სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ვინმეს ზედმეტი ილუზიები რომ არ გაუჩნდეს, ზოგჯერ საჭიროა ადგილზე მოსვა - ასე ექცევა მიშა მელიას" - აქვს თუ არა ნიკა მელიას ოპოზიციის ლიდერად ქცევის შანსი?
"ვინმეს ზედმეტი ილუზიები რომ არ გაუჩნდეს, ზოგჯერ საჭიროა ადგილზე მოსვა - ასე ექცევა მიშა მელიას" - აქვს თუ არა ნიკა მელიას ოპოზიციის ლიდერად ქცევის შანსი?

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი 31 ოქ­ტომ­ბერს არ დას­რულ­და - გარ­და იმი­სა, რომ ცეს­კოს წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 16 მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში მე­ო­რე ტუ­რის გა­მარ­თვა გახ­და სა­ჭი­რო, ასე­ვე სრუ­ლი ოპო­ზცი­უ­რი სპექტრი, გა­ყალ­ბე­ბის მო­ტი­ვით, ბო­ი­კო­ტის რე­ჟიმ­ში გა­და­ვი­და და მას­შტა­ბუ­რი აქ­ცი­ე­ბით იმუქ­რე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის ორ­კესტრი­რე­ბას ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცდი­ლობს, აშ­კა­რაა, მას სურს 2003 წლის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რი კი­დევ ერთხელ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ქვე­ყა­ნა­ში, თუმ­ცა ასე შო­რი­დან მას ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რო­ბა ნაკ­ლე­ბად გა­მოს­დის, მით უფრო, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი დღე­ვან­დე­ლი ერ­თო­ბის ერთი ნა­წი­ლის­თვის სა­ა­კაშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ მი­უ­ღე­ბე­ლია.

შე­სა­ბა­მი­სად, ოპო­ზი­ცი­ას სჭირ­დე­ბა ლი­დე­რი, რო­მელ­საც ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრის­თვის გა­მა­ერ­თი­ა­ნებ­ლის ფუნ­ქცი­აც ექ­ნე­ბა და პრო­ტეს­ტის გე­ნე­რა­ტო­რიც იქ­ნე­ბა.

  • იქ­ცე­ვა თუ არა ასეთ ლი­დე­რად ნიკა მე­ლია?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, "მთა­ვა­რი არ­ხის“ ეთერ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი დღემ­დე გან­ხილ­ვის თე­მად რჩე­ბა. ნიკა მე­ლი­ა­სა და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძეს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტთან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას მოჰ­ყვა, როცა გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ თქვა, - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ოპო­ზი­ცი­ი­დან არ­ცერ­თი მათ­გა­ნის არ ეში­ნია და დად­გა დრო, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დე­სო. აღ­ნიშ­ნულ­ზე ნიკა მე­ლი­ამ სა­ნი­კი­ძეს უპა­სუ­ხა, რომ მას ოპო­ზი­ცი­ა­ში ხინ­ჯი შე­აქვს. მათ შო­რის კა­მა­თი სი­ტყვი­ერ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. მე­ლი­ამ სა­ნი­კი­ძეს პრო­ვო­კა­ტო­რი და უნა­მუ­სო უწო­და.

ერთი შე­ხედ­ვით, ისე ჩანს, რომ სა­ნი­კი­ძის გან­ცხა­დე­ბე­ბის უკან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დგას, რო­მე­ლიც ნიკა მე­ლი­ას ერ­თპი­როვ­ნუ­ლი ლი­დე­რო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია. ამის თა­ო­ბა­ზე "ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე და­წე­რა ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის ხელ­მძღვა­ნელ­მა და ფო­თის, ხო­ბი­სა და სე­ნა­კის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის, გიგა ბო­კე­რი­ას მე­უღ­ლემ თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა:

"მი­შას და­ვა­ლე­ბით აკე­თებს. მიშა მე­ლი­ა­ზე ეჭ­ვი­ა­ნობს და გუ­ბაზს ალა­პა­რა­კებს, რომ მი­შას გა­რე­შე ყვე­ლა ნუ­ლია. არა­ფე­რი ახა­ლი“.

