ავტორი:

ცესკოსთან პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული - ცესკოს შენობასთან განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანაც

ცესკოსთან პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული - ცესკოს შენობასთან განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანაც

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები და აქტივისტები მიემართებიან, სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა.

როგორც ადგილიდან "ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ტერიტორიაზე იმყოფება სპეციალური დანიშნულების რაზმი, ასევე ცესკოს შენობასთან განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანაც.

სამართალდამცავებს გადაკეტილი აქვთ ცესკოსთან შესასვლელი ორივე გზა. ერთ მხარეს თავად სამართალდამცველები დგანან, ხოლო მეორე მხარეს აღმართულია რკინის ჯებირები.

ოპოზიციური პარტიების ერთობლივი გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეები ცესკოსთან გადაინაცვლებენ, სადაც მათივე განცხადებით, "დღეიდან ვერავინ შევა და ვერავინ გამოვა“.

შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციას ცესკოს-თან აქციაზე ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებია - "ვრცელდება დეზინფორმაცია"

"გინდა წყლის ჭავლი გვასხან, გინდა გვირტყან, საქართველოს არ დავთმობთ" - ალეკო ელისაშვილი

"გავრილოვის ღამე“ არ დასრულებულა - ისევ კობახიძე, ისევ ანზორ ჩუბინიძე, ისევ გახარია, ისევ ივანიშვილი, მათი კოლექტიური სახელია "გავრილოვები“ - ნიკა მელია