სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ეს არის “ოცნების“ ოფისში დაწერილი წინასწარი პროცენტები. ნახეთ არქივებში, რას ლაპარაკობდა ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე" - გოგორიშვილი არჩევნების გაყალბებზე საუბრობს
"ეს არის “ოცნების“ ოფისში დაწერილი წინასწარი პროცენტები. ნახეთ არქივებში, რას ლაპარაკობდა ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე" - გოგორიშვილი არჩევნების გაყალბებზე საუბრობს

ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცია სა­კუ­თა­რი შე­მად­გენ­ლო­ბი­დან და­ნიშ­ნოს „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ პარ­ლა­მენ­ტში მარ­ტოდ დარ­ჩე­ნილ­მა “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცია სა­კუ­თა­რი შე­მად­გენ­ლო­ბი­დან და­ნიშ­ნოს. შე­სა­ბა­მი­სი ვა­რა­უ­დი გო­გო­რიშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­მოთ­ქვა.

„მათ სი­ა­ში ბევ­რი სპორ­ტსმე­ნი ჰყავთ. ალ­ბათ, ცოტა ხან­ში ვი­ხი­ლავთ სპოტსმენ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ან რა­ი­მე მსგავსს, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში იქ­ნე­ბა. ასე­ვე, ჰყავთ მუ­სი­კო­სე­ბი, ხე­ლო­ვა­ნე­ბი - პრო­ფე­სი­უ­ლი ან სხვა ნიშ­ნით ახალ პარ­ტი­ებს შექ­მნი­ან და ოპო­ზი­ცი­ას და­ნიშ­ნა­ვენ. ეს შუა აზი­ის ქვეყ­ნე­ბის მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა, როცა მმარ­თვე­ლი ძალა კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს ოპო­ზი­ცი­ად ნიშ­ნავს. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ უკვე აქამ­დეა მი­სუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვილ­მა.

ამას­თან, გო­გო­რიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ ძა­ლი­ან დი­დია სხვა­ო­ბა დღე­ვან­დელ მოვ­ლე­ნებ­სა და 2008 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს შო­რის, რად­გან “დღე­ვან­დე­ლის­გან გან­სხა­ვა­ვე­ბით, მა­შინ პარ­ლა­მენ­ტში არ­ჩე­ულ­თა­გან ყვე­ლას წას­ვლა­ზე გან­ცხა­დე­ბა არ და­უ­წე­რია და არა­ვის სა­არ­ჩევ­ნო სი­ე­ბი არ ჩა­უხ­სნია“.

სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტებ­ზე უა­რის თქმას­თან და­კავ­ში­რე­ბით გო­გო­რიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და:

“ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იც­ვლე­ბა ერთი მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო - შე­დე­გი, რაც ახლა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ვებ-გვერ­დზე წე­რია, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნება არ არის. ეს არის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფის­ში და­წე­რი­ლი წი­ნას­წა­რი პრო­ცენ­ტე­ბი. შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ არ­ქი­ვებ­ში, რას ლა­პა­რა­კობ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, რას აა­ნონ­სებ­და სპი­კე­რი კო­ბა­ხი­ძე არ­ჩევ­ნე­ბის დღე­სა და წინა დღეს. ეს იყო წი­ნას­წარ და­წე­რი­ლი სცე­ნა­რი, მაგ­რამ ცოტა “იაღ­ლი­ში“ მო­უ­ვი­დათ, რად­გან 100 მან­დატს ამ­ბობ­დნენ და მაქ­სი­მუმ 91 ექ­ნე­ბათ“, - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თუკი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის­თვის სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბის შე­წყვე­ტის და კა­ნონ­ში შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს ეს მათი ნამ­დვი­ლი სა­ხის გა­მო­ჩე­ნა იქ­ნე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბის წი­ნა­შე.

“მეს­მის, რომ მათ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ფუ­ლით იზო­მე­ბა. რომ არა ფული, რომ არა სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბა და "ბა­სე­ი­ნებ­ში" ჩას­ხმუ­ლი წყა­ლი, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ნორ­მა­ლურ ადა­მი­ანს რა სა­ერ­თო შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს “ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“. მათ ჰგო­ნი­ათ, რომ რო­გორც მათ­თვის არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ფული, სხვე­ბის­თვი­საც ასეა - ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შან­ტა­ჟი იმის­თვის, რომ გაგ­ვის­კდე­ბა გული, თუ და­ფი­ნან­სე­ბას არ მოგ­ვცე­მენ“, - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თ ე მ ი დ ა !
11

იმ არჩევნების დედა ვატირე, შენ რომ "გაყალბება" გაგიკვირდება!!!