ნამ­დვი­ლად არის ამ გან­ცხა­დე­ბა­ში სი­მარ­თლის მარ­ცვა­ლი, სა­ა­კაშ­ვილს ყო­ველ­თვის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მარ­თვა მოს­წონ­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, დღე­საც მოს­წონს, თუმ­ცა ვერც იმას გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ ამ თე­მის წა­მოჭ­რით და ვი­თომ კონ­ფლიქ­ტის გა­თა­მა­შე­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლი მე­ლი­ას, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რის წარ­მო­ჩე­ნას, უწყობ­დეს ხელს, რად­გან დღეს მას ასე სჭირ­დე­ბა, ანუ იცის, რომ თვი­თონ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ ჩა­მო­ვა, არა­და, აქ პრო­ცე­სე­ბის მარ­თვას სჭირ­დე­ბა წი­ნამ­ძღო­ლი. მან "ტვ პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში მე­ლი­ა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და: "მე ნიკა მე­ლია მა­გო­ნებს ჩემი სა­უ­კე­თე­სო წლე­ბის, სა­უ­კე­თე­სო ფორ­მას და უფრო მა­გა­რიც არის. ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ ნი­კა­თი, ძაან მა­გა­რი ტი­პია, მარ­თლა, აი, შემ­ტე­ვი, გამ­ბე­და­ვი, შე­უ­პო­ვა­რი, ნამ­დვი­ლი მა­გა­რი ქარ­თვე­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რე“.

სა­ა­კაშ­ვი­ლი რას ცდი­ლობს და რა­ტომ, ეს ცალ­კე სა­კი­თხია, მაგ­რამ, ფაქ­ტია ის, რომ მე­ლი­ას ლი­დე­რო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად არ არის. ოპო­ზცი­ის დიდი ნა­წი­ლი კარ­გად იაზ­რებს, რომ დიდი ერ­თო­ბის და ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ლი­დე­რის გა­რე­შე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნიკა მე­ლია სა­ერ­თო ლი­დე­რად თით­ქმის ყვე­ლას­თვის მი­სა­ღე­ბია, მა­გა­ლი­თის­თვის, რო­გორც წყა­რო გვიყ­ვე­ბა, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის პარ­ტი­ის სიის მე­ხუ­თე ნო­მე­რი ბესო და­ნე­ლია მთე­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია მე­ლი­ას გვერ­დით იდგა, სა­პა­სუ­ხოდ კი ვნა­ხეთ, თუ რო­გო­რი თბი­ლი სი­ტყვე­ბით წა­რად­გი­ნა მე­ლი­ამ პირ­ვე­ლი ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ა­ზე ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე. ასე­ვე არ არის და­მა­ლუ­ლი "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რე­ბის ასე­ვე კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­ლი­ას მი­მართ. მოკ­ლედ, ამ ეტაპ­ზე ნიკა მე­ლია თით­ქმის ყვე­ლას­თვის მი­სა­ღე­ბი ლი­დე­რია.

ამ თე­მა­ზე ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- არ მგო­ნია, რომ ეს თემა აქ­ტუ­ა­ლუ­რია იმი­ტომ, რომ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” ეს არ არის მარ­ტო პარ­ტია, გარ­კვე­უ­ლი რე­ლი­გი­აა, რო­მელ­საც ჰყავს თა­ვი­სი ღვთა­ე­ბა და ეს არის სა­ა­კაშ­ვი­ლი. კი ბა­ტო­ნო, შე­იძ­ლე­ბა მე­ლია გა­მოკ­ვე­თი­ლი ფი­გუ­რაა, მაგ­რამ არა უმე­ტეს ამი­სა. არც დგას სა­კი­თხი ასე, არც ის მგო­ნია, მე­ლი­ას ჰქონ­დეს ლი­დე­რო­ბა­ზე პრე­ტენ­ზია, უბ­რა­ლოდ, ხდე­ბა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ამ თე­მა­ზე პე­და­ლი­რე­ბა და ამის აჟი­ტი­რე­ბა.

