სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ორივე მხარეს მოვუწოდებ, არ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები" - ევროპარლამენტარი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის შუამავლობის შესაძლებლობაზე საუბრობს
"ორივე მხარეს მოვუწოდებ, არ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები" - ევროპარლამენტარი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის შუამავლობის შესაძლებლობაზე საუბრობს

"ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ჩვენ მე­დი­ა­ცი­ის შე­თა­ვა­ზე­ბას შევ­ძლებთ. იმე­დი მქონ­და, რომ არ­ჩევ­ნე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მოკ­ლე დრო­ში გა­და­მოწ­მდე­ბო­და, ხოლო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­დგე­ნა, თუ რო­გორ ჩა­ტარ­და პრო­ცე­სი, სი­ტუ­ა­ცი­ას და­ამ­შვი­დებ­და, თუმ­ცა ის უფრო და უფრო იძა­ბე­ბა", - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­ნეს­ტის ვიცე-თავ­მჯდო­მა­რემ და სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის სა­პარ­ლა­მენ­ტო ასო­ცი­რე­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რმა, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა მარ­კე­ტა გრე­გო­რო­ვამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის თქმით, ის იმე­დოვ­ნებს, რომ ევ­რო­კავ­ში­რი პრო­ცე­სებ­ში შუ­ა­მავ­ლის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბას შეძ­ლებს.

"მე ნამ­დვი­ლად ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ჩვენ მე­დი­ა­ცი­ის შე­თა­ვა­ზე­ბას შევ­ძლებთ, თუ შე­სა­ბა­მი­სი მხა­რე­ე­ბი ამას და­თან­ხმდე­ბი­ან. ამას გარ­და, მე ორი­ვე მხა­რეს მინ­და მო­ვუ­წო­დო, რომ არ მი­ი­ღონ ნაჩ­ქა­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და არ გა­ავ­რცე­ლონ ისე­თი ნაჩ­ქა­რე­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ქა­ლა­ქე­ებს თა­ვი­ან­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის მი­მართ ნდო­ბას გა­უ­ქარ­წყლებს“, - გა­ნა­ცხა­და გრე­გო­რო­ვამ.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ იმა­ზეც ესა­უბ­რა, თუ რას ფიქ­რობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც პარ­ტია, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში არ იმუ­შა­ვებს, სა­ხელ­მწი­ფო ფი­ნან­სებს არ უნდა იღებ­დეს.

"ჩემი მი­მარ­თვა ორი­ვე მხა­რეს ეხე­ბა - ოპო­ზი­ცი­ა­საც და "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­საც“. ვფიქ­რობ, ეს გან­ცხა­დე­ბა სწო­რედ ნაჩ­ქა­რე­ვი გან­ცხა­დე­ბის მა­გა­ლი­თია, რო­მე­ლიც სი­ტუ­ა­ცი­ას კი­დევ უფრო ძა­ბავს და მათი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ნა­წი­ლი არ უნდა იყოს. მე ნამ­დვი­ლად ვი­მე­დოვ­ნებ, რომ სა­ერ­თო გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა მო­ხერ­ხდე­ბა, სა­დაც თი­თო­ე­ულ არ­ჩე­ულ წარ­მო­მად­გე­ნელს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მისი როლი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნება აღას­რუ­ლოს. ხოლო, თუ ისევ რჩე­ბა კი­თხვა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გო­რია მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნება, ამას შე­სა­ბა­მის­მა სა­არ­ჩევ­ნო უწყე­ბებ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გას­ცენ პა­სუ­ხი“, - გა­ნა­ცხა­და გრე­გო­რო­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
llcl
8

ამერიკა გამიგია, ევროპა გამიგია, მაგრამ ეს ციგნის ქალივ რომ ჭკუას გვარიგებს

ლია
4

უკაცრავად მაგრამ პარლამენრში თუ არ შევლენ რატომ უნდა დააფინანსოს ბიუჯეტმა და ამ ქალს ვინ ეკითხება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ორივე მხარეს მოვუწოდებ, არ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები" - ევროპარლამენტარი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის შუამავლობის შესაძლებლობაზე საუბრობს

"ორივე მხარეს მოვუწოდებ, არ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები" - ევროპარლამენტარი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის შუამავლობის შესაძლებლობაზე საუბრობს

"ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მედიაციის შეთავაზებას შევძლებთ. იმედი მქონდა, რომ არჩევნების სამართლიანობა მოკლე დროში გადამოწმდებოდა, ხოლო მტკიცებულებების წარდგენა, თუ როგორ ჩატარდა პროცესი, სიტუაციას დაამშვიდებდა, თუმცა ის უფრო და უფრო იძაბება", - ამის შესახებ ევრონესტის ვიცე-თავმჯდომარემ და საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრმა, ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ევროკავშირი პროცესებში შუამავლის როლის შესრულებას შეძლებს.

"მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მედიაციის შეთავაზებას შევძლებთ, თუ შესაბამისი მხარეები ამას დათანხმდებიან. ამას გარდა, მე ორივე მხარეს მინდა მოვუწოდო, რომ არ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და არ გაავრცელონ ისეთი ნაჩქარევი განცხადებები, რომლებიც მოქალაქეებს თავიანთი ინსტიტუტებისა და დემოკრატიის მიმართ ნდობას გაუქარწყლებს“, - განაცხადა გრეგოროვამ.

ევროპარლამენტარი "ინტერპრესნიუსს“ იმაზეც ესაუბრა, თუ რას ფიქრობს ხელისუფლების პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც პარტია, რომელიც პარლამენტში არ იმუშავებს, სახელმწიფო ფინანსებს არ უნდა იღებდეს.

"ჩემი მიმართვა ორივე მხარეს ეხება - ოპოზიციასაც და "ქართულ ოცნებასაც“. ვფიქრობ, ეს განცხადება სწორედ ნაჩქარევი განცხადების მაგალითია, რომელიც სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს და მათი კომუნიკაციის ნაწილი არ უნდა იყოს. მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ საერთო გამოსავლის პოვნა მოხერხდება, სადაც თითოეულ არჩეულ წარმომადგენელს ექნება საშუალება, რომ მისი როლი განახორციელოს და მოქალაქეების ნება აღასრულოს. ხოლო, თუ ისევ რჩება კითხვა იმის შესახებ, თუ როგორია მოქალაქეების ნება, ამას შესაბამისმა საარჩევნო უწყებებმა დაუყოვნებლივ უნდა გასცენ პასუხი“, - განაცხადა გრეგოროვამ.

obozrevatel.com აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც მათი ინფორმაციით, ზვიად კუპრავას საუბარია ასახული

"კახა კალაძეს ფეხებში უფრო მეტი ტვინი აქვს, ვიდრე ალეკო ელისაშვილს თავში" - ბექა დავითულიანი

"კრიმინალმა თამარ ჟვანიამ უნდა იცოდეს, რომ სამართალი პურს აუცილებლად ჭამს" - ანა დოლიძემ საქალაქო სასამართლოსთან შოთის პური მიიტანა