სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ტრამპი, თუ ბაიდენი: ვის აირჩევენ ამერიკელები? - შეერთებულ შტატებში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია
ტრამპი, თუ ბაიდენი: ვის აირჩევენ ამერიკელები? - შეერთებულ შტატებში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია

დღეს აშშ-ში რი­გით 59-ე საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა და ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი მო­მა­ვალ პრე­ზი­დენ­ტად მოქ­მედ პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამპს, ან ყო­ფილ ვიცე-პრე­ზი­დენტს "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ კან­დი­დატს, ჯო ბა­ი­დენს აირ­ჩევს.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 97-მა მი­ლი­ონ­მა ამომ­რჩე­ველ­მა ხმის მი­ცე­მის წი­ნას­წა­რი პრო­ცე­დუ­რით ისარ­გებ­ლა და არ­ჩე­ვა­ნი უკვე გა­ა­კე­თა.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა ის კან­დი­და­ტი, რო­მე­ლიც 538-წევ­რი­ა­ნი სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ი­დან სულ მცი­რე 270 ხმას მო­ი­პო­ვებს. სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ის წევ­რებს თი­თო­ე­უ­ლი შტა­ტი, მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლად ირ­ჩევს.

არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის დად­გე­ნა­სა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის გა­მოვ­ლე­ნას, შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მე დღე, ან კვი­რაც კი დას­ჭირ­დეს, ვი­ნა­ი­დან, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო, წლე­ვან­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე ფოს­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ხმა უპ­რე­ცე­დენ­ტოდ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა მის­ცა და სხვა­დას­ხვა შტატს ამ ხმე­ბის დათ­ვლის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წესი აქვს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Reuters/Ipsos-ის მიერ 27-29 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, ჯო ბა­ი­დენს მხარს ამომ­რჩევ­ლე­ბის 51%, დო­ნალდ ტრამპს კი - 43% უჭერს.

სხვა­დას­ხვა შტატ­ში სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი სხვა­დას­ხვა დროს და­ი­ხუ­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, ჯორ­ჯი­ა­ში არ­ჩევ­ნე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 19:00 სა­ათ­ზე დას­რულ­დე­ბა (თბი­ლი­სის დრო­ით 4 ნო­ემ­ბრის დი­ლის 04:00 სა­ათ­ზე), ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნა­სა და ოჰა­ი­ო­ში - ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 19:30 სა­ათ­ზე, ფლო­რი­და­სა და პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში - 20:00 სა­ათ­ზე, არი­ზო­ნა­ში, ვის­კონ­სინ­სა და მი­ჩი­გან­ში კი 21:00 სა­ათ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
37

უბნის კოორდინატორები რას ამბობენ ნეტავ,,ჩავიდნენ ჩვენი დამკვირვებლები????

წმინდა გაგა
27

რა თქმა უნდა ტრამპი!!! ამერიკაში აღარავის უნდა ლიბერასტების ხრონწი გურუ ბაიდენი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ტრამპი, თუ ბაიდენი: ვის აირჩევენ ამერიკელები? - შეერთებულ შტატებში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია

ტრამპი, თუ ბაიდენი: ვის აირჩევენ ამერიკელები? - შეერთებულ შტატებში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია

დღეს აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და ამერიკელი ხალხი მომავალ პრეზიდენტად მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ან ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს "დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატს, ჯო ბაიდენს აირჩევს.

BBC-ის ინფორმაციით, 97-მა მილიონმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით ისარგებლა და არჩევანი უკვე გააკეთა.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს.

არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენასა და გამარჯვებულის გამოვლენას, შესაძლოა, რამდენიმე დღე, ან კვირაც კი დასჭირდეს, ვინაიდან, კორონავირუსის პანდემიის გამო, წლევანდელ არჩევნებზე ფოსტის საშუალებით ხმა უპრეცედენტოდ ბევრმა ადამიანმა მისცა და სხვადასხვა შტატს ამ ხმების დათვლის განსხვავებული წესი აქვს.

აღსანიშნავია, რომ Reuters/Ipsos-ის მიერ 27-29 ოქტომბერს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ჯო ბაიდენს მხარს ამომრჩევლების 51%, დონალდ ტრამპს კი - 43% უჭერს.

სხვადასხვა შტატში საარჩევნო უბნები სხვადასხვა დროს დაიხურება. მაგალითად, ჯორჯიაში არჩევნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დასრულდება (თბილისის დროით 4 ნოემბრის დილის 04:00 საათზე), ჩრდილოეთ კაროლინასა და ოჰაიოში - ადგილობრივი დროით 19:30 საათზე, ფლორიდასა და პენსილვანიაში - 20:00 საათზე, არიზონაში, ვისკონსინსა და მიჩიგანში კი 21:00 საათზე.

იტალიაში ვულკანი სტრომბოლი ამოიფრქვა - სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები და შიშის მომგვრელი სანახაობა

მეჰრიბან და ილჰამ ალიევები ყარაბაღში ჩავიდნენ - რა კადრებს აქვეყნებს აზერბაიჯანის პირველი ლედი "ინსტაგრამზე"

"კავკასიის მთების მიღმა, რუსეთის ე.წ. "ახლო საზღვარგარეთში“ პუტინი ერთადერთი "მეფე" აღარ არის. რუსულ ჰეგემონიას თურქეთმა საფრთხე შეუქმნა" - რას წერს შვედური გამოცემა?