლე­ბით იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის წმინ­და­თაწ­მინ­და, ჩვე­ნი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი და თა­ვი­სუფ­ლე­ბა არის ყვე­ლა­ზე მაღ­ლა, ყვე­ლა­ნა­ირ თქვენს ღო­რო­ბა­ზე, სი­ხარ­ბე­ზე და პო­ლი­ტი­კურ ამ­ბი­ცი­ებ­ზე მაღ­ლა, სა­ქარ­თვე­ლო აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს. ამას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს, ის გა­ი­მარ­ჯვებს ძა­ლი­ან სწრა­ფად. ამ ბრძო­ლა­ში ყვე­ლა­ნი ვართ ბო­ლომ­დე ერ­თად. იმ წუთ­ში, რო­დე­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გა­და­წყვეტს ჩემი ჩარ­თუ­ლო­ბის ფორ­მას, რა ფორ­მა­საც გა­და­წყვეტს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და ოპო­ზი­ცი­უ­რი ლი­დე­რე­ბი, შე­ვას­რუ­ლებ ბო­ლომ­დე და და­ვე­მორ­ჩი­ლე­ბი. არც ერთი თა­ნამ­დე­ბო­ბა არ მსურს, მაგ­რამ ჩვენ ყვე­ლას, სი­ცო­ცხლე­ზე მე­ტად გვსურს სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბა და გა­დარ­ჩე­ნა და ასეც იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეკ­რე­ბი­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა წყლის ჭავ­ლი რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ი­ყე­ნეს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაზი
1

რა პროტივნი ხარ ბიჯო

ლია
1

თავი დაანებე ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკს რამდენიმე Ნაცსექტის წევრი არ ნიშნავს მთელ ქართველ ხალხს, რომლის აზრიც შენ და შენს სექტას არც გაინტერესებთ. რაც შეეხება მშვიდობიან მომიტინგეებს, მაგ სიმართლით იარე 0 შენ ცხოვრების მანძილზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ხელები შორს მშვიდობიანი მომიტინგეებისგან..ნუ ეპოტინებით ბინძური ხელებით იმიტომ, რომ საქართველო არის წმინდათაწმინდა" - მიხეილ სააკაშვილი

"ხელები შორს მშვიდობიანი მომიტინგეებისგან..ნუ ეპოტინებით ბინძური ხელებით იმიტომ, რომ საქართველო არის წმინდათაწმინდა" - მიხეილ სააკაშვილი

"ხელები შორს მშვიდობიანი მომიტინგეებისგან, ხელები შორს ქართველი ხალხის ხმებისგან, ხელები შორს საქართველოს მომავლისგან! ნუ ეპოტინებით ბინძური ხელებით იმიტომ, რომ საქართველო არის წმინდათაწმინდა", - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს.

სააკაშვილის შეფასებით, ის რაც ხდება საქართველოში, არის სამოქალაქო გმირობა.

"ის, რაც ხდება თბილისში, ბათუმში და მთელ საქართველოში, არის ნამდვილი სამოქალაქო გმირობა თითოეული მონაწილის მხრიდან. მინდა თითოეულ თქვენგანს ვუთხრა დიდი მადლობა. ეს არ არის პარტიული აქცია, თქვენ არ ხართ პოლიტიკოსებისთვის იქ, დავივიწყოთ საერთოდ პოლიტიკოსები, გვარები, სახელები, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ, ყველა, ვიცავთ საქართველოს. მინდა მივესალმო ასევე ოპოზიციის ყველა ლიდერის ერთიანობას. ახლა რასაც ისინი აკეთებენ, რომ დაიწყეს ძალადობის პირდაპირი გამოყენება და თან, ამას ამართლებენ რაღაც ისტორიული პრეცედენტებით და "იმედზე“ ატრიალებენ 7 ნოემბრის კადრებს. მინდა შევახსენო ყველას, რომ 7 ნოემბერს აქციის დაშლის შემდეგ, მე გადავდექი პრეზიდენტის პოსტიდან. ამათ მოაწყვეს 20 ივნისი და გახარია დააწინაურეს.

მინდა შევახსენო ყველას, ვისაც ისტორია არ ახსოვს, 2012 წელს მე სრულიად მშვიდობიანად გადავეცი ძალაუფლება. "ნაციონალურმა მოძრაობამ“ წააგო არჩევნები და ჩვენ გადავეცით ძალაუფლება. ივანიშვილმა ახლა წააგო არჩევნები, მაგრამ ის არ აპირებს ძალაუფლების გადაცემას და აპირებს, რომ ძალადობით შეინარჩუნოს ეს ძალაუფლება, ეს მას არ გამოუვა. რაც უფრო მეტად შეეცდება ამას, მით უფრო ცუდად დაამთავრებს, ძალიან ცუდად დაამთავრებს. ხელები შორს მშვიდობიანი მომიტინგეებისგან, ხელები შორს ქართველი ხალხის ხმებისგან, ხელები შორს საქართველოს მომავლისგან!

ნუ ეპოტინებით ბინძური ხელებით იმიტომ, რომ საქართველო არის წმინდათაწმინდა, ჩვენი ხალხის არჩევანი და თავისუფლება არის ყველაზე მაღლა, ყველანაირ თქვენს ღორობაზე, სიხარბეზე და პოლიტიკურ ამბიციებზე მაღლა, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. ამას ალტერნატივა არ აქვს, ის გაიმარჯვებს ძალიან სწრაფად. ამ ბრძოლაში ყველანი ვართ ბოლომდე ერთად. იმ წუთში, როდესაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს ჩემი ჩართულობის ფორმას, რა ფორმასაც გადაწყვეტს ქართველი ხალხი და ოპოზიციური ლიდერები, შევასრულებ ბოლომდე და დავემორჩილები. არც ერთი თანამდებობა არ მსურს, მაგრამ ჩვენ ყველას, სიცოცხლეზე მეტად გვსურს საქართველოს გამარჯვება და გადარჩენა და ასეც იქნება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენეს.

"გიორგი ბარამიძე რელიგიური პილიგრიმივით იქცევა" - გიგი უგულავა

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

გიგა ბოკერიას განცხადებით, "ევროპული საქართველო“ მეორე ტურის დღეს, საარჩევნო უბნებთან დაანონსებულ "სირცხვილის კორიდორებში"  მონაწილეობას არ აპირებს