სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თოდუას კლინიკის რეკომენდაციები ათეროსკლეროზის რისკ ჯგუფში შემავალ ადამიანებს
თოდუას კლინიკის რეკომენდაციები ათეროსკლეროზის რისკ ჯგუფში შემავალ ადამიანებს

ათე­როსკლე­რო­ზი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პა­თო­ლო­გი­აა, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის საგ­რძნო­ბი გა­უ­ა­რე­სე­ბა და ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გიც კი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს. ელას­ტი­უ­რი და კუნ­თო­ვან-ელას­ტი­უ­რი არ­ტე­რი­ე­ბის ეს და­ზი­ა­ნე­ბა, ლი­პი­დუ­რი და ცი­ლო­ვა­ნი ცვლის დარ­ღვე­ვას უკავ­შირ­დე­ბა, შე­დე­გად იწ­ვევს სის­ხლძარ­ღვში ქო­ლეს­ტე­რი­ნის და ლი­პოპ­რო­ტე­ი­დე­ბის ზო­გი­ერ­თი ფრაქ­ცი­ე­ბის დაგ­რო­ვე­ბას.

ათე­როსკლე­რო­ზი მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი­ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­ზე­ზია;ეს და­ა­ვა­დე­ბა, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ევ­რო­პუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის 2018 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 40 წუთ­ში ერთ ადა­მი­ანს ემარ­თე­ბა.

თო­დუ­ას კლი­ნი­კის კარ­დი­ო­ლო­გი ნანო ემუხ­ვა­რი ათე­როსკლე­როზ­ზე, ამ პა­თო­ლო­გი­ისპრე­ვენ­ცი­ა­სა და იმ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე გვე­სა­უბ­რა, რო­მელ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

– ათე­როსკლე­რო­ზის მკურ­ნა­ლო­ბის რა მე­თო­დე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მსოფ­ლი­ო­ში და რამ­დე­ნად სრულ­ყო­ფი­ლად არის და­ნერ­გი­ლი ეს სტან­დარ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში?

– და­ა­ვა­დე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კაც ყველ­გან ფაქ­ტობ­რი­ვად ერ­თნა­ი­რია. თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში ევ­რო­პულრ­ე­კო­მენ­და­ცი­ებს მივ­ყვე­ბით, რომ­ლე­ბიც პა­ცი­ენ­ტე­ბის სწო­რად მკურ­ნა­ლო­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა.

უმ­თავ­რე­სი რე­კო­მენ­და­ცია ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დაც­ვაა, რაც, თა­ვის მხრივ, კვე­ბი­თი რე­ჟი­მის მო­წეს­რი­გე­ბა­სა და ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მის რა­ო­დე­ნო­ბის მკვეთ­რად შემ­ცი­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. მთე­ლი მსოფ­ლიო თან­ხმდე­ბა, რომ თუ კვე­ბის რა­ცი­ონ­ში გა­იზ­რდე­ბა მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მის, თევ­ზის, ხორ­ცის, მსხვილ­მარ­ცვლო­ვა­ნი და უჯრე­დი­სის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, პა­თო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი 15-20%-ით მცირ­დე­ბა. მაგ: შემ­წვა­რი ღო­რის ხორ­ცი სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ, ის კი ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მით, ქო­ლეს­ტე­რი­ნით გა­ჯე­რე­ბუ­ლია, ამი­ტომ მისი მი­ღე­ბა ამ და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ხელს უწყობს.

მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა მა­შინ ხდე­ბა სა­ჭი­რო, რო­დე­საც ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი და ამავდრო­უ­ლად ფი­ზი­კუ­რია ქტი­ვო­ბა არ არის და­ცუ­ლი. ამ შემ­თხვე­ვა­ში ვი­ყე­ნებთ სტა­ტი­ნებს - ჰი­პო­ლი­პი­დე­მი­ურ, ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ან პრე­პა­რა­ტებს.

– რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და პა­თო­ლო­გი­ის მკურ­ნა­ლო­ბის ეტა­პე­ბი თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში?

– რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი მოგ­ვმარ­თავს, პირ­ველ რიგ­ში, ვად­გენთ ანამ­ნე­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აქვს თუ არა მას ათე­როსკლე­რო­ზის­კენ გე­ნე­ტი­კუ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბა. ამის შემ­დეგ, სის­ხლში ლი­პი­დუ­რი სპექტრის გან­სა­ზღვრით ვი­გებთ მას­ში მე­ტად სა­ყუ­რა­დღე­ბო, და­ბა­ლი სიმ­კვრი­ვის ლი­პოპ­რო­ტე­ი­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას. ასე­ვე ვი­ყე­ნებთ კო­რო­ნა­რუ­ლი არ­ტე­რი­ე­ბის კტ (კონ­ტრას­ტი­რე­ბის გა­რე­შე) გა­მოკ­ვლე­ვას, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც სის­ხლძარ­ღვთა კალ­ცი­ფი­ცი­რე­ბის დო­ნის გან­სა­ზღვრა­ა­შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეს გახ­ლავთ ათე­როსკლე­რო­ზის ად­რე­უ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რაც, თა­ვის მხრივ, ასო­ცი­რე­ბუ­ლია გულ-სის­ხლძარ­ღვთა მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან.

დი­აგ­ნოს­ტი­კის პრო­ცეს­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია გუ­ლის ექოს­კო­პი­ი­სა და ელექტრო­კარ­დი­ოგ­რა­მის გა­და­ღე­ბა, რათა მოხ­დეს გუ­ლის ფუნ­ქცი­უ­რი უნა­რის შე­ფა­სე­ბა.

ბო­ლოს, კარ­დი­ო­ლო­გი კლი­ნი­კო-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სვამს დი­აგ­ნოზს და ნიშ­ნავს შე­სა­ბა­მის ადექ­ვა­ტურ მკურ­ნა­ლო­ბას, რაც ასე­ვე მო­ი­ცავს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს.

– ვინ ხვდე­ბა ათე­როსკლე­რო­ზის რისკ ჯგუფ­ში და რას ურ­ჩევ­დით ამ ადა­მი­ა­ნებს?

სამ­წუ­ხა­როდ, ათე­როსკლე­რო­ზის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბის ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა. დღეს ისე­თი რისკ ფაქ­ტო­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა მწე­ვე­ლო­ბა, სიმ­სუქ­ნე, ჰი­პო­დი­ნა­მი­უ­რო­ბა ქმნის ამ და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის პი­რო­ბებს.

კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი სტა­ტუ­სი ქა­ლებს კლი­მაქ­ტე­რულ ასა­კამ­დე იცავს. და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 45-55 წლამ­დე ასა­კის ქა­ლებ­ში შე­და­რე­ბით და­ბა­ლია და ამ ასა­კობ­რი­ვი ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ იზ­რდე­ბა. პა­თო­ლო­გია, სტა­ტის­ტი­კუ­რად, უფრო ხში­რად მა­მა­კა­ცებს ემარ­თე­ბათ, თუმ­ცა ორი­ვე სქე­სის პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს.

რაც შე­ე­ხე­ბა რჩე­ვებს: სა­სურ­ვე­ლია ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სუფ­თა ჰა­ერ­ზე 20-30 წუ­თის მან­ძილ­ზე სწრა­ფი ნა­ბი­ჯით სე­ირ­ნო­ბა, კვი­რა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 3,5-7 სა­ა­თი სა­შუ­ა­ლო ან ინ­ტენ­სი­უ­რი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა.

გარ­და ამი­სა, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 3-4-ჯერ ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა: თევ­ზი, მარ­ცვლე­უ­ლი, შინ მომ­ზა­დე­ბუ­ლი იო­გურ­ტე­ბი, მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მე­ბი, პარ­კოს­ნე­ბი, უჯრე­დი­სის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბი. ამ საკ­ვებ­ში არ მო­ი­აზ­რე­ბა შემ­წვა­რი, ცხა­რე და მა­რი­ლი­ა­ნი კერ­ძე­ბი.

– პა­თო­ლო­გი­ის ად­რე­ულ ეტაპ­ზე გა­მოვ­ლე­ნა რამ­დე­ნად დიდ როლს თა­მა­შობს მკურ­ნა­ლო­ბა­ში?

– ყო­ველ­თვის ვამ­ბობ, რომ ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა გა­დამ­წყვე­ტია. თუ დრო­უ­ლად და­ვად­გენთ, სის­ხლში ლი­პოპ­რო­ტე­ი­ნე­ბი­სა და ქო­ლეს­ტე­რი­ნის მო­მა­ტე­ბულ რა­ო­დე­ნო­ბას, და­ვი­ცავთ ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ­წესს და ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას მივ­მარ­თავთ, პრობ­ლე­მას­თან ბრძო­ლა ნა­ად­რე­ვად და­ი­წყე­ბა და მის პროგ­რესს ხელს შე­ვუშ­ლით.

NS

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
0

სიგარეტი აქ არაფერშუაშია, თავადაც ზღვარგადასული მწეველი ვარ, მაგრამ თუ სხეულში კისლოტნო შელოჩნი ბალანსი გასწორებულია, ყველა ალკალოიდი გადის გარეთ თავის დროულად, ხოლო ნიკოტინნაია კისლატას ნაკლებობას სხეულში (ბ 3 ვიტამინი) არავის არ ვუსურვებ!

beso
0

საქნედია რა გაინტერესებს? ადამიანი, თუ კლინიკა, თუ ქალბატონი ექიმის პრესტიჟულობა? არ კითხულობ იმას, თუ რატომ არ მიეცა ადამიანებს სხეულისა და მკურნალობის გაგება ამ გარემოებაში ან რატომ კვედება საქართველოში მკვეთრ სიმრავლში ინსულტითა და ინფრაქტით ადამიანები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

თოდუას კლინიკის რეკომენდაციები ათეროსკლეროზის რისკ ჯგუფში შემავალ ადამიანებს

თოდუას კლინიკის რეკომენდაციები ათეროსკლეროზის რისკ ჯგუფში შემავალ ადამიანებს

ათეროსკლეროზი გავრცელებული პათოლოგიაა, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობი გაუარესება და ლეტალური შედეგიც კი შეიძლება მოჰყვეს. ელასტიური და კუნთოვან-ელასტიური არტერიების ეს დაზიანება, ლიპიდური და ცილოვანი ცვლის დარღვევას უკავშირდება, შედეგად იწვევს სისხლძარღვში ქოლესტერინის და ლიპოპროტეიდების ზოგიერთი ფრაქციების დაგროვებას.

ათეროსკლეროზი მიოკარდიუმის ინფარქტის მაპროვოცირებელიერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია;ეს დაავადება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული განყოფილების 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში 40 წუთში ერთ ადამიანს ემართება.

თოდუას კლინიკის კარდიოლოგი ნანო ემუხვარი ათეროსკლეროზზე, ამ პათოლოგიისპრევენციასა და იმ რეკომენდაციებზე გვესაუბრა, რომელთა გათვალისწინებაც მოქალაქეებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

– ათეროსკლეროზის მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენება მსოფლიოში და რამდენად სრულყოფილად არის დანერგილი ეს სტანდარტები საქართველოში?

– დაავადება მთელი მსოფლიოს პრობლემას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მკურნალობის ტაქტიკაც ყველგან ფაქტობრივად ერთნაირია. თოდუას კლინიკაში ევროპულრეკომენდაციებს მივყვებით, რომლებიც პაციენტების სწორად მკურნალობაში გვეხმარება.

უმთავრესი რეკომენდაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაა, რაც, თავის მხრივ, კვებითი რეჟიმის მოწესრიგებასა და ცხოველური ცხიმის რაოდენობის მკვეთრად შემცირებას გულისხმობს. მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ თუ კვების რაციონში გაიზრდება მცენარეული ცხიმის, თევზის, ხორცის, მსხვილმარცვლოვანი და უჯრედისის შემცველი პროდუქტები, პათოლოგიის განვითარების რისკი 15-20%-ით მცირდება. მაგ: შემწვარი ღორის ხორცი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ, ის კი ცხოველური ცხიმით, ქოლესტერინით გაჯერებულია, ამიტომ მისი მიღება ამ დაავადების განვითარებას ხელს უწყობს.

მედიკამენტოზური მკურნალობა მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ჯანსაღი ცხოვრების წესი და ამავდროულად ფიზიკურია ქტივობა არ არის დაცული. ამ შემთხვევაში ვიყენებთ სტატინებს - ჰიპოლიპიდემიურ, ყველაზე ეფექტიან პრეპარატებს.

– როგორ მიმდინარეობს დიაგნოსტიკისა და პათოლოგიის მკურნალობის ეტაპები თოდუას კლინიკაში?

– როდესაც პაციენტი მოგვმართავს, პირველ რიგში, ვადგენთ ანამნეზიდან გამომდინარე აქვს თუ არა მას ათეროსკლეროზისკენ გენეტიკური მიდრეკილება. ამის შემდეგ, სისხლში ლიპიდური სპექტრის განსაზღვრით ვიგებთ მასში მეტად საყურადღებო, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რაოდენობას. ასევე ვიყენებთ კორონარული არტერიების კტ (კონტრასტირების გარეშე) გამოკვლევას, რომლის საშუალებითაც სისხლძარღვთა კალციფიცირების დონის განსაზღვრააშესაძლებელი. ეს გახლავთ ათეროსკლეროზის ადრეული გამოვლინება, რაც, თავის მხრივ, ასოცირებულია გულ-სისხლძარღვთა მოვლენების განვითარებასთან.

დიაგნოსტიკის პროცესში აუცილებელია გულის ექოსკოპიისა და ელექტროკარდიოგრამის გადაღება, რათა მოხდეს გულის ფუნქციური უნარის შეფასება.

ბოლოს, კარდიოლოგი კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე სვამს დიაგნოზს და ნიშნავს შესაბამის ადექვატურ მკურნალობას, რაც ასევე მოიცავს ჯანსაღი ცხოვრების წესს.

– ვინ ხვდება ათეროსკლეროზის რისკ ჯგუფში და რას ურჩევდით ამ ადამიანებს?

სამწუხაროდ, ათეროსკლეროზის გაახალგაზრდავების ტენდენცია შეინიშნება. დღეს ისეთი რისკ ფაქტორები, როგორიცაა მწეველობა, სიმსუქნე, ჰიპოდინამიურობა ქმნის ამ დაავადების გავრცელების პირობებს.

კვლევების მიხედვით, ჰორმონალური სტატუსი ქალებს კლიმაქტერულ ასაკამდე იცავს. დაავადების გავრცელების მაჩვენებელი 45-55 წლამდე ასაკის ქალებში შედარებით დაბალია და ამ ასაკობრივი ნიშნულის შემდეგ იზრდება. პათოლოგია, სტატისტიკურად, უფრო ხშირად მამაკაცებს ემართებათ, თუმცა ორივე სქესის პრობლემას წარმოადგენს.

რაც შეეხება რჩევებს: სასურველია ფიზიკური აქტივობა, დღის განმავლობაში სუფთა ჰაერზე 20-30 წუთის მანძილზე სწრაფი ნაბიჯით სეირნობა, კვირაში დაახლოებით 3,5-7 საათი საშუალო ან ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა.

გარდა ამისა, დღის განმავლობაში 3-4-ჯერ ჯანსაღი საკვების მიღება: თევზი, მარცვლეული, შინ მომზადებული იოგურტები, მცენარეული ცხიმები, პარკოსნები, უჯრედისის შემცველი პროდუქტები. ამ საკვებში არ მოიაზრება შემწვარი, ცხარე და მარილიანი კერძები.

– პათოლოგიის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა რამდენად დიდ როლს თამაშობს მკურნალობაში?

– ყოველთვის ვამბობ, რომ ადრეული დიაგნოსტიკა გადამწყვეტია. თუ დროულად დავადგენთ, სისხლში ლიპოპროტეინებისა და ქოლესტერინის მომატებულ რაოდენობას, დავიცავთ ცხოვრების ჯანსაღწესს და ფიზიკურ აქტივობას მივმართავთ, პრობლემასთან ბრძოლა ნაადრევად დაიწყება და მის პროგრესს ხელს შევუშლით.

NS

ბაგებში მიწის მასა ჩამოიშალა, სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა - რა კადრები ვრცელდება "ფეისბუქზე" და როგორია თბილისის მერიის კომენტარი

ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი?

"მულმა მითხრა, ომარი აღარ არისო. ერთი კი ვიკივლე, მაგრამ როცა ბავშვები შემოცვივდნენ ოთახში, იმ დღიდან ქვა და რკინა გავხდი" - მექა ხანგოშვილი პირად ცხოვრებასა და ქართულ-ქისტურ ურთიერთობებზე