ავტორი:

შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციას ცესკოს-თან აქციაზე ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებია - "ვრცელდება დეზინფორმაცია"

შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციას ცესკოს-თან აქციაზე ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებია - "ვრცელდება დეზინფორმაცია"

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პოლიციას ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებია.

როგორც საბანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დეზინფორმაციაა, თითქოს აქციაზე გაზი გამოიყენეს.

"სამწუხაროდ, ვრცელდება დეზინფორმაცია, ხაზი მინდა გავუსვა, რომ პოლიციას არ გამოუყენება გაზი“, - განაცხადა საბანაძემ.

ცნობისთვის, პოლიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, წყლის ჭავლის გამოყენება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან აღმართული დამცავი ჯებირის გარღვევა სცადეს.

"ყველას სახელი და გვარი ვიცით, ყველას მისამართს უნდა მივაკითხოთ, უნდა დავღალოთ, გავთანგოთ, გამოვფიტოთ" - სააკაშვილი სამართალდამცავებზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"საქართველოში ყველა ერთნაირად იქცევა, ვინაიდან ეს არის ღარიბი ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ფული პოლიტიკაში იშოვება" - როგორ აფასებენ ექსპერტები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას