სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სამ პატიმარს ბრალი წარედგინა
გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სამ პატიმარს ბრალი წარედგინა

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ N8 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში "მთა­ვა­რი არ­ხის" მე­წი­ლის გი­ორ­გი რუ­რუ­ას მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე პა­ტიმ­რებს - პ.ნ-ს, ნ.ო.-ს და გ.ჯ.-ს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

უწყე­ბის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 2 ნო­ემ­ბერს, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, პა­ტიმ­რებ­მა - ბრალ­დე­ბულ­მა პ.ნ-მ, მსჯავ­რდე­ბულ­მა გ.ჯ.-მ და ბრალ­დე­ბულ­მა ნ.ო.-მ. ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის გზით მსჯავ­რდე­ბულ გი­ორ­გი რუ­რუ­ას ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პირს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის 1 პრი­მა ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (ცემა, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ არ მოჰ­ყო­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 120-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­დე­გი, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად) 2020 წლის 6 ნო­ემ­ბერს წა­რუდ­გი­ნა.

რო­გორც გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემიდა!
55

ყოჩაღ თქვენ, კიდევ ის ბიჭები გაამტყუნედ!!!!!!!!!!!!

ილია
0

სამართალი რო იყოს წესით ციხიდან ვერ უნდა გამოდუოდეს რურუა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სამ პატიმარს ბრალი წარედგინა

გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სამ პატიმარს ბრალი წარედგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში "მთავარი არხის" მეწილის გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე პატიმრებს - პ.ნ-ს, ნ.ო.-ს და გ.ჯ.-ს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ნოემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში, პატიმრებმა - ბრალდებულმა პ.ნ-მ, მსჯავრდებულმა გ.ჯ.-მ და ბრალდებულმა ნ.ო.-მ. ჯგუფური ძალადობის გზით მსჯავრდებულ გიორგი რურუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

პროკურატურამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად) 2020 წლის 6 ნოემბერს წარუდგინა.

როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

"აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად ​მოარღვიეს ჯებირი და შეეცადნენ უკანონოდ შეჭრას" - ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებზე შსს ვიდეოკადრებს ავრცელებს

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავეს

ხელისუფლების დამხობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს - რა განცხადებას ავრცელებს სუს-ი?