ზო­გა­დად, ყვე­ლა პარ­ტი­ის ლი­დე­რი ეჭ­ვი­ა­ნია და ის ცდი­ლობს აკონ­ტრო­ლოს სი­ტუ­ა­ცია, ესეც ბუ­ნებ­რი­ვია და გა­სა­გე­ბი. და­ახ­ლო­ე­ბით მო­დე­ლი იგი­ვეა, რო­გორც ბი­ძი­ნა და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა”, მე­ლია "ნაც­მოს­თვის" იგი­ვეა, რაც გა­ხა­რი­აა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის” - ვი­თომ ლი­დე­რი, ვი­თომ ავ­ტო­რი­ტე­ტი, რე­ა­ლუ­რად კი, ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ყვე­ლა პარ­ტი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ღე­ბი არის აქ ბი­ძი­ნას, იქ - მი­შას ხელ­ში.

სა­ერ­თოდ, მე უკვე ვიბ­ნე­ვი ხოლ­მე, ვე­ღარ გა­მი­გია, ბი­ძი­ნა რო­მე­ლია და მიშა - რო­მე­ლი. “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი” ხმას აძ­ლე­ვენ სა­ა­კაშ­ვილს, არა­ვის უნდა ჰქონ­დეს იმის ილუ­ზია, რომ მე­ლი­ას, ან სხვა "ნა­ცი­ო­ნალს“. კი ბა­ტო­ნო, მოს­წონთ მე­ლია, მაგ­რამ იქამ­დე მოს­წონთ, სა­ნამ არ უპი­რის­პირ­დე­ბა სა­ა­კაშ­ვილს. მე­ლია არის პო­პუ­ლა­რუ­ლი, მაგ­რამ "ნაც­მოს“ გა­სა­ღე­ბი ელექ­ტო­რატ­თან კარ­გად უჭი­რავს სა­ა­კაშ­ვილს და ეს ყვე­ლამ იცის.

ვინ­მეს ზედ­მე­ტი ილუ­ზი­ე­ბი რომ არ გა­უჩ­ნდეს, ზოგ­ჯერ სა­ჭი­როა ად­გილ­ზე მოს­ვა - ასე ექ­ცე­ვა მიშა მე­ლი­ას. ასე­ვე ექ­ცე­ვა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­ხა­რი­ას - კარ­გია პო­პუ­ლა­რო­ბა, კარ­გია ავ­ტო­რი­ტე­ტი, მაგ­რამ თავ­ში არ აგი­ვარ­დე­სო და ზოგ­ჯერ გა­უ­ტყლა­შუ­ნებს ხოლ­მე. ესე­ნი ერ­თნი არი­ან, ერ­თნა­ი­რად აზ­როვ­ნე­ბენ. ეს არის სიმ­ბი­ო­ზი, შე­საძ­ლოა ან­ტა­გო­ნის­ტუ­რი სიმ­ბი­ო­ზი, მაგ­რამ მათი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ფი­ლო­სო­ფია ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თმა­ნეთს, მიშა და ბი­ძი­ნა ტყუ­პი­ვით არი­ან, უბ­რა­ლოდ, ერთი მა­ღა­ლია და მე­ო­რე, მა­ინც და მა­ინც მა­ღა­ლი არ არის.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
125

ხოდა მიშა არის რომ უფუჭებს საქმეს ნაც. მოძრაობას, ბიძინას მიუხედავად ყველაფრისა ხალხში სიმპატია აქვს. მიშა მოსწონს მხოლოდ მცირე ნაწილს, ოპოზიციის მხარდაჭერა არ ნიშნავს მიშას მხარდაჭერას ძალიან ბევრი ამომრჩევლისთვის. 

გიო
116

ნიკა კაცია, მიშა არაკაცი..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ვინმეს ზედმეტი ილუზიები რომ არ გაუჩნდეს, ზოგჯერ საჭიროა ადგილზე მოსვა - ასე ექცევა მიშა მელიას" - აქვს თუ არა ნიკა მელიას ოპოზიციის ლიდერად ქცევის შანსი?

"ვინმეს ზედმეტი ილუზიები რომ არ გაუჩნდეს, ზოგჯერ საჭიროა ადგილზე მოსვა - ასე ექცევა მიშა მელიას" - აქვს თუ არა ნიკა მელიას ოპოზიციის ლიდერად ქცევის შანსი?

როგორც მოსალოდნელი იყო, საარჩევნო პროცესი 31 ოქტომბერს არ დასრულდა - გარდა იმისა, რომ ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო, ასევე სრული ოპოზციური სპექტრი, გაყალბების მოტივით, ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა და მასშტაბური აქციებით იმუქრება. ამ ყველაფრის ორკესტრირებას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, აშკარაა, მას სურს 2003 წლის რევოლუციური სცენარი კიდევ ერთხელ განახორციელოს ქვეყანაში, თუმცა ასე შორიდან მას ოპოზიციის ლიდერობა ნაკლებად გამოსდის, მით უფრო, რომ ოპოზიციური დღევანდელი ერთობის ერთი ნაწილისთვის სააკაშვილი ჯერ კიდევ მიუღებელია.

შესაბამისად, ოპოზიციას სჭირდება ლიდერი, რომელსაც ოპოზიციური სპექტრისთვის გამაერთიანებლის ფუნქციაც ექნება და პროტესტის გენერატორიც იქნება.

  • იქცევა თუ არა ასეთ ლიდერად ნიკა მელია?

რამდენიმე დღის წინ, "მთავარი არხის“ ეთერში მომხდარი ინციდენტი დღემდე განხილვის თემად რჩება. ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის დაპირისპირება საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, როცა გუბაზ სანიკიძემ თქვა, - ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციიდან არცერთი მათგანის არ ეშინია და დადგა დრო, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდესო. აღნიშნულზე ნიკა მელიამ სანიკიძეს უპასუხა, რომ მას ოპოზიციაში ხინჯი შეაქვს. მათ შორის კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მელიამ სანიკიძეს პროვოკატორი და უნამუსო უწოდა.

ერთი შეხედვით, ისე ჩანს, რომ სანიკიძის განცხადებების უკან მიხეილ სააკაშვილი დგას, რომელიც ნიკა მელიას ერთპიროვნული ლიდერობის წინააღმდეგია. ამის თაობაზე "ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა და ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას მეუღლემ თამარ ჩერგოლეიშვილმა:

"მიშას დავალებით აკეთებს. მიშა მელიაზე ეჭვიანობს და გუბაზს ალაპარაკებს, რომ მიშას გარეშე ყველა ნულია. არაფერი ახალი“.

ნამდვილად არის ამ განცხადებაში სიმართლის მარცვალი, სააკაშვილს ყოველთვის ერთპიროვნული მართვა მოსწონდა და სავარაუდოდ, დღესაც მოსწონს, თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ამ თემის წამოჭრით და ვითომ კონფლიქტის გათამაშებით, სააკაშვილი მელიას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურის წარმოჩენას, უწყობდეს ხელს, რადგან დღეს მას ასე სჭირდება, ანუ იცის, რომ თვითონ საქართველოში ვერ ჩამოვა, არადა, აქ პროცესების მართვას სჭირდება წინამძღოლი. მან "ტვ პირველის“ ეთერში მელიაზე საუბრისას განაცხადა: "მე ნიკა მელია მაგონებს ჩემი საუკეთესო წლების, საუკეთესო ფორმას და უფრო მაგარიც არის. ძალიან ვამაყობ ნიკათი, ძაან მაგარი ტიპია, მართლა, აი, შემტევი, გამბედავი, შეუპოვარი, ნამდვილი მაგარი ქართველი, თავისუფლების მოყვარე“.

