სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მთლიანი მოლი უკვე შენს მობილურში
მთლიანი მოლი უკვე შენს მობილურში

„ერთი ხე­ლის მოს­მით“ - Extra.ge შო­პინ­გის გა­სა­მარ­ტი­ვებ­ლად მომ­ხმა­რებ­ლებს უკვე მო­ბი­ლურ აპ­ლი­კა­ცი­ას სთა­ვა­ზობს.

Extra.ge ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ი­სა და ონ­ლა­ინ შო­პინ­გის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის კი­დევ ერთ სი­ახ­ლეს გვთა­ვა­ზობს. ახა­ლი მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია, ბეტა რე­ჟიმ­ში გა­ეშ­ვა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უ­მარ­ტი­ვებს მომ­ხმა­რებ­ლებს ყვე­ლა­ზე დიდ ონ­ლა­ინ მოლ­თან მუდ­მივ წვდო­მას.

Extra.ge ბა­ზარ­ზე 2020 წლის 29 თე­ბერ­ვლი­დან ოპე­რი­რებს და მომ­ხმა­რებ­ლებს ანე­ბივ­რებს უამ­რა­ვი ხელ­საყ­რე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბით. გუნ­დი მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს მომ­ხმა­რებ­ლის კომ­ფორ­ტსა და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე, რისი ნა­წი­ლი­ცაა ეს აპ­ლი­კა­ცი­აც. Extra.ge აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბი­სას აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­და კომ­პა­ნია Sweeft Digital-თან და 5 ნო­ემ­ბერს აპ­ლი­კა­ცი­ის ბეტა ვერ­სი­ამ დღის სი­ნათ­ლეს იხი­ლა.

„ჩვენს გუნდს, Sweeft Digital-ს მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ექ­მნა უნი­კა­ლუ­რი ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის პლატ­ფორ­მის - Extra.ge-ის მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია, რო­გორც iOS-ის­თვის, ასე­ვე Android-ის­თვის. ეს არის პირ­ვე­ლი ონ­ლა­ინ მოლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს გა­უ­მარ­ტი­ვებს ონ­ლა­ინ შო­პინგს, და­ა­ზო­გი­ნებს დროს და ამ პრო­ცესს უფრო კომ­ფორ­ტულს გახ­დის მის­თვის. Sweeft Digital-ის გუნ­დი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, შევ­ძე­ლით გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა e-commerce-ის კუ­თხით და შე­დე­გიც და­ი­დო. ეს იყო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი თა­ვად შე­ა­ფა­სებს“, - გა­ნა­ცხა­და კომ­პა­ნია Sweeft Digital-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ვახო თურ­ნა­ვამ.

“ამი­ე­რი­დან უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია Extra.ge-ს, ყვე­ლა­ზე დიდი ინ­ტერ­ნეტ მო­ლის ჯი­ბით ტა­რე­ბა და ნე­ბის­მი­ერ დროს, ერთი ხე­ლის მოს­მით სა­სურ­ვე­ლი ნივ­თის მო­ძებ­ნა, შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, შე­და­რე­ბა, ყიდ­ვა და გა­ყიდ­ვა ყვე­ლაფ­რის, რაც გა­გი­ხარ­დე­ბათ. მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია კომ­ფორ­ტუ­ლი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია, რო­გორც აქ­ტი­უ­რი შო­პინ­გის, ასე­ვე იმ სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბი­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვი­საც, ვი­საც ფი­ზი­კუ­რი შო­პინ­გი ურ­ჩევ­ნია ონ­ლა­ინს. მათ შე­უძ­ლი­ათ სა­სურ­ვე­ლი ნივ­თი, ნა­ხონ ნე­ბის­მი­ერ მა­ღა­ზი­ა­ში, ხე­ლით შე­ე­ხონ მას და პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში გა­და­ა­მოწ­მონ მისი ფასი Extra-ს მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, იგი­ვე ბრენ­დის ციფ­რულ ფი­ლი­ალ­ში. ჩვენ მუდ­მი­ვად გვაქვს სხვა­დას­ხვა აქ­ცია, ფას­დაკ­ლე­ბა თუ შე­თა­ვა­ზე­ბა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც მომ­ხმა­რე­ბელს ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბათ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. Extra-ზე არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ შე­ნა­ძენს სა­სურ­ველ მი­სა­მარ­თზე მო­გარ­თმევთ, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, რაც და­მა­ტე­ბით კომ­ფორ­ტია, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში”. - გა­ნა­ცხა­და Extra.ge-ს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, თა­მუ­ნა ბუ­ა­ძემ.

