ავტორი:

"შეუძლებელია, პატრიოტთა ალიანსს ამ არჩევნებში მიეღო 3%...არ ვცნობთ შედეგებს" - ირმა ინაშვილი

"შეუძლებელია, პატრიოტთა ალიანსს ამ არჩევნებში მიეღო 3%...არ ვცნობთ შედეგებს" - ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმიანება და აცხადებს, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით "პატრიოტთა ალიანსს" ამომრჩეველთა 3,18-მა პროცენტმა მისცა ხმა.

ინაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

"მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხისთვის სრულიად ნათელია - არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა! აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ამ არჩევნებში მიეღო 3%!

შეუძლებელია, რომ პარტიის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდეს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე არჩევნებში მოგვცა ხმა!

ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ: გამოიჩინეთ მოთმინება, ამ წუთებში პარტიის პოლიტსაბჭო მსჯელობს შემდგომი მოქმედებების გეგმაზე. ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას! იქნება აქციებიც და იქნება მოწოდებებიც!

ჩვენ ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის. მკაფიოდ ვამბობთ: არ ვცნობით ამ არჩევნების შედეგებს! მადლობას ვეუბნები ჩვენს მხარდამჭერებს, აქტივს, ყველას, ვინც მზადაა ჩვენთან ერთად იმოქმედოს! ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს" - წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში.

"დღეს, "ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა" -  რას წერს ნიკა მელია?

"თუ ფრიდონ ინჯია ​პარლამენტში შესვლაზე დათანხმდება, პარტიის დატოვება მოუწევს, სხვა ბიზნესმენები კი, მხოლოდ შემომწირველები იყვნენ" -  ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ  დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ ცესკოს მიმართეს