მზია
6

გოგორიშვილი და ნაცმოძრაობა რომ ილაპარაკებს გაყალბებაზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ეს არის “ოცნების“ ოფისში დაწერილი წინასწარი პროცენტები. ნახეთ არქივებში, რას ლაპარაკობდა ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე" - გოგორიშვილი არჩევნების გაყალბებზე საუბრობს

"ეს არის “ოცნების“ ოფისში დაწერილი წინასწარი პროცენტები. ნახეთ არქივებში, რას ლაპარაკობდა ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე" - გოგორიშვილი არჩევნების გაყალბებზე საუბრობს

ხათუნა გოგორიშვილი არ გამორიცხავს, რომ “ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო ოპოზიცია საკუთარი შემადგენლობიდან დანიშნოს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ხათუნა გოგორიშვილი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში მარტოდ დარჩენილმა “ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო ოპოზიცია საკუთარი შემადგენლობიდან დანიშნოს. შესაბამისი ვარაუდი გოგორიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გამოთქვა.

„მათ სიაში ბევრი სპორტსმენი ჰყავთ. ალბათ, ცოტა ხანში ვიხილავთ სპოტსმენთა გაერთიანებას ან რაიმე მსგავსს, რომელიც პარლამენტში იქნება. ასევე, ჰყავთ მუსიკოსები, ხელოვანები - პროფესიული ან სხვა ნიშნით ახალ პარტიებს შექმნიან და ოპოზიციას დანიშნავენ. ეს შუა აზიის ქვეყნების მიღებული პრაქტიკაა, როცა მმართველი ძალა კონკრეტულ ადამიანებს ოპოზიციად ნიშნავს. “ქართული ოცნება“ უკვე აქამდეა მისული“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ამასთან, გოგორიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ძალიან დიდია სხვაობა დღევანდელ მოვლენებსა და 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს შორის, რადგან “დღევანდელისგან განსხავავებით, მაშინ პარლამენტში არჩეულთაგან ყველას წასვლაზე განცხადება არ დაუწერია და არავის საარჩევნო სიები არ ჩაუხსნია“.

საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით გოგორიშვილმა განაცხადა:

“ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება არც ერთ შემთხვევაში არ შეიცვლება ერთი მარტივი მიზეზის გამო - შედეგი, რაც ახლა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე წერია, ქართველი ხალხის ნება არ არის. ეს არის “ქართული ოცნების“ ოფისში დაწერილი წინასწარი პროცენტები. შეგიძლიათ ნახოთ არქივებში, რას ლაპარაკობდა ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რას აანონსებდა სპიკერი კობახიძე არჩევნების დღესა და წინა დღეს. ეს იყო წინასწარ დაწერილი სცენარი, მაგრამ ცოტა “იაღლიში“ მოუვიდათ, რადგან 100 მანდატს ამბობდნენ და მაქსიმუმ 91 ექნებათ“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

მისივე თქმით, თუკი “ქართული ოცნება“ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის და კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების გადაწყვეტილებას მიიღებს ეს მათი ნამდვილი სახის გამოჩენა იქნება, პირველ რიგში, სტრატეგიული პარტნიორების წინაშე.

“მესმის, რომ მათთვის ყველაფერი ფულით იზომება. რომ არა ფული, რომ არა საკუთარი კეთილდღეობა და "ბასეინებში" ჩასხმული წყალი, ვერ წარმომიდგენია ნორმალურ ადამიანს რა საერთო შეიძლება ჰქონდეს “ქართულ ოცნებასთან“. მათ ჰგონიათ, რომ როგორც მათთვის არის ყველაზე მთავარი ფული, სხვებისთვისაც ასეა - ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი იმისთვის, რომ გაგვისკდება გული, თუ დაფინანსებას არ მოგვცემენ“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

შეხვედრა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში - რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციისა და უმრავლესობის ლიდერები?

"არაერთხელ გვაქვს მოსმენილი - "ახლა  ჩამოვალ", "ახლა  ჩამოვალ", თუ უნდა ჩამოვიდეს, მე რაში უნდა მჭირდებოდეს?" - ჯაფარიძე სააკაშვილზე

"ვარ აბსოლუტურად მიკნავლებული...არ ვიცი აქციაზე ვიქნები, თუ არა" - გრიგოლ ვაშაძემ წამყვანებს სტუდიაში გამოუცხადა, რომ სიცხე აქვს