ონ­ლა­ინ შო­პინ­გის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, Visa სა­ი­ტის გაშ­ვე­ბის დღი­დან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს Extra.ge-სთან. ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად კი, კვლავ Visa-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, Extra.ge აა­ნონ­სებს გან­სა­კუთ­რე­ბულ შე­თა­ვა­ზე­ბებ­სა და ფას­დაკ­ლე­ბებს აპ­ლი­კა­ცი­ის მომ­ხმა­რე­ბელ­თათ­ვის.

”დღეს­დღე­ო­ბით ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცია მომ­ხმა­რე­ბელს უფრო მეტ არ­ჩე­ვანს, კომ­ფორ­ტსა და უსაფრ­თხო­ე­ბას სთა­ვა­ზობს, ასე­ვე აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას ბიზ­ნესს, მარ­თონ და გა­ნა­ვი­თა­რონ თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბა და და­ა­კავ­ში­რონ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მერ­ჩან­ტებს”, - აცხა­დებს კრის­ტი­ნა დო­რო­ში, Visa– ს რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში. - სწო­რედ ამი­ტომ, Visa დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს ელ-კო­მერ­ცი­ის მხარ­და­ჭე­რას და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ონ­ლა­ინ შო­პინ­გით სარ­გებ­ლო­ბის უპი­რა­ტე­სო­ბებს. Extra.ge აპ­ლი­კა­ცი­ის ამოქ­მე­დე­ბით მომ­ხმა­რებ­ლებს შე­ეძ­ლე­ბათ მარ­ტი­ვად მარ­თონ სურ­ვი­ლე­ბი და მი­ი­ღონ და­მა­ტე­ბი­თი ბო­ნუ­სე­ბი Visa ბა­რა­თით გა­დახ­დი­სას, მათ შო­რის 50%-მდე ფას­დაკ­ლე­ბა შერ­ჩე­ულ ნივ­თებ­ზე, უფა­სო მი­წო­დე­ბა და 10% ფას­დაკ­ლე­ბა შემ­დე­გი შეკ­ვე­თის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას აპ­ლი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით ”.

მაშ ასე, ჩა­მოტვირ­თეთ: ან­დრო­ი­დი:

iOS:

დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ხელ­მი­საწ­ვდო­მია ვებგ­ვებრდზე:

შე­ი­ძი­ნეთ რაც გა­გი­ხარ­დე­ბათ - ერთი ხე­ლის მოს­მით, მთე­ლი შო­პინგ მოლი უკვე შენს მო­ბი­ლუ­რებ­შია!

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

მთლიანი მოლი უკვე შენს მობილურში

მთლიანი მოლი უკვე შენს მობილურში

„ერთი ხელის მოსმით“ - Extra.ge შოპინგის გასამარტივებლად მომხმარებლებს უკვე მობილურ აპლიკაციას სთავაზობს.

Extra.ge ელექტრონული კომერციისა და ონლაინ შოპინგის განვითარებისთვის კიდევ ერთ სიახლეს გვთავაზობს. ახალი მობილური აპლიკაცია, ბეტა რეჟიმში გაეშვა, მნიშვნელოვნად გაუმარტივებს მომხმარებლებს ყველაზე დიდ ონლაინ მოლთან მუდმივ წვდომას.

Extra.ge ბაზარზე 2020 წლის 29 თებერვლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს ანებივრებს უამრავი ხელსაყრელი შეთავაზებით. გუნდი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კომფორტსა და საჭიროებებზე, რისი ნაწილიცაა ეს აპლიკაციაც. Extra.ge აღნიშნულ პროექტზე მუშაობისას აქტიურად თანამშრომლობდა კომპანია Sweeft Digital-თან და 5 ნოემბერს აპლიკაციის ბეტა ვერსიამ დღის სინათლეს იხილა.

„ჩვენს გუნდს, Sweeft Digital-ს მიეცა შესაძლებლობა, შეექმნა უნიკალური ელექტრონული კომერციის პლატფორმის - Extra.ge-ის მობილური აპლიკაცია, როგორც iOS-ისთვის, ასევე Android-ისთვის. ეს არის პირველი ონლაინ მოლი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს გაუმარტივებს ონლაინ შოპინგს, დააზოგინებს დროს და ამ პროცესს უფრო კომფორტულს გახდის მისთვის. Sweeft Digital-ის გუნდი აქტიურად მუშაობდა 6 თვის განმავლობაში, შევძელით გაგვეზიარებინა ჩვენი საერთაშორისო გამოცდილება e-commerce-ის კუთხით და შედეგიც დაიდო. ეს იყო ძალიან საინტერესო პროცესი, რომელსაც ქართველი მომხმარებელი თავად შეაფასებს“, - განაცხადა კომპანია Sweeft Digital-ის დამფუძნებელმა ვახო თურნავამ.

