ავტორი:

ცესკოსთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

ცესკოსთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაპირისპირებაა. ამ წუთებში აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან.

ამის პარალელურად, აქციის მონაწილეები ცესკოსთან აღმართული ჯებირის განგრევას ცდილობენ.

პოლიცია აგრძელებს მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას.

ცესკოსთან პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული - ცესკოს შენობასთან განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანაც

"აქციაზე, პიკზე იყო 7 ათასამდე ადამიანი, წამზომის გამორთვამდე კი მათი რაოდენობა 3 ათასამდე შემცირდა, შეიძლება 2500 კაციც იდგა" - ირაკლი კობახიძე

"მონებო“, "ქურდებო“ - ამ შეძახილებით აქციის მონაწილეები ცესკოს შენობასთან აღმართულ რკინის ჯებირებს ხელებსა და ქვებს ურტყამენ