სააკაშვილი რას ცდილობს და რატომ, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ, ფაქტია ის, რომ მელიას ლიდერობის შესაძლებლობა საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის. ოპოზციის დიდი ნაწილი კარგად იაზრებს, რომ დიდი ერთობის და ქარიზმატული ლიდერის გარეშე ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ნიკა მელია საერთო ლიდერად თითქმის ყველასთვის მისაღებია, მაგალითისთვის, როგორც წყარო გვიყვება, ნინო ბურჯანაძის პარტიის სიის მეხუთე ნომერი ბესო დანელია მთელი საარჩევნო კამპანია მელიას გვერდით იდგა, საპასუხოდ კი ვნახეთ, თუ როგორი თბილი სიტყვებით წარადგინა მელიამ პირველი ნოემბრის აქციაზე ნინო ბურჯანაძე. ასევე არ არის დამალული "ევროპული საქართველოს“ ლიდერების ასევე კარგი დამოკიდებულება მელიას მიმართ. მოკლედ, ამ ეტაპზე ნიკა მელია თითქმის ყველასთვის მისაღები ლიდერია.

ამ თემაზე ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრება:

- არ მგონია, რომ ეს თემა აქტუალურია იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ეს არ არის მარტო პარტია, გარკვეული რელიგიაა, რომელსაც ჰყავს თავისი ღვთაება და ეს არის სააკაშვილი. კი ბატონო, შეიძლება მელია გამოკვეთილი ფიგურაა, მაგრამ არა უმეტეს ამისა. არც დგას საკითხი ასე, არც ის მგონია, მელიას ჰქონდეს ლიდერობაზე პრეტენზია, უბრალოდ, ხდება ხშირ შემთხვევაში ამ თემაზე პედალირება და ამის აჟიტირება.

ზოგადად, ყველა პარტიის ლიდერი ეჭვიანია და ის ცდილობს აკონტროლოს სიტუაცია, ესეც ბუნებრივია და გასაგები. დაახლოებით მოდელი იგივეა, როგორც ბიძინა და “ქართული ოცნება”, მელია "ნაცმოსთვის" იგივეა, რაც გახარიაა “ქართული ოცნებისთვის” - ვითომ ლიდერი, ვითომ ავტორიტეტი, რეალურად კი, ძალაუფლება, ყველა პარტიული გადაწყვეტილების გასაღები არის აქ ბიძინას, იქ - მიშას ხელში.

საერთოდ, მე უკვე ვიბნევი ხოლმე, ვეღარ გამიგია, ბიძინა რომელია და მიშა - რომელი. “ნაციონალები” ხმას აძლევენ სააკაშვილს, არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ მელიას, ან სხვა "ნაციონალს“. კი ბატონო, მოსწონთ მელია, მაგრამ იქამდე მოსწონთ, სანამ არ უპირისპირდება სააკაშვილს. მელია არის პოპულარული, მაგრამ "ნაცმოს“ გასაღები ელექტორატთან კარგად უჭირავს სააკაშვილს და ეს ყველამ იცის.

ვინმეს ზედმეტი ილუზიები რომ არ გაუჩნდეს, ზოგჯერ საჭიროა ადგილზე მოსვა - ასე ექცევა მიშა მელიას. ასევე ექცევა ივანიშვილი გახარიას - კარგია პოპულარობა, კარგია ავტორიტეტი, მაგრამ თავში არ აგივარდესო და ზოგჯერ გაუტყლაშუნებს ხოლმე. ესენი ერთნი არიან, ერთნაირად აზროვნებენ. ეს არის სიმბიოზი, შესაძლოა ანტაგონისტური სიმბიოზი, მაგრამ მათი ცხოვრებისეული ფილოსოფია ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მიშა და ბიძინა ტყუპივით არიან, უბრალოდ, ერთი მაღალია და მეორე, მაინც და მაინც მაღალი არ არის.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"კობახიძესთან, მდინარაძესთან, ან ნებისმიერ პოლიტიკურ "კლოუნთან" დებატები კრიზისს ვერ განმუხტავს, თუმცა ჩვენ ამისთვის ყოველთვის მზად ვართ" - გიგა ბოკერია

აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის ჩართულობა საქართველოსთან იგივე დონეზე იქნება, როგორც ობამას დროს იყო - ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი