სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"დარწმუნებული ვარ, მისი პრეზიდენტად არჩევა კრემლისთვის ძალიან ცუდი ახალი ამბავია" - რას წერს სააკაშვილი გამარჯვებულ ბაიდენზე და რა ფოტოებს აქვეყნებს "ფეისბუქზე"
"დარწმუნებული ვარ, მისი პრეზიდენტად არჩევა კრემლისთვის ძალიან ცუდი ახალი ამბავია" - რას წერს სააკაშვილი გამარჯვებულ ბაიდენზე და რა ფოტოებს აქვეყნებს "ფეისბუქზე"

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ჯო ბა­ი­დენს ამე­რი­კის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბას ულო­ცავს და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს:

"მრა­ვა­ლი წე­ლია, რაც პრე­ზი­დენტ ტრამ­პთან ვმე­გობ­რობ, თუმ­ცა, სწო­რედ ამ­დე­ნი­ვე წე­ლია, რაც ამე­რი­კის უკვე ახ­ლან­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის მე­გო­ბა­რი ვარ. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა 90-იანი წლე­ბი­დან იწყე­ბა - მა­შინ ორი­ვე­ნი ჯონ მა­კ­კე­ი­ნის ახლო მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. მა­კ­კე­ი­ნი ბა­ი­დე­ნის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი იყო სე­ნატ­ში, ამი­ტომ, როცა არ უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი მა­კ­კე­ინ­თან, ბა­ი­დენ­თან გა­დაკ­ვე­თა ყო­ველ­თვის მი­წევ­და.

როცა პრე­ზი­დენ­ტი გავ­ხდი და 2007 წელს რუ­სეთ­მა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ მა­სობ­რი­ვი აქ­ცი­ე­ბის კამ­პა­ნია და­ა­ფი­ნან­სა, მა­შინ ჩემი ახლო მე­გო­ბა­რი, ჯონ მა­კ­კე­ი­ნიც თვლი­და, რომ შეც­დო­მებს ვუშ­ვებ­დი. ბა­ი­დე­ნი ერ­თა­დერ­თი სე­ნა­ტო­რი იყო, რო­მე­ლიც მა­შინ­დე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის დროს, (მა­ში­ნაც კენ­ჭს იყ­რი­და) სა­ჯა­როდ მი­ჭერ­და მხარს და ამ­ბობ­და, რომ ის, რაც მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბო­და, მთლი­ა­ნად რუ­სუ­ლი ხელ­წე­რა იყო.

როცა ჩვენ­თან ომი და­ი­წყო, პრე­ზი­დენტ ობა­მას პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბა საკ­მა­ოდ ნე­იტ­რა­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ ერთი დღის შემ­დეგ ჩვენ­თან ბა­ი­დე­ნი ჩა­მოფ­რინ­და და გა­მო­ი­ჩი­ნა ინი­ცი­ა­ტი­ვა, ამე­რი­კუ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­ხით სა­ქარ­თვე­ლო მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნათ. ჩვენ სა­ერ­თო პრეს­კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ვა­ტა­რეთ და რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ამე­რი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბულ ბა­ი­დენს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი შეს­თა­ვა­ზეს, რად­გან მისი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ობა­მას რე­ი­ტინ­გმა საგ­რძნობ­ლად აი­წია.

2008 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, ობა­მას­თან ერ­თად მიმ­დი­ნა­რე სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს ბა­ი­დენ­მა მთხო­ვა, მი­ნე­ა­პო­ლის­ში ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი. როცა ჩა­ვე­დი, ამომ­რჩე­ველ­თან და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე მი­მიწ­ვია და ძა­ლი­ან ამა­ყობ­და იმით, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­კ­კე­ი­ნის უახ­ლო­ეს მე­გობ­რად ვით­ვლე­ბო­დი, ჩემი მე­გო­ბა­რი ბა­ი­დე­ნი­სად­მიც გა­მოვ­ხა­ტავ­დი მხარ­და­ჭე­რას. ჩემი მხრი­დან ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ბუ­ნებ­რი­ვი იყო, რად­გან არ შე­მეძ­ლო, მხო­ლოდ ერთი პარ­ტი­ის­თვის და­მე­ჭი­რა მხა­რი და არ გა­მო­მე­ხა­ტა ჩემი უდი­დე­სი ადა­მი­ა­ნუ­რი მხარ­და­ჭე­რა ბა­ი­დე­ნის მი­მართ.

2009 წელს, რო­დე­საც კრემ­ლმა ჩემ­სკენ უმ­ძი­მე­სი წნე­ხის მო­რი­გი ტალ­ღა მო­მარ­თა, ბა­ი­დე­ნი კვლავ ჩა­მოფ­რინ­და და დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად და­მი­ჭი­რა მხა­რი. არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა მისი შეხ­ვედ­რა ქარ­თველ დევ­ნი­ლებ­თან, რო­მე­ლიც თით­ქმის 3 სა­ა­თის მან­ძილ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა მისი ცრემ­ლე­ბი, ემო­ცი­ე­ბი და ინ­ტერ­ვიუ The Wall Street Journal-თან, რო­მე­ლიც მან დევ­ნი­ლებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჩა­წე­რა. ბა­ი­დენ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში მთლი­ა­ნად გა­და­უხ­ვია ობა­მას მოს­კოვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნის კურსს და კრემლს მთე­ლი ძა­ლით შე­უ­ტია.

2012 წელ­ში მან აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ჯორჯ ვა­შინგტო­ნი მი­წო­და.

ბო­ლოს ბა­ი­დე­ნი 2015 წელს ვნა­ხე, კო­ლო­რა­დო-სპრინგსის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო აკა­დე­მი­ის გა­მო­საშ­ვებ ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე, სა­დაც ქარ­თველ­მა კურსდამ­თავ­რე­ბულ­მა მი­მიწ­ვია (ამ დროს პრე­ზი­დენ­ტი აღარ ვი­ყა­ვი). ბა­ი­დენ­მა გა­ი­გო, რომ აუ­დი­ტო­რი­ა­ში ვი­ყა­ვი, სცე­ნა­ზე ას­ვლა მთხო­ვა და, მი­უ­ხე­და­ვად მისი გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი­სა, ჩვენ ძა­ლი­ან თბი­ლად ვი­სა­უბ­რეთ და გა­ვიხ­სე­ნეთ ძვე­ლი დრო.

მთე­ლი გუ­ლით მი­ხა­რია მისი წარ­მა­ტე­ბა, რად­გან, პირ­ველ რიგ­ში, ის არის არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კო­სი, არა­მედ კარ­გი, ემო­ცი­უ­რი და ნამ­დვი­ლი ადა­მი­ა­ნი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მისი პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვა კრემ­ლის­თვის ძა­ლი­ან ცუდი ახა­ლი ამ­ბა­ვია. მისი არ­ჩე­ვა რე­გი­ო­ნა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის ხე­ლა­ხა­ლი გა­აზ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ჩვენს რე­გი­ონ­ში. ახლა, როცა ქარ­თვე­ლი ერი იმ მო­პა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და გა­მარ­ჯვე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად იბ­რძვის, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ამ და­მა­ჯე­რე­ბე­ლი შე­დე­გით მო­ი­პო­ვა, თეთრ სახ­ლში ნამ­დვი­ლად გვჭირ­დე­ბა მხარ­დამ­ჭე­რე­ბი" - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ჯო ბა­ი­დენ­თან გა­და­ღე­ბულ ის­ტო­რი­ულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ani
165

ე ,ბიჭო ეგ კაცი იმ დღეშია მალე მაგ სურათზე საკუთარ თავსაც ვეღარ იცნობს.არ გქონდეს დიდი იმედი.

ნანიკო
165

გუშინ ტრამპით ამაყობდა, დღეს ბაიდენით. მიხედე ჩავარდნილ რეფორმებს მანდ. აქ რევოლუცია არ გამოგდის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"დარწმუნებული ვარ, მისი პრეზიდენტად არჩევა კრემლისთვის ძალიან ცუდი ახალი ამბავია" - რას წერს სააკაშვილი გამარჯვებულ ბაიდენზე და რა ფოტოებს აქვეყნებს "ფეისბუქზე"

"დარწმუნებული ვარ, მისი პრეზიდენტად არჩევა კრემლისთვის ძალიან ცუდი ახალი ამბავია" - რას წერს სააკაშვილი გამარჯვებულ ბაიდენზე და რა ფოტოებს აქვეყნებს "ფეისბუქზე"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჯო ბაიდენს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და მასთან ურთიერთობის ისტორიას იხსენებს:

"მრავალი წელია, რაც პრეზიდენტ ტრამპთან ვმეგობრობ, თუმცა, სწორედ ამდენივე წელია, რაც ამერიკის უკვე ახლანდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მეგობარი ვარ. ჩვენი ურთიერთობა 90-იანი წლებიდან იწყება - მაშინ ორივენი ჯონ მაკკეინის ახლო მეგობრები ვიყავით. მაკკეინი ბაიდენის უახლოესი მეგობარი იყო სენატში, ამიტომ, როცა არ უნდა მივსულიყავი მაკკეინთან, ბაიდენთან გადაკვეთა ყოველთვის მიწევდა.

როცა პრეზიდენტი გავხდი და 2007 წელს რუსეთმა ჩემს წინააღმდეგ მასობრივი აქციების კამპანია დააფინანსა, მაშინ ჩემი ახლო მეგობარი, ჯონ მაკკეინიც თვლიდა, რომ შეცდომებს ვუშვებდი. ბაიდენი ერთადერთი სენატორი იყო, რომელიც მაშინდელი საპრეზიდენტო კამპანიის დროს, (მაშინაც კენჭს იყრიდა) საჯაროდ მიჭერდა მხარს და ამბობდა, რომ ის, რაც მაშინ საქართველოში ხდებოდა, მთლიანად რუსული ხელწერა იყო.

როცა ჩვენთან ომი დაიწყო, პრეზიდენტ ობამას პირველი განცხადება საკმაოდ ნეიტრალური აღმოჩნდა, მაგრამ ერთი დღის შემდეგ ჩვენთან ბაიდენი ჩამოფრინდა და გამოიჩინა ინიციატივა, ამერიკული დახმარების სახით საქართველო მილიარდი დოლარით დაეფინანსებინათ. ჩვენ საერთო პრესკონფერენცია ჩავატარეთ და რამდენიმე დღეში, ამერიკაში დაბრუნებულ ბაიდენს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შესთავაზეს, რადგან მისი განცხადების შემდეგ ობამას რეიტინგმა საგრძნობლად აიწია.

2008 წლის სექტემბერში, ობამასთან ერთად მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს ბაიდენმა მთხოვა, მინეაპოლისში ჩავსულიყავი. როცა ჩავედი, ამომრჩეველთან და ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მიმიწვია და ძალიან ამაყობდა იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაკკეინის უახლოეს მეგობრად ვითვლებოდი, ჩემი მეგობარი ბაიდენისადმიც გამოვხატავდი მხარდაჭერას. ჩემი მხრიდან ეს აბსოლუტურად ბუნებრივი იყო, რადგან არ შემეძლო, მხოლოდ ერთი პარტიისთვის დამეჭირა მხარი და არ გამომეხატა ჩემი უდიდესი ადამიანური მხარდაჭერა ბაიდენის მიმართ.

2009 წელს, როდესაც კრემლმა ჩემსკენ უმძიმესი წნეხის მორიგი ტალღა მომართა, ბაიდენი კვლავ ჩამოფრინდა და დემონსტრაციულად დამიჭირა მხარი. არასოდეს დამავიწყდება მისი შეხვედრა ქართველ დევნილებთან, რომელიც თითქმის 3 საათის მანძილზე მიმდინარეობდა. არასოდეს დამავიწყდება მისი ცრემლები, ემოციები და ინტერვიუ The Wall Street Journal-თან, რომელიც მან დევნილებთან შეხვედრის შემდეგ ჩაწერა. ბაიდენმა ინტერვიუში მთლიანად გადაუხვია ობამას მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენის კურსს და კრემლს მთელი ძალით შეუტია.

2012 წელში მან აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონი მიწოდა.

ბოლოს ბაიდენი 2015 წელს ვნახე, კოლორადო-სპრინგსის სამხედრო-საზღვაო აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიალზე, სადაც ქართველმა კურსდამთავრებულმა მიმიწვია (ამ დროს პრეზიდენტი აღარ ვიყავი). ბაიდენმა გაიგო, რომ აუდიტორიაში ვიყავი, სცენაზე ასვლა მთხოვა და, მიუხედავად მისი გადატვირთული გრაფიკისა, ჩვენ ძალიან თბილად ვისაუბრეთ და გავიხსენეთ ძველი დრო.

მთელი გულით მიხარია მისი წარმატება, რადგან, პირველ რიგში, ის არის არა მხოლოდ პოლიტიკოსი, არამედ კარგი, ემოციური და ნამდვილი ადამიანი. დარწმუნებული ვარ, რომ მისი პრეზიდენტად არჩევა კრემლისთვის ძალიან ცუდი ახალი ამბავია. მისი არჩევა რეგიონალური პოლიტიკის ხელახალი გააზრების საშუალებას იძლევა, განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში. ახლა, როცა ქართველი ერი იმ მოპარული არჩევნებისა და გამარჯვების დასაბრუნებლად იბრძვის, რომელიც ოპოზიციამ დამაჯერებელი შედეგით მოიპოვა, თეთრ სახლში ნამდვილად გვჭირდება მხარდამჭერები" - წერს მიხეილ სააკაშვილი და ჯო ბაიდენთან გადაღებულ ისტორიულ ფოტოებს აქვეყნებს.

"თინა ხიდაშელის მდგომარეობა ნელ- ნელა, სტაბილურად უმჯობესდება" - რას წერს დავით ბერძენიშვილი "ფეისბუქზე"

როგორ ულოცავენ დედის დღეს თავიანთ დედებს ცნობილი ქართველები - ფოტოები "ფეისბუქიდან"

როგორ მიულოცა თეა წულუკიანმა დედის დღე დედას?