სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
აშშ-ის სენატში ტრანსგენდერი ქალი პირველად აირჩიეს - ვინ არის სარა მაკბრაიდი, რომელმაც ისტორია დაწერა
აშშ-ის სენატში ტრანსგენდერი ქალი პირველად აირჩიეს - ვინ არის სარა მაკბრაიდი, რომელმაც ისტორია დაწერა

აშშ-ში 3 ნო­ემ­ბერს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გა­ი­მარ­თა. პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად ამე­რი­კე­ლებ­მა კონ­გრე­სის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი პა­ლა­ტის წევ­რე­ბი და სე­ნა­ტო­რე­ბიც აირ­ჩი­ეს. ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სე­ნა­ტო­რი ტრანსგენ­დე­რი ქალი, სარა მაკბ­რა­ი­დი გახ­და.

რო­გორც nbc news წერს, 30 წლის სარა სე­ნა­ტო­რად დე­ლა­ვე­რის შტატ­მა აირ­ჩია. შე­დე­გად ის გახ­და პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი ღიად ტრანსგენ­დე­რი ქალი აშშ-ის სე­ნა­ტის ის­ტო­რი­ა­ში. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მან ხმე­ბის 73% მი­ი­ღო და არ­ჩევ­ნებ­ში ად­ვი­ლად და­ა­მარ­ცხა "რეს­პუბ­ლი­კე­ლი" კონ­კუ­რენ­ტი სტივ ვა­შინგტო­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­მოკ­რატ ჰა­რის მაკ­და­უ­ელს, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­ნატ­ში დე­ლა­ვერს წარ­მო­ად­გენ­და, 44-წლი­ა­ნი სე­ნა­ტო­რო­ბის შემ­დეგ, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი თქვა და სარა მაკბ­რა­იდს და­უ­ჭი­რა მხა­რი.

"იმე­დი მაქვს, რომ LGBTQ ბავ­შვებს ვაჩ­ვე­ნეთ, რომ ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტია საკ­მა­რი­სად დი­დია მათ­თვი­საც... რად­გან დე­ლა­ვერ­ში კო­ვიდ-კრი­ზი­სია, დროა, და­ვი­წყოთ მუ­შა­ო­ბა“, - და­წე­რა "ტვი­ტე­რის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე მაკბ­რა­იდ­მა.

30 წლის სარა მაკბ­რა­ი­დი აქამ­დე ლგბტქ თე­მის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და, ჩარ­თუ­ლი იყო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­კენ მი­მარ­თულ არა­ერთ კამ­პა­ნი­ა­ში.

რო­დე­საც ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტი იყო, სარა მუ­შა­ობ­და თეთრ სახ­ლში, ბა­რაკ ობა­მას საპ­რე­ზი­დენ­ტო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, რი­თაც ის გახ­და პირ­ვე­ლი ქალი ტრანსგენ­დე­რი, რო­მელ­მაც თეთრ სახ­ლში იმუ­შა­ვა.

2014 წელს სარა ენ­დრიუ ქე­რი­ზე და­ქორ­წინ­და მას შემ­დეგ, რაც ამ უკა­ნას­კნელს სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, ქერი ქორ­წი­ნე­ბი­დან 4 დღე­ში სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰ
8

ვახ ჩემი....

რაგვინდა
18

გვუნდა ასეთი დემოკრატია ჩვენ ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

აშშ-ის სენატში ტრანსგენდერი ქალი პირველად აირჩიეს - ვინ არის სარა მაკბრაიდი, რომელმაც ისტორია დაწერა

აშშ-ის სენატში ტრანსგენდერი ქალი პირველად აირჩიეს - ვინ არის სარა მაკბრაიდი, რომელმაც ისტორია დაწერა

აშშ-ში 3 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. პრეზიდენტთან ერთად ამერიკელებმა კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრები და სენატორებიც აირჩიეს. ისტორიაში პირველად ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ტრანსგენდერი ქალი, სარა მაკბრაიდი გახდა.

როგორც nbc news წერს, 30 წლის სარა სენატორად დელავერის შტატმა აირჩია. შედეგად ის გახდა პირველი და ერთადერთი ღიად ტრანსგენდერი ქალი აშშ-ის სენატის ისტორიაში. წინასწარი მონაცემებით, მან ხმების 73% მიიღო და არჩევნებში ადვილად დაამარცხა "რესპუბლიკელი" კონკურენტი სტივ ვაშინგტონი.

რაც შეეხება დემოკრატ ჰარის მაკდაუელს, რომელიც წლების განმავლობაში სენატში დელავერს წარმოადგენდა, 44-წლიანი სენატორობის შემდეგ, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა და სარა მაკბრაიდს დაუჭირა მხარი.

"იმედი მაქვს, რომ LGBTQ ბავშვებს ვაჩვენეთ, რომ ჩვენი დემოკრატია საკმარისად დიდია მათთვისაც... რადგან დელავერში კოვიდ-კრიზისია, დროა, დავიწყოთ მუშაობა“, - დაწერა "ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე მაკბრაიდმა.

30 წლის სარა მაკბრაიდი აქამდე ლგბტქ თემის უფლებების დამცველ ორგანიზაციაში მუშაობდა, ჩართული იყო ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართულ არაერთ კამპანიაში.

როდესაც ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, სარა მუშაობდა თეთრ სახლში, ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში, რითაც ის გახდა პირველი ქალი ტრანსგენდერი, რომელმაც თეთრ სახლში იმუშავა.

2014 წელს სარა ენდრიუ ქერიზე დაქორწინდა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ქერი ქორწინებიდან 4 დღეში სიმსივნით გარდაიცვალა.

პირადი ოჯახური ტრაგედია, შვილთან დაკავშირებული სკანდალი და ვიზიტები საქართველოში - ვინ არის ამერიკის 46-ე პრეზიდენტი?

"მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც არ ხედავს წითელსა და ლურჯს, ხედავს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს" - რა სიტყვებით მიმართა ჯო ბაიდენმა ამერიკელებს გამარჯვების შემდეგ

საფრანგეთში მართლმადიდებელ მღვდელზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს მედია