“ამიერიდან უკვე შესაძლებელია Extra.ge-ს, ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლის ჯიბით ტარება და ნებისმიერ დროს, ერთი ხელის მოსმით სასურველი ნივთის მოძებნა, შეთავაზებების დათვალიერება, შედარება, ყიდვა და გაყიდვა ყველაფრის, რაც გაგიხარდებათ. მობილური აპლიკაცია კომფორტული და მოსახერხებელია, როგორც აქტიური შოპინგის, ასევე იმ სკეპტიკურად განწყობილი მომხმარებლებისთვისაც, ვისაც ფიზიკური შოპინგი ურჩევნია ონლაინს. მათ შეუძლიათ სასურველი ნივთი, ნახონ ნებისმიერ მაღაზიაში, ხელით შეეხონ მას და პარალელურ რეჟიმში გადაამოწმონ მისი ფასი Extra-ს მობილური აპლიკაციის საშუალებით, იგივე ბრენდის ციფრულ ფილიალში. ჩვენ მუდმივად გვაქვს სხვადასხვა აქცია, ფასდაკლება თუ შეთავაზება, რის საფუძველზეც მომხმარებელს ყოველთვის ექნებათ რაციონალური და სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალება. Extra-ზე არჩევანის გაკეთების შემთხვევაში მოგეხსენებათ, რომ შენაძენს სასურველ მისამართზე მოგართმევთ, მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც დამატებით კომფორტია, განსაკუთრებით რეგიონების შემთხვევაში”. - განაცხადა Extra.ge-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, თამუნა ბუაძემ.

ონლაინ შოპინგის ხელშეწყობის მიზნით, Visa საიტის გაშვების დღიდან აქტიურად თანამშრომლობს Extra.ge-სთან. ამ მნიშვნელოვანი სიახლის აღსანიშნავად კი, კვლავ Visa-სთან თანამშრომლობით, Extra.ge აანონსებს განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს აპლიკაციის მომხმარებელთათვის.

”დღესდღეობით ელექტრონული კომერცია მომხმარებელს უფრო მეტ არჩევანს, კომფორტსა და უსაფრთხოებას სთავაზობს, ასევე აძლევს შესაძლებლობას ბიზნესს, მართონ და განავითარონ თავიანთი საქმიანობა და დააკავშირონ მომხმარებლები მერჩანტებს”, - აცხადებს კრისტინა დოროში, Visa– ს რეგიონალური მენეჯერი კავკასიის რეგიონში. - სწორედ ამიტომ, Visa დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ელ-კომერციის მხარდაჭერას და მომხმარებლებისთვის ონლაინ შოპინგით სარგებლობის უპირატესობებს. Extra.ge აპლიკაციის ამოქმედებით მომხმარებლებს შეეძლებათ მარტივად მართონ სურვილები და მიიღონ დამატებითი ბონუსები Visa ბარათით გადახდისას, მათ შორის 50%-მდე ფასდაკლება შერჩეულ ნივთებზე, უფასო მიწოდება და 10% ფასდაკლება შემდეგი შეკვეთის განხორციელებისას აპლიკაციის მეშვეობით ”.

მაშ ასე, ჩამოტვირთეთ: ანდროიდი:

iOS:

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვებრდზე:

შეიძინეთ რაც გაგიხარდებათ - ერთი ხელის მოსმით, მთელი შოპინგ მოლი უკვე შენს მობილურებშია!

R

"ეს საკენკი ბიძინა ივანიშვილმა უნდა აკენკოს" - ისნის საოლქო კომისიასთან აქციის მონაწილეებმა გალია მიიტანეს

4 მეტროსადგური, სადაც პიკის საათებში მგზავრთა ნაკადის კონტროლი რიგების მართვის მეშვეობით მოხდება - რა ინფორმაციას ავრცელებს თბილისის მერია

"სულ რომ გერმანული საავადმყოფოები გადმოვიტანოთ საქართველოში, სისტემა ვერ გაუძლებს თუ ჩვენ ყველა გავხდებით ავად და ეს მოხდება თუ არ დავიცავთ წესებს" - პაატა იმნაძე