ავტორი:

"გინდა წყლის ჭავლი გვასხან, გინდა გვირტყან, საქართველოს არ დავთმობთ" - ალეკო ელისაშვილი

"გინდა წყლის ჭავლი გვასხან, გინდა გვირტყან, საქართველოს არ დავთმობთ" - ალეკო ელისაშვილი

"ჩვენ თუ ახლა უკან დავიხევთ, საქართველოს დავკარგავთ, - ამის შესახებ "მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ცესკო-თან განაცხადა, რითაც პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად, ის ადგილზე რჩება და სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

"ყველაფერზე არის პასუხისმგებელი ხელისუფლება, ეს ნაძირალა კობახიძე. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ წესიერი არჩევნები ჩატარდეს, რაც უნდა ის გამოიყენონ, მე პირადად ბოლომდე ვიბრძოლებ, ვიდრე ვიქნები ჯანმრთელი და ცოცხალი, აქ ვიბრძოლებ.

ჩვენ თუ ახლა უკან დავიხევთ, ჩვენ დავკარგავთ საქართველოს, შესაბამისად, გინდა წყლის ჭავლი გვასხან, გინდა გვირტყან, საქართველოს არ დავთმობთ. თქვას თამარ ჟვანიამ, რომ გადადგა, თორემ აქ ასე მთელი ღამე გაგრძელდება, ჯარი კი ნუ დაგვახვედრეს, თამარ ჟვანია დაგვახვედრონ, რომელმაც მოიჭრა თავი საქართველოს წინაშე და მოიპარა არჩევანი. უნდა გადადგეს, სხვაგვარად არ დაწყნარდება არაფერი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, პოლიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. როგორც „ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, წყლის ჭავლის გამოყენება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან აღმართული დამცავი ჯებირის გარღვევა სცადეს.

ალეკო ელისაშვილი: "ამ უსინდისობებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა, მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ და შემოვრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ"

"ჩემი და თქვენი გზები, როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება" - ვის მიმართა და რა განაცხადა გიორგი ვაშაძემ ინფორმაციაზე, რომ ის თითქოს პარლამენტში შედის

"ჭირვეულის მორჯულება ერთ და ორ დღეში არ ხდება, ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება ჭირვეულის მორჯულებით" - გიგი